пятница, 27 декабря 2013 г.

ამერიკის არქეოლოგიური ცენტრი: აღმოჩენილია ქართველი დედოფლის ხელის ნაწილი / Georgian Martyr Queen's Remains Found in Goa



დავით ქორიძე: დადასტურდა, რომ აღმოჩენილი ძვლის ნაწილი ქეთევან დედოფლისაა!


გოაში, ქეთევან დედოფლის მარჯვენა ხელის ნაწილის შესასწავლად წასული ექსპედიციის წევრი დავით ქორიძე  ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის აღმოჩენის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მიტოქონდრიული კვლევების თანახმად დადასტურდა, რომ აღმოჩენილი მარჯვენა ხელის ნაწილი ქეთევან დედოფალს ეკუთვნის.

„ეს იყო გრძელი არქეოლოგიური კვლევის პერიოდი. თუ  გადახედავთ მიტოქონდრიული ანალიზის კვლევას, რომელმაც სკეპტიკოსებსაც კი განუქარვა ყოველგვარი ეჭვი, რომ ეს ნამდვილად არის წმინდა ქეთევანის მარჯვენა ხელის ნაწილი, აღმოაჩენთ, რომ წმინდა ნაწილი ნამდვილად ქეთევან დედოფლისაა. კვლევა მიდიოდა  ყველა მოპოვებული ძვლის ფრაგმენტზე. აღებული იყო ე.წ. ნერწყვის ანალიზი 50 ქართველი მოქალაქისგან.  ასეთი ანალიზი გაკეთდა ქართველ მოსახლებაზე და გაკეთდა დიდი რაოდენობით ინდოელ მოსახლეობაზე, ამის შემდეგ კი ცალსახად გამოჩნდა, რომ აღმოჩენილი სიწმინდე ქეთევან დედოფალს ეკუთვნის", -  განაცხადა  „რეპორტიორის" პრესკლუბშიდავით ქორიძემ.

http://reportiori.ge




Georgian Martyr Queen's Remains Found in Goa
HYDERABAD, INDIA—An arm bone retreived from the pieces of a stone sarcophogus found in the ruins of a church in Goa on the west coast of Indialikely belonged to Ketevan, the 17th century queen of the Kingdom of Kakheti in eastern Georgia. Literary sources say that when Kakheti was conquered by the Persians in 1613, Ketevan was taken prisoner. After refusing to join the Persian emperor's harem, she was tortured and killed 11 years later, and a portion of her body was said to have been taken to St. Augustine's Chuch in Goa and kept on a window. Since the mid-1800s, the church has fallen into ruin, but Georgian and Indian archaeologists managed to recover an arm bone from what was left of the stone box. Analysis of mitochondrial DNA from the bone suggests its much more likely to have come from a Georgian than an Indian, providing a tantalizing clue that it could be Ketevan's.

წყარო :  http://www.archaeology.org
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий