четверг, 27 июня 2013 г.

დინოზავრები კანადაში!



დინოზავრების პროვინციული პარკი (ინგლ. Dinosaur Provincial Park) — მდებარეობს კანადის დასავლეთ ნაწილის პროვინცია ალბერტაში. პარკიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს პროვინციის უდიდესი ქალაქი კალგარი. დინოზავრების პროვინციული პარკი დაარსდა 1955 წელს, ხოლო 1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა. პარკში არის უნიკალური ეკოსისტემა, ამ ტერიტორიის ფართობი დაახლოებით შეადგენს 74 კმ²-ს.
პარკი მდებარეობს მდინარე რედ-დირის ხეობაში. აქ აღმოჩენილია ორმოცი სხვადასხვა სახეობის დინოზავრის ნამარხი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი დინოზავრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია გამოფენილი.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий