пятница, 19 апреля 2013 г.

ღმერთის არსებობის მათემატიკური მტკიცებულება

         


"პოლონელი სასულიერო-მეცნიერი  მიხალ ჰელერი ⇒   ტემპლტონის პრემიით დაჯილდოვდა.  გამართულ ცერემონიაზე მას საზეიმოდ გადასცეს მილიონ 600 ათასი დოლარი. ეს ჯილდო კათოლიკე მღვდელმა იმით დაიმსახურა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები ღმერთის არსებობის დადასტურებას შეიცავს. პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და ფიზიკას მოიცავს.

"მისი უნიკალურობა ისაა, რომ იგი ერთდროულად შემოქმედებითი მეცნიერი და მოაზროვნე მორწმუნეა. მეცნიერებაში ამას ტრანსცედენტალური საიდუმლოს შეგრძნება მოაქვს, რელიაგიაში კი - სამყაროს დანახვა მეცნიერის ფართოდ გახელილი თვალებით.

"მან მეცნიერების თეოლოგიურობის მცნება დაამკვიდრა. მან შეძლო ეჩვენებინა, რომ რელიგია, რომელიც მეცნიერული კვლევებისაგან თვითიზოლირებას ახდენს, არადამაჯერებელია, ხოლო მეცნიერება, რომელიც სამყაროს აღქმის სხვა გზებს უარყოფს, ბრმაა"

ტემპლტონის ფონდის თავმჯდომარე ჯონ ტემპლტონი კი ამბობს, რომ "მიხალ ჰელერის მისწრაფებამ სამყაროს უფრო ღრმად შეცნობისაკენ ერთის მხრივ რელიგიურ კონცეპციებში მნიშვნელოვან წინსვლამდე მიგვიყვანა და მეორეს მხრივ მეცნიერების ჰორიზონტები გააფართოვა".
რას ამტკიცებს პოლონელი სასულიერო-მეცნიერი? 

მისი თეორია  მნიშვნელოვნად ცვლის შეხედულებას სამყაროს მატერიალურობის შესახებ. პროფესორმა ჰელერმა გამოიყვანა რთული მათემატიკური ფორმულა, რომელიც საშუალებას იძლევა სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა, მათ შორის შემთხვევითობებიც, მათემატიკური გამოთვლებით აიხსნას.

ჰელერის შრომები სამყაროს შექმნის ფუნდამენტური თეორიის შექმნის მცდელობის გარშემოა აგებული. სპეციალისტთა თქმით, იგი თავის კვლევებში აინშტაინზე შორს მიდის კვანტური მექანიკის, კოსმოლოგიის, ფიზიკისა და მათემატიკის სფეროში და შეიცავს ჰაიზენბერგის ⇒   განტოლების საკუთარ ვერსიას.


პოლონელი მღვდელი ასე მსჯელობს: თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი. მაგრამ, თუ სამყარო ავტონომიურია, არ აქვს საზღვრები, არ აქვს დასაწყისი და დასასრული - მაშინ იგი უბრალოდ არსებობს. ასეთ შემთხვევაში სადაა შემოქმედის ადგილი.

ჰელერი ეწინააღმდეგება სამყაროს წარმოშობის ნიუტონისეულ კონცეფციას, ანუ იდეას აბსოლუტური დროის, აბსოლუტური სივრცისა და ღმერთის შესახებ, რომელიც ქმნის ენერგიასა და მატერიას. მან მკვლევარებს შესთავაზა დაუბრუნდნენ თეოლოგიის ტრადიციულ დოქტრინას, რომლის თანახმადაც სამყაროს შექმნა სივრცისა და დროისაგან დამოუკიდებელი აქტი იყო.

"მე ყოველთვის მინდოდა იმით ვყოფილიყავი დაკავებული, რაც ყველაზე მთავარია. და რა შეიძლება მეცნიერებასა და რელიგიაზე მთავარი იყოს. მეცნიერება ჩვენ გვაძლევს ცოდნას, რელიგია კი სამყაროს არსებობის არსს გვიხსნის. ის, რომ ეს ორი უდიდესი ღირებულება ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება - ეს პარადოქსია. ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს: როგორ შეიძლება განათლებული ადამიანები იმდენად ბრმები იყვნენ, რომ ვერ ხედავდნენ, რომ მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა", - განაცხადა თავად ჰელერმა.

ღმერთის არსებობის ალბათობა 


ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც მეცნიერებმა მათემატიკური ფორმულებით სცადეს ღმერთის არსებობის დადასტურება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მაგალითად გამოდგება გერმანელ მათემატიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა.

მეცნიერთა მიზანი იყო გამოეთვალათ რამდენია იმის ალბათობა, რომ ღმერთი არსებობს. ამისათვის მათ მე-18 საუკუნის ცნობილი მეცნიერისა და მღვდელის თომას ბეისის მიერ გამოყვანილი ფორმულა გამოიყენეს. ცნობისათვის, თომას ბეისის კვლევების შედეგები თანამედროვე მეცნიერებაში მეტად აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით კომპიუტერულ პროგრამირებაში.


გერმანელი მეცნიერები კვლევას რამდენიმე მიმართულები აწარმოებდნენ - სამყაროს წარმოშობა და მოწყობა, ევოლუცია, სიკეთე და ბოროტება, რელიგიური დოგმატები და სხვა.

მათ  დაიწყეს გამოთვლა, თუ რამდენია ალბათობა იმისა, რომ: სამყარო სწორედ ღმერთმა შექმა; დედამიწაზე ევოლუცია ღმერთის ჩარევით განხორციელდა; სიკეთე ღმერთის გარეშე არ არსებობს და ასე სხვა.

ყველა დასმულ საკითხზე მათემატიკურად გამოთვლილი ალბათობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა.





მიხალ ჰელერი არის 30 წიგნის და 400 სტატიის ავტორი ⇒



Михал Хеллер (род. 12 марта 1936ТарнувПольша) — польский священник, физик и космолог.
Автор около 30 книг и 400 статей, посвященных теории относительности, квантовой механике, космологии, философии и истории науки, геометрическим методам в релятивистской физике. Один из вопросов, которыми занимался Хеллер, звучит так: «Нужна ли Вселенной причина?».







Биография
Отец Михала Хеллера, Казимеж Хеллер, вынужден был вместе с семьей бежать от немецкой оккупации Польши. На короткое время они поселились во Львове, но уже в 1940 году были высланы в Якутскую область в трудовой лагерь. После освобождения из лагеря жили в городе Алдан. Позднее, в 1944 году, в результате высылки российских немцевиз Поволжья, семья Хеллеров оказалась в колхозе Урбах под Саратовом. Именно там Михал Хеллер закончил второй и третий класс начальной школы. Семья смогла возвратиться в Польшу лишь в 1946 году.
В 1959 году — окончил семинарию. В 1965 году — в Католическом университете в Люблине стал магистром философии, защитив диссертацию о философских аспектах теории относительности. В 1966 году за диссертацию по релятивистской космологии получил степень доктора философии. Работал в Институте астрофизики и геофизики в Католическом университете в Бельгии, в Институте астрофизики в Оксфордском университете, на отделении астрофизики в университете Лестера, в обсерватории Ватикана и других учреждениях.

Апрель 2000 года — участник «Суда над XX веком» в Кракове. Cтенограмма процесса «Суд над XX веком» в интернет-журнале «Русский журнал»





დამატებითი ინფორმაცია  

downloads
PDFs

Links













ღმერთის არსებობის 16 მტკიცებულება ⇒
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий