მეცნიერებმა ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლიდან (EPFL) ნანო-სადენების მეშვეობით შეძლეს მზის პანელის მიერ სინათლის შთანთქმის 12-ჯერ გაზრდა. თუ მოხერხდა ახალი ტექნოლოგიის მასობრივი წარმოება, ბაზარზე გაჩნდება ზემსუბუქი მაღალი ეფექტურობის მზის პანელი, რაც მრავალი თანამედროვე პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას შექმნის.
EPFL მეცნიერთა მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის პოტენციალი მართლაც ძალიან მაღალია: ესაა საუკეთესო თანამედროვე ანალოგებზე გაცილებით უფრო ეფექტური მზის პანელი. ამასთანავე, ამ პანელის დასამზადებლად 10 000-ჯერ ნაკლები ძვირად ღირებული ნედლეულია საჭირო.
მზის პანელის მაღალი ეფექტურობა მიღწეულია უწვრილესი ძაფების, ნანო-სადენების, მეშვეობით. EPFL მეცნიერებმა შექმნეს მზის პანელის უჯრედი, რომელიც დაფარულია ვერტიკალური ნანო-სადენების „ტყით". თითოეული სადენის დიამეტრი ადამიანის თმის დიამეტრზე 1000-ჯერ ნაკლებია (ანუ ვირუსის ზომის თანაზომადია).
ჰალიუმ არსენიდისაგან დამზადებული ნანო-სადენი თავისებური „ძაბრის" როლს ასრულებს, რომელიც უკეთ ახერხებს არა მარტო სინათლის კონცენტრირებას, არამედ იძლევა ძვირად ღირებული ნედლეულის ეკონომიის საშუალებასაც, ვინაიდან ნანო-სადენების „ტყის" დასამზადებლად ნაკლები ჰალიუმ არსენიდი არის საჭირო, ვიდრე ფირფიტისა.
ახალი მზის პანელის უჯრედის პროტოტიპის ეფექტურობა უკვე 10%-ით აღემატება გლუვი მასალისაგან დამზადებული პანელის თეორიულად შესაძლებელ მაჩვენებელს. ამასთანავე, ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მოხერხდება ახალი ტიპის მზის პანელის ეფექტურობის გაზრდა 33%-მდე, რაც 10%-ით მეტია საუკეთესო თანამედროვე კომერციული ანალოგის მაჩვენებელზე. გარდა ამისა, ნანო-სადენების „ტყე" იძლევა ძვირად ღირებული ჰალიუმ არსენიდის გამოყენების შემცირების საშუალებას; ფულად გამოსახულებაში ეს იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარი ამჟამინდელი 100 აშშ დოლარის ნაცვლად. ამასთანავე, ახალი პანელი ძალიან მსუბუქი და მოქნილი იქნება, ამიტომ შესაძლებელი გახდება მათი გამოყენება ყველგან: მობილური მოწყობილობიდან დაწყებული და კოსმოსური ხომალდით დამთავრებული.

Комментариев нет:
Отправить комментарий