вторник, 30 июля 2013 г.

დედიფერენციაცია – ციფრული საათის უკან გადაწევა


ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზე მუშაობის წყალობით 1900-იანი წლების დასაწყისში, ფიზიკოსებმა სივრცით განზომილებებთან ერთად, დრო აღიარეს მეოთხე განზომილებად. თუმცა, აინშტაინამდე, ჰ. გ. უელსმა „დროის მანქანაში“ მიუთითა დროის კონცეფციაზე, როგორც ცალკე განზომილებაზე. ამ კლასიკურ ნაშრომში, ისევე, როგორც მთელი ისტორიის საუკუნეების მანძილზე სხვა უამრავ მაგალითში მინიშნებულია დროში მოგზაურობასთან დაკავშირებული კაცობრიობის ნააზრევი, თუ სწრაფვა. თეორეტიკოსმა ფიზიკოსებმა ტონობით მონაცემი შეაგროვეს, ამოცანა, თუ განტოლება ამოხსნეს, განიხილეს "ჭიის ხვრელები" და "შავი ხვრელები" იმ იმედით, რომ მიაგნებდნენ გასაღებს ამ მოუხელთებელი კონცეფციის ამოსახსნელად. ჩვენც დროის მოგზაურები ვართ, მივეშურებით რა ამ ოთხგანზომილებიან სუპერ გზატკეცილზე.
თუმცა, ჩვენ იძულებით ვმოგზაურობთ მხოლოდ ერთი მიმართულებით და დროით ნაკარნახევი სიჩქარით. ამიერიდან, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ოცნება „ნამდვილ“ დროზე კვლავ აუხდენელია.
მეორეს მხრივ, ბიოლოგები ყველანაირად ცდილობდნე და საბოლოოდ მიაღწიეს უჯრედების დაბრუნდეს დროში,  მათი განვითარების ეტაპების გავლის თვალსაზრისით. მათ წარმატებით შემოაბრუნეს უჯრედების – გადაიყვანეს ე.წ. "სრულად დიფერენცირებული უჯრედები" (terminally differentiated cell) უფრო პრიმიტიულ ეტაპზე. ამ ინდუციბად პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების შექმნა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ბიოლოგიის განვითარებაში, განსაკუთრებით ღეროვანი უჯრედების კვლევის სფეროში.
ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий