ასაკში კიდევ უფრო დავაფასე 40 წელს გადაცილებული ქალები... ქალბატონებო, მე თქვენ ბოდიშს გიხდით! - ენდი რუნი.
მართლაც ბევრი მიზეზია, რომ 40 წელს გადაცილებული ქალით იყო აღფრთოვანებული, რაც სამწუხაროდ მამაკაცებზე არ ითქმის. სამწუხაროა, რომ 40 წელს გადაცილებულ ყოველ მოვლილ, ჭკვიან და მომხიბვლელ ქალზე მელოტი, ღიპიანი, უჟმური ნეარდელტალელი მოდის, რომელიც 20 წლის ოფიციანტის გვერდით ნამდვილი იდიოტივით გამოიყურება.
1. 40-ს გადაცილებული ქალი არასოდეს გაგაღვიძებთ შუაღამით, შეკითხვით: "რაზე ფიქრობ?" და არც არასდროს გეჩხუბებათ თქვენი ფიქრების გამო.
2. თუ 40 წელს გადაცილებულ ქალს შენთან ერთად არ სურს ფეხბურთის ყურება, არ დაგიჯდებათ ტელევიზორის წინ და ამ მიზეზით სმით არ გაერთობა. უბრალოდ, წავა და გააკეთებს იმას, რაც მისთვის იმ მომენტში უფრო საინტერესოა.
3. 40 წელს გადაცილებული ქალი კარგად იცნობს საკუთარ თავს და ზუსტად იცის, ვისგან რა უნდა. ამ ასაკის არცთუ ისე ბევრი ქალი ინტერესდება იმით, თუ რა აზრის ხართ მასზე და მის საქმიანობაზე.
4. 40 გადაცილებულ ქალებს საკუთარი ღირსების მაღალი გრძნობა აქვთ. ამიტომ არასოდეს მოგიწყობენ ისტერიკას ოპერაში ან კარგ რესტორანში. თუ შენ ამას იმსახურებ, რა თქმა უნდა, ის შენ მშვიდად მოგკლავს თუ იცის, რომ მას ეს შერჩება.
5. 40 გადაცილებული ქალები ხშირად გაქებენ, ზოგჯერ დაუმსახურებლადაც. მათ იციან რას ნიშნავს უმადურობა
6. 40 გადაცილებულ ქალს არ ეშინია, რომ თავისი დაქალი გაგაცნოს. უფრო ახალგაზრდა ხანდახან საუკეთესო მეგობრებსაც გაურბის, რადგან პარტნიორის ღალატის ეშინია. ქალისთვის ასაკში სულერთია, მოგეწონება მისი დაქალი თუ არა. უკვე იცის, რომ მეგობარი აღარ უღალატებს.
7. 40 გადაცილებულ ქალს ორაკულის ინტუიცია აქვს. არაფერში გამოტყდომა არ დაგჭირდება, თვითონაც მიხვდება ყველაფერს.
8. 40 წელს გადაცილებულ ქალს ძალიან უხდება წითელი პომადა, რასაც ახალგაზრდა გოგონებზე ვერ ვიტყვით.
9. თუ აქა-იქ გაჩენილი თითოოროლა ნაოჭის იგნორირებას მოახდენ, მიხვდები, რომ 40-ს გადაცილებული ქალი ახალგაზრდებზე სექსუალურია.
10. 40 წელს გადაცილებული ქალები გულახდილნი არიან. პირში მოგახლიან - არაკაცი ხარო, თუ მართლაც არაკაცივით იქცევი. შენ არასდროს მოგიწევს იმარჩიელო, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ.
ქალებო, მე თქვენ ბოდიშს გიხდით!
ყველა მამაკაცისთვის, რომელსაც უყვარს გამოთქმა "რატომ ვიყიდო ძროხა, როცა რძეს უფასოდ მაძლევენ", მე ახალი ამბავი მაქვს. 40 წელს გადაცილებული ქალების 80% ქორწინებას გაურბის. გაინტერესებთ რატომ? ანალოგიურად, მათაც ესმით, რომ არ ღირს ერთი ძეხვის გამო მთლიანი ღორის ყიდვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий