вторник, 12 марта 2013 г.

ძალაუფლება, როგორც სოციალური ფენომენი






"ძალაუფლება და გავლენა ძალაუფლება ახლოს დგას გავლენასთან. ძალაუფლება შეიძლება განვმარტოთ, როგორც ერთი ინდივიდის უნარი აკონტროლოს მეორე ინდივიდის შესაძლო მოქმედებანი, იმ გავლენის მეშვეობით, რომელსაც იგი ახდენს მეორე ინდივიდის გონებაზე. გავლენა შეიძლება მომდინარეობდეს სამი წყაროდან: ა) სარგებლობის მოლოდინისაგან; ბ) წაგების ან დამარცხების შიშისაგან და გ) ადამიანის ან ინსტიტუტებისადმი პატივისცემისა და სიყვარულისაგან.
იგი შეიძლება განხორციელდეს ბრძანებით, მუქარით, დაჯერებით, ინდივიდის ან ინსტიტუტის ხარიზმით, ან ყველა ამ ფაქტორთა ერთობლიობით "

ძალაუფლების რაობა. ძალაუფლება, როგორც სოციალური ფენომენი

სოციალურ ურთიერთობათა უასასრულო მრავლსახეობაში არსებობს ისეთი ურთიერთობა-
დამოკიდებულება ინდივიდებს, სოციალურ ჯგუფებს, ფენებსა და კლასებს შორის, რომელიც
ძირითადი და არსებითია და ამა თუ იმ ფორმით არსებობს ყველა დანარჩენ ურთიერთობებში.
უწინარეს ყოვლისა, ესენია: ,,სოციალური დამოკიდებულებისა და ძალაუფლების
ურთიერთობები” (152, გვ. 128). ძალაუფლება სოციალური თანაცხოვრების ერთ-ერთი
ფუნდამენტური საწყისია. იგი არსებობს ყველგან, სადაც არის ადამიანთა მყარი გაერთიანებები:
ოჯახი, შრომითი კოლექტივები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, სახელმწიფო და სხვა.
სოციალური მოქმედებისა და კავშირების სპეციფიკა განაპირობებს ინდივიდთა
ურთიერთორიენტაციასა და ურთიერთდამოკიდებულებას. ორ ადამიანს შორის სოციალური
ურთიერთობა უკვე გულისხმობს ორმხრივ ვალდებულებებს, ურთიერთორიენტაციასა და
ურთიერთდამოკიდებულებას მეორის მოტივებსა და მოქმედებებზე. სოციალური
ურთიერთქმედების კლასიკური გამოხატულებაა ძალაუფლებრივი დამოკიდებულება
ორგანიზებული სოციალური ჯგუფი თუ სოციალური პროცესი ვარჯიშია ძალაუფლებისმმართველთა და მართულთა შორის. ყოველი პოლიტიკური კამპანია, ნებისმიერი 
გამოყენებაში. სოციალური ძალაუფლება და ბრძოლა ძალაუფლების მოპოვებისათვის მრავალ
დრამას ბადებს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ მბრძანებელთა (მმართველთა) და მართულთა
(მორჩილთა) დიხოტომია ესაა ადამიანის უდიდესი დრამა იმ დროიდან მოყოლებული, რაც ის
არსებობს დედამიწაზე. ძალაუფლება ხშირად გვევლინება არა როგორც საშუალება, არამედ
როგორც თვითმიზანი (ნიცშე), ამიტომ იგი გონის ერთ-ერთი უდიდესი გულისთქმათაგანია, თუ
შეიძლება ითქვას ჟინია – მისწრაფება. ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე
სოციალური თუ ანთროპოლოგიური გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ძალაუფლების წყურვილი
– ადამიანის არანაკლები ვნებათაგანია, ვიდრე სიმდიდრის მოპოვების, გამდიდრების
წყურვილი. ძალაუფლება წარმოგვიდგება არა მხოლოდ როგორც სოციალურ სტრუქტურათა
საყოველთაო თვისება, არამედ ძნელად განსასაზღვრი და, შეიძლება ითქვას, გამოუცნობი სოციალური ფენომენი. იგი იმდენად არის იდუმალებით მოცული,რომ მ.დიუვერჟეს ათქმევინა
“პოლიტიკური მეცნიერების ეს ფუნდამენტური პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი
პრობლემათაგანია: მისი მთელი სისრულით გაშუქება ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურმა
მეცნიერებამ მიაღწია თავის მთავარ მიზანს – ძალაუფლების ბუნების შემეცნებას. მაგრამ აქამდე
ჯერ კიდევ ძალიან შორსაა” (65, გვ. 648). ამიტომ ძალაუფლების შესახებ გამოთქმულ
დებულებებს უფრო მეტად ზოგადი და ჰიპოთეტური ხასიათი აქვს.






წაკითხვა
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий