суббота, 14 сентября 2013 г.

“სქოლარქოსი”


“სქოლარქოსი” - ბერძნულად აღნიშნავს “სკოლის ხელმძღვანელს”.
აღნიშნული ტერმინი გამოიყენებოდა ძველ საბერძნეთში (ათენში),ფილოსოფიური სკოლების ხელმძღვანელების მისამართით,მაგალითად ისეთი ცნობილი სკოლის მიმართ,როგორიც გახლდათ “პლატონის აკადემია” (დაარსებული დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 388 წელს),რომლის პირველი “სქოლარქოსი” თავად პლატონი გახლდათ.აღნიშნული აკადემიის ხელმძღვანელი პლატონი დაახლოებით ორმოცი წლის მანძილზე გახლდათ.  მოგვიანებით “პლატონის აკადემიის” – “სქოლარქოსად”,თავად აირჩია მისი იდეების მიმდევარი და მოსწავლე – სპევსიპე (ძვ.წ.აღ-ით 409-339 წლები).”სქოლარქოსს” იმ პერიოდის სხვადასხვა სასწავლებლების,ლიცეუმების,აკადემიებისა და სკოლების წევრები თავად ირჩევდნენ.იმ ოთხი ცნობილი ელინისტური პერიოდის ძველბერძნული სასწავლებლების (აკადემიებისა და სკოლების) – “სქოლარქოსები”, სხვადასხვა ეტაპებზე გახლდნენ ისეთი დიდი მეცნიერები და ფილოსოფოსები,როგორებიც იყვნენ: ქსენოკრატე,კარნეადე,პოლემონე,კრატეტ ათენელი,არისტოტელე,თეოფრასტე,ანტიპატრე,ეპიკურე და სხვა დიდი მეცნიერები. 
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий