вторник, 30 июля 2013 г.

თვალები სწრაფად აფასებენ მიზეზსა და შედეგს


ჩვენს ვიზუალურ გონებას ქმედებების მიზეზობრიობის  ავტომატური განსჯა შეუძლია. „ამ აღმოჩენით დასრულდა დიდი ხმის კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ზოგიერთი ვიზუალური მოვლენისა თუ ფაქტის დამუშავება: ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჩვენს თვალებს სწრაფად შეუძლიათ შეფასების მოხდენა მიზეზ–შედეგობრიობასთან დაკავშირებით ცნობიერი სისტემის დახმარების გარეშე“ – განმარტავს მარტინ როლფსი.
ჩვენს ვიზუალურ სისტემას უფრო მეტად ვეყრდნობით, ვიდრე აქამდე, მოვლენების მიზეზობრიობის შესწავლის დროს მიაჩნდათ.
"
მიზეზობრიობის შესაფასებლად ყოველთვის არ გვჭირდება ცნობიერი აზროვნება, როგორც მკვლევარებმა აღმოაჩინეს. ზოგ შემთხვევაში, ჩვენს ვიზუალურ გონებას (ტვინის იმ ნაწილს, რომელიც თვალის შეგრძნებებს ამუშავებს) სწრაფად და ავტომატურად შეუძლია შეფასების გაკეთება.
კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა Current Biology, „გამოავლინა, რომ მიზეზობრიობის ადრეულ დონეზე დაფიქსირება და გამოთვლა ვიზუალურ სისტემაში შესაძლებელია“–აცხადებს მარტინ როლფი, ფსიქოლოგიის კათედრის მკვლევარი.
ვრცლად: FUTURITY
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий