იაპონიაში უმაღლესი დონის განგაშში იყო გამოცხადებული სუპერტაიფუნ ნეოგურის მოახლოებამდე, რომელმაც 8 ივლისს გასაოცარი სიძლერით გადაუარა არქიპელაგს. დაზარალდა ტერიტორიის 90 % , განსაკუთრებით კი კინძულები ოკინავა და მიიაკო ქვეყნის სამხრეთით, სადაც ციკლონმა დააზარალა არაერთი ადამიანი და აიძულა ხელისუფლება, მოეხდინათ ნახევარი მილიონი ადამიანის ევაკუაცია.
ფაბრის შოვენი, საფრანგეთის მეტეოროლოგიური კვლევისა და ციკლონების კვლევის ეროვნული ცენტრის სპეციალისტი განმარტავს, რომ ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ზრდა გაგრძელდება და მომავალში ტაიფუნების სიმრავლე მაქსიმალურ ინტენსივობას მიაღწევს.
როგორ ხდება ციკლონების ფორმირება?
ფაბრის შოვენი: ციკლონები, რომლებსაც წყნარი ოკეანე ტაიფუნებად, ხოლო ატლანტიკის ოკეანე - ურაგანებად აქცევს, არის ტურბულარული ცირკულაციის დარღვევები (Coriolis-ის ძალის ეფექტის ქვეშ), რომელიც ტროპიკული რეგიონების ოკეანეებში იღებს ფორმას, როდესაც მრავალი პირობა ერთად იყრის თავს.
ციკლონების მოტორი, ის, რაც მათ საშუალებას აძლევს, მართოს საკუთარი ენერგია, არის ზღვის ზედაპირის ტემპერატურა, რომელიც უნდა იყოს მაღალი, ანუ 26 °C-ზე მეტი მინიმუმ 50 მეტრის სიღრმეზე. მაგრამ ეს რიცხვი, 26 °C, არ არის ფიზიკის კანონი. მნიშვნელოვანია სხვაობა ზღვის ზედაპირისა და ტროპოსფეროს მწვერვალის (15 კმ სიმაღლე) ტემპერატურებს შორის, რომელიც 60 - 70 °C არის ხოლმე. ტაიფუნ ნეოგურის შემთხვევაში ტემპერატურების ანომალიის რუქა გვიჩვენებს ძალიან ცხელ წყლებს იაპონიის გარშემო:
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ატმოსფერო უნდა იყოს არასტაბილური, რათა გამოიწვიოს კონვექციის ფენომენი: აღმავალი ჰაერის ნაკადი ადგილს უბრუნდება, ასწევს ატმოსფეროს დაბალი ფენის ნაწილაკებს, რათა ისინი დიდ სიმაღლეზე გაავრცელოს. ეს ნაწილაკები კონდენსირდება და იწვევს წვიმას. ნოტიო ატმოსფერო , სხვათაშორის, იწვევს ციკლოგენეზს იმ ფორმით, რომ ის ხელს უშლის სიმშრალის ყველა ფენომენს, რომელიც შეძლებდა ციკლონის გავრცელების თავიდან აცილებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий