понедельник, 11 марта 2013 г.

ანაქარსისი



ანაქარსისი - ძვ.წ.აღ-ით 638-559 წლები.უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული.ერთ-ერთი წარმომადგენელი შვიდ ბერძენ ბრძენთაგან.იგი სკიფიის მეფის გნურის ვაჟი გახლდა,ხოლო მოგვიანებით სკიფიაში მისი ძმები სავლია და კადუიტა გამეფდნენ.საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდა ათენში,სადაც მეგობრობდა სოლონთან.იმოგზაურა მთელ საბერძნეთში.იყო ასევე სპარსეთის მეფის კრეზის სამეფო კარზეც,ზოგიერთი ცნობის თანახმად იგი კრეზის მრჩეველი სკიფიის საკითხებში.მის სახელსვე უკავშირდება სამაგიდო თამაშის - შაშის გამოგონება.სკიფიაში დაბრუნების შემდეგ,მან სკიფიაში ახალი,მანამდე მათვის უცხო რელიგიისა და წეს-ჩვეულებების გადმოცემა დაიწყო მოსახლეობისათვის.ამიტომ ურთიერთობა დაეძაბა საკუთარ ძმასთან სავლიესთან,რომელიც მეფობდა იმ პერიოდში.სავლიემ ყველა სკიფიელს აუკრძალა მასთან ურთიერთობა და მიეღოთ იგი არა როგორც სკიფიელი,არამედ როგორც უცხოტომელი.საბოლოოდ,ჰეროდეს ცნობით,ანაქარსისი მოკლული იქნა,პირადად საკუთარი ძმის სავლიეს მიერ ძვ.წ.აღ-ით 559 წელს.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий