გაიხსენეთ თქვენი პირველი სამუშაო დღე ახალ სამუშაო ადგილას. უამრავი კითხვა ჩნდება. საიდან უნდა დაიწყო? ვის რა საქმის გაკეთება ევალება? როგორ გავხდე ეფექტური და სასარგებლო? ცხადია, უნდა გავიდეს გარკვეული დრო იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად ნათელი გახდეს, თუ რა სჭირდება ხელმძღვანელს სტრატეგიულად და რა არის გასაკეთებელი ამ კონკრეტულ მომენტში. ამასთანავე, ყოველ წუთს გადასაწყვეტია ის, თუ როგორ უნდა მოიქცე: აქტიურად ჩაერთო პროცესში თუ პასიურად აკონტროლო ის. მთავარია, მიაღწიო საჭირო შედეგს!
ამიტომ პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ ან არ გააკეთოთ, ძალიან მარტივია: აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელისათვის კომფორტის უზრუნველყოფა. ცხადია, რომ ლაპარაკია არა ფიზიკურ კომფორტზე, არამედ კომფორტზე ამ სიტყვის ფართო გაგებით – ნებისმიერი ღონისძიების სრულფასოვანი მომზადება, ამ ღონისძიების ჩასატარებლად ყველა საჭირო მასალის მომზადება, მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტის გათვლა.
პირველი პრინციპი: ხელმძღვანელი კომფორტულად გრძნობს თავს, თუ კომფორტულად გრძნობთ თავს თქვენ
თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, იმოქმედეთ!
მეორე პრინციპი: იყავით „ონლაინ" რეჟიმში დღე-ღამეში 24 საათი
რა თქმა უნდა, 24 საათი მუშაობა საჭირო არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამისათვის მორალურად მზად იყოთ.
არ გამორთოთ მობილური ტელეფონი. თუ ვერ ახერხებთ პასუხს, ჩართეთ ავტომოპასუხე. ავტომოპასუხეზე ჩაწერილ უნდა იქნეს ყველა ის ნომრები, სადაც შეიძლება ზარის გადამისამართება, აგრეთვე ელექტრონული ფოსტის მისამართი.
სახლში უნდა გქონდეთ სრულად აღჭურვილი „ოფისი": კომპიუტერი, ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი, პრინტერი, ქსეროქსი, სკანერი, ყველა აქტუალური და ნაკლებად აქტუალური კონტაქტი, გრაფიკი. სწორედ ყოველივე ეს იძლევა სადღეღამისო „ჩართულობის" პრინციპის რეალიზების საშუალებას. ასეთ შემთხვევაში საჭიროებისამებრ შეძლებთ სახლში, ანუ კომფორტულ პირობებში, მუშაობას და, შესაბამისად, სამუშაო დღის ნაწილობრივ მაინც განტვირთვას. მით უფრო, რომ დღეს ყველა საჭირო ფუნქციას ასრულებს პატარა ნოუთბუქი მობილური ინტერნეტით, რომლის გამოყენება შეიძლება ტრანსპორტშიც კი. რაც შეეხება კონტაქტებს – ხელმძღვანელს ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასჭირდეს ვინმესთან დაკავშირება. არასამუშაო საათებში ხელმძღვანელი თავის თანაშემწეს ყველაზე ხშირად სწორედ ამისათვის მიმართავს.
ეს პრინციპი სულაც არ გულისხმობს მუშაობას ძილისა და დასვენების გარეშე. არ გადაიქცეთ მანქანად: თქვენ გაქვთ პირადი ცხოვრება და აუცილებელია ჰარმონიის მიღწევა პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის – მაშინაც კი, როცა ეს უკანასკნელი ამის საშუალებას მაინცდამაინც არ იძლევა.
ამრიგად:
1. მობილური ტელეფონი ყოველთვის ჩართულია.
2. ჩართულია ავტომოპასუხე.
3. სახლში აღჭურვილია „ოფისი".
4. დროულად ამოწმებთ ელექტრონულ ფოსტას და სწრაფად რეაგირებთ.
5. ყოველთვის გაქვთ თან კონტაქტების ბაზა.
მესამე პრინციპი: „ყველაფერი ჩართულია"
როგორც წესი, სამსახურში მიღებისას გაფრთხილებენ, რომ სამუშაო დღე ნორმირებული არ იქნება და შეიძლება საჭირო გახდეს მუშაობა უქმე დღეებში თუ ღამის საათებში. კარგია, თუ მომავალ ხელმძღვანელს შეუთანხმდებით, რომ თქვენი თვიური ანაზღაურება სამუშაოს ინტენსივობაზე დამოკიდებული არ იქნება. სამსახურის დაკარგვის თუ არ გეშინიათ, წამოდით ოფისიდან ოფიციალური სამუშაო დღის დასრულებისამებრ, არ უპასუხოთ მობილური ტელეფონის ზარებს, მით უფრო დასვენების დღეებში.
ამრიგად:
1. სამსახურში მიღებისას შეთანხმდით, რომ შრომის ანაზღაურება სამუშაოს ინტენსივობაზე დამოკიდებული არ იქნება.
2. როცა პირველი პუნქტი შესრულებულია, გაუფრთხილდით საკუთარ ნერვებს და ნუ აღრიცხავთ მუშაობის დროს; იმუშავეთ, იცხოვრეთ და შეეცადეთ ყოველივე ამისაგან სიამოვნება მიიღოთ.
3. როცა სამუშაო ცოტაა, აღიქვით ეს, როგორც დასვენების საშუალება ან ბონუსი მცირე შვებულების სახით. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სწორედ ასე აღიქვამს ამას თქვენი ხელმძღვანელი.
4. ყველა იმ შემთხვევაში, როცა გასაკეთებელია არჩევანი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, აირჩიეთ სამუშაო, თუ სამსახურის შენარჩუნება გსურთ.

მეოთხე პრინციპი: მყისიერი რეაგირება
ხელისუფლების ორგანოებსა და მსხვილ კომპანიებში დაწესებულია დოკუმენტების განხილვის ვადა. ეს ნიშნავს, რომ იქ 29 დღე ქაღალდი მაგიდაზე დევს; შემსრულებელი მას მხოლოდ 30-ე დღეს წაიკითხავს (საუკეთესო შემთხვევაში!). შემდეგ იწერება პასუხის პროექტი, რომლის შეთანხმების პროცესმა შეიძლება კიდევ ერთ თვეს გასტანოს.
თქვენ შემთხვევაში ასეთი რამ გამორიცხულია. ხელმძღვანელს სჭირდება თანაშემწე, რომელსაც ძალუძს მყისიერი რეაგირება. უნდა მოიქცევით ისე, რომ ხელმძღვანელს ამ მოუწიოს ხელმეორედ კითხვა, შეასრულეთ თუ არა მისი დავალება. დაასწარით და დროულად მოახსენეთ შედეგების შესახებ. ზოგჯერ ხდება ისე, რომ გარკვეული დავალების შესრულება შეიძლება მაშინვე, მაგრამ გადადეთ, ჩათვალეთ, რომ ამის გაკეთებას მერეც მოასწრებთ; მაგრამ გამოირთო შუქი ან ინტერნეტი, ამიტომ ვეღარ მოასწარით.
ამრიგად:
1. შეასრულეთ დავალება მისი მიღებისთანავე, არ გადადოთ ბოლო მომენტისათვის.
2. გახსოვდეთ, რომ ხელმძღვანელის თანაშემწე ხართ თქვენ და არა პირიქით. ამიტომ თავად დაგეგმეთ დავალებათა შესრულება მათი პრიორიტეტულობისა და შესრულების ვადის გათვალისწინებით და დროულად მოახსენეთ ხელმძღვანელს დავალების შესრულების შესახებ.
მეხუთე პრინციპი: ნუ იქნებით გულგრილი
დავუშვათ, მიიღეთ გარვეული დავალება, დაიწყეთ მისი შესრულება, მაგრამ გადააწყდით გარკვეულ წინაამდეგობას, ამიტომ დავალების შესრულება გადადეთ, მაგრამ ამის შესახებ უფროსს არ აცნობეთ.
მაგალითად, ხელმძღვანელმა დაგავალოთ მისთვის შენგენის ვიზის გაკეთება. საელჩოსათვის საბუთების მომზადებისას აღმოჩნდა, რომ სამსახურის ცნობაში დაბალი ხელფასია მითითებული. მიმართეთ ბუღალტერიას, მაგრამ ბუღალტერმა უარი განაცხადა უფრო დიდი თანხის მითითებაზე. ამის შემდეგ შეიტანეთ საბუთები საელჩოში ისე, რომ არსებული პრობლემის შესახებ ხელმძღვანელს არ აცნობეთ. შედეგად მას ვიზაზე უარი უთხრეს. ცხადია, რომ ამგვარი საქციელი ხელმძღვანელის სამათლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს.
ამიტომ, თუ ვერ ახერხებთ პრობლემის საკუთარი ძალებით მოგვარებას, მოძებნეთ ისეთი პირი, ვინც დავეხმარებათ. მაგალითად, აიღეთ ცნობა ბანკიდან თქვენი ხელმძღვანელის ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ და პრობლემა მოგვარდება! არ დაგავიწყდეთ, რომ მდივნის თუ თანაშემწის თანამდებობა, ყველაფერთან ერთად, თქვენი კარიერის პირველი საფეხურია.
კარგი თანაშემწის მთავარი ღირსებაა შემოქმედებითად აზროვნების უნარი. მაგალითად, გჭირდებათ თვითმფრინავის ბილეთები. მათი შეკვეთა შეიძლება ტელეფონით. მაგრამ შესაძლებელია ამ საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომაც – სხვადასხვა ვარიანტების მოძიება და შეთავაზება. გარკვევა იმისა, თუ როგორი ტარიფები არსებობს, როგორ შეიძლება დაიგეგმოს მარშრუტი ისე, რომ მკვეთრად შემცირდეს ბილეთის ფასი, რა ვადაში უნდა შეიძინო ბილეთი იმისათვის, რომ ფასმა არ მოიმატოს, ჯავშანი არ გაუქმდეს.
ამრიგად:
1. თუ გადააწყდით ისეთ პრობლემას, რომლის გამოც ვერაფრით ახერხებთ დავალების შესრულებას, აცნობეთ ამის შესახებ ხელმძღვანელს. მაგრამ მანამდე მოსინჯეთ ყველა შესაძლო გზა.
2. შეეცადეთ გადაწყვიტოთ ამოცანა სხვადასხვა ხერხით. დროთა განმავლობაში უნდა მიაღწიოთ იმას, რომ ხელმძღვანელი დარწმუნდეს: რაკი მას მიმართეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიერ დამოუკიდებლად საკითხის გადაწყვეტის ყველა გზა ამოწურულია.
3. ისწავლეთ არასტანდარტული ნაბიჯების გადადგმა.

მეექვსე პრინციპი: იყავით პროფესიონალი
არ დაინანოთ ცოტაოდენი დრო და ძალისხმევა იმისათვის, რომ მზად იყოთ ნებისმიერი სიტუაციისათვის. მაგალითად, ხელმძღვანელი მივლინებაშია წასას-ვლელი, თითქოსდა ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ მაინც კარგი იქნება, თუ გაარკვევთ, კიდევ რომელი ავიაკომპანიის თვითმფრინავი მიემგზავრე საჭირო ქალაქში. ხომ არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მიზეზის გამო თქვენმა ხელმძღვანელმა რეისზე დააგვიანეს. მივლინების გადადება შეუძლებელია. ამიტომ თუ თქვენ წინასწარ ინტერნეტით გაეცნობით ფრენის განრიგს, გეცოდინებათ, რომ სხვა გზაც არსებობს – ვთქვათ, რამდენიმე საათში იქ სხვა თვითმფრინავი მიფრინავს.
ამრიგად:
1. დახარჯეთ ერთი ზედმეტი წუთი და გადაარჩინეთ პროექტი!
მეშვიდე პრინციპი: მთავარია შედეგი და არა პროცესი
წინა მაგალითს თუ გავაგრძელებთ, თქვენთვის შედეგი არის ხელმძღვანელის დროული გამგზავრება. როგორ შემუშავდა ვიზიტის პროგრამა, ვინ გაითვალა არასწორად აეროპორტამდე მისასვლელად საჭირო დრო – თქვენ თუ თავად ხელმძღვანელმა, ამის გარკვევას არავინ დაიწყებს. მთავარია, რომ შედეგი მიღწეული არ იყო.
ისწავლეთ პასუხისმგებლობის აღება. ნუ დატვირთავთ ხელმძღვანელს უმნიშვნელო და არაფრის მთქმელი დეტალებით. არა აქვს მნიშვნელობა, რატომ ვერ მიაღწიეთ საჭირო შედეგს – მთავარია შედეგი, ის კი არ დადგა. გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობა ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისებაა. სამომავლოდ თქვენც ხომ ლიდერობა გსურთ!
მერვე პრინციპი: ავტონომიურობა
მუშაობის პროცესის სპეციფიკის, ხელმძღვანელის მოთხოვნების, ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმების გაცნობიერების კვალობაზე სულ უფრო დამოუკიდებელი ხდებით. თავად იცით საკუთარი მოვალეობები, თავად ავალებთ საკუთარ თავს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. ვთქვათ, თუ თქვენი ხელმძღვანელი ყოველწლიურად წარადგენს თავისი შემოსავლის დეკლარაციას, წლის დასაწყისში იწყებთ საჭირო ინფორმაციისა და საბუღალტრო ცნობების შეგროვებას, ამზადებთ და აბარებთ დეკლარაციას.
შესანიშნავია, თუ ისწავლით საკუთარი თავის დამოუკიდებლად და ობიექტურად შეფასებას. გააცნობიერებთ, თუ სად დააკელით ძალისხმევა, რა არ მიიყვანეთ ბოლომდე, რომელ თქვენ ქმედებას ზიანი მოჰყვა და რომელმა წარმატებას შეუწყო ხელი. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაცვა შიდა ბალანსისა: საკუთარი თავის თავად გაკითხვაც და შექებაც.
არ დაინანოთ ცოტაოდენი დრო და ძალისხმევა იმისათვის, რომ მზად იყოთ ნებისმიერი სიტუაციისათვის. მაგალითად, ხელმძღვანელი მივლინებაშია წასას-ვლელი, თითქოსდა ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ მაინც კარგი იქნება, თუ გაარკვევთ, კიდევ რომელი ავიაკომპანიის თვითმფრინავი მიემგზავრე საჭირო ქალაქში. ხომ არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მიზეზის გამო თქვენმა ხელმძღვანელმა რეისზე დააგვიანეს. მივლინების გადადება შეუძლებელია. ამიტომ თუ თქვენ წინასწარ ინტერნეტით გაეცნობით ფრენის განრიგს, გეცოდინებათ, რომ სხვა გზაც არსებობს – ვთქვათ, რამდენიმე საათში იქ სხვა თვითმფრინავი მიფრინავს.
ამრიგად:
1. დახარჯეთ ერთი ზედმეტი წუთი და გადაარჩინეთ პროექტი!
მეშვიდე პრინციპი: მთავარია შედეგი და არა პროცესი
წინა მაგალითს თუ გავაგრძელებთ, თქვენთვის შედეგი არის ხელმძღვანელის დროული გამგზავრება. როგორ შემუშავდა ვიზიტის პროგრამა, ვინ გაითვალა არასწორად აეროპორტამდე მისასვლელად საჭირო დრო – თქვენ თუ თავად ხელმძღვანელმა, ამის გარკვევას არავინ დაიწყებს. მთავარია, რომ შედეგი მიღწეული არ იყო.
ისწავლეთ პასუხისმგებლობის აღება. ნუ დატვირთავთ ხელმძღვანელს უმნიშვნელო და არაფრის მთქმელი დეტალებით. არა აქვს მნიშვნელობა, რატომ ვერ მიაღწიეთ საჭირო შედეგს – მთავარია შედეგი, ის კი არ დადგა. გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობა ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისებაა. სამომავლოდ თქვენც ხომ ლიდერობა გსურთ!
მერვე პრინციპი: ავტონომიურობა
მუშაობის პროცესის სპეციფიკის, ხელმძღვანელის მოთხოვნების, ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმების გაცნობიერების კვალობაზე სულ უფრო დამოუკიდებელი ხდებით. თავად იცით საკუთარი მოვალეობები, თავად ავალებთ საკუთარ თავს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. ვთქვათ, თუ თქვენი ხელმძღვანელი ყოველწლიურად წარადგენს თავისი შემოსავლის დეკლარაციას, წლის დასაწყისში იწყებთ საჭირო ინფორმაციისა და საბუღალტრო ცნობების შეგროვებას, ამზადებთ და აბარებთ დეკლარაციას.
Комментариев нет:
Отправить комментарий