четверг, 29 августа 2013 г.

ლიდერობის 10 ნიშანი


„ადრე ლიდერობა წინა რიგებში ყოფნას ნიშნავდა: ყველაზე მაღალი თანამდებობის დაკავებას, ხმების ყველაზე დიდი რაოდენობის მოგროვებას თუ პირველ ადგილს გაყიდვის მოცულობის მიხედვით. დღეს უკვე ახალ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც ლიდერობის ცნებაც შეიცვალა", – ამტკიცებს ერიკ ჰელმანი (Eric Hellmann), კომპანია Falconbury აღმასრულებელი დირექტორი, პროგრამის – Fast-Track MBA– ხელმძღვანელი.
„ადრე ლიდერობა წინა რიგებში ყოფნას ნიშნავდა: ყველაზე მაღალი თანამდებობის დაკავებას, ხმების ყველაზე დიდი რაოდენობის შეგროვებას თუ პირველ ადგილს გაყიდვის მოცულობის მიხედვით. დღეს უკვე ახალ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც ლიდერობის ცნებაც შეიცვალა", – ამტკიცებს ერიკ ჰელმანი (Eric Hellmann), კომპანია Falconbury აღმასრულებელი დირექტორი, პროგრამის – Fast-Track MBA– ხელმძღვანელი. მისი აზრით, დღეს ლიდერობის ნიშნები შემდეგია:
1. ლიდერობა ადამიანებისაგან მოწყვეტით არ არსებობს. ლიდერობა მხოლოდ სისტემის, გაყიდვის მოცულობის, მოწყობილობისა და მაჩვენებლების მართვას არ გულისხმობს. ლიდერობა ადამიანებისაგან მოწყვეტით არ არსებობს. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ინსტრუმენტი და პროგრესის მიღწევის საშუალებაა. საჭიროა ორიენტირის შეცვლა და ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. მოვახერხე თუ არა საკუთარი თავის რეალიზება? გავხადე თუ არა ადამიანები უფრო ბედნიერი და ძლიერი? მოვახერხე თუ არა ჩემი წვლილის შეტანა ადამიანის კეთილდღეობის ამაღლებაში? გარდა ამისა, გვჭირდება ახალი კრიტერიუმი წარმატების გასაზომად დასახული მიზნების მიღწევის კუთხით. ისეთი კრიტერიუმები, როგორიც იყო მოგება ან მთლიანი შიდა პროდუქტი, უკვე საკმარისი არ არის.
2. ლიდერობა საკუთარი თავის მართვას ნიშნავს. დაისახეთ მიზანი, მიაღწიეთ ამ მიზანს და გახდებით ლიდერი სხვა ადამიანთათვის. იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით. ნუ ეტოლებით სხვას. იცხოვრეთ საკუთარი გეგმის შესაბამისად.
3. ლიდერობა უცილობლად დაკავშირებულია შიდა მოტივაციასთან. ბევრი ჩვენთაგანისათვის ლიდერი ასოცირდება მკაცრ ოფიცერთან, ხმამაღალი რომ ყვირის: „მოგიწევთ მიჩვევა! ვერ მიეჩვევით და გავარდებით!" ზუსტად ასე ექცევა თავის თანამშრომლებს ბევრი კომპანიის მფლობელი. ეს გასაგებია, ვინაიდან კომპანიის სტრუქტურა სამხედრო მოდელის საფუძველზე ყალიბდებოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანასა თუ მრეწველობის დარგში ის დღემდე მოქმედებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ლიდერობის ეს ფორმა სწრაფად მოძველდება და გაქრება. მასში ბრძანებლური მიდგომით ჩანაცვლებულია ისეთი მიდგომა, ადამიანის განვითარებას რომ უწყობს ხელს. ადრე თუ გვიან გარე კონტროლს ადამიანთა მხრიდან წინააღმდეგობა და დაპირისპირება მოჰყვება. როცა ეს ხდება, შრომის ნაყოფიერება მკვეთრად ეცემა.
4. ლიდერი სრულყოფისაკენ მიისწრაფის და ნაკლოვანებებს აღიარებს. ადამიანი სრულყოფილი ვერ იქნება. ყველა ადამიანს თავისი მიზნების მიღწევა და ოცნებების ხორცშესხმა სურს. მაგრამ ეს ყოველთვის როდი ხერხდება. ფიასკოს განვიცდით. ასეთ მომენტში ლიდერობა ნიშნავს იმ ფაქტის მიღებას, რომ ადამიანი ხარ.
ასი ბაზრის ლიდერი-კომპანიის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თითოეულმა მეწარმემ წარმატების მიღწევამდე სულ მცირე შვიდჯერ წარუმატებლობა განიცადა. დამარცხება დასაძრახი სულაც არ არის – თუ კვლავ ფეხზე დადგები.
5. ლიდერობა ცვლილებებს უკავშირდება. სამყორო, რომელშიც ვცხოვრობთ, უამრავი გამოწვევის წინაშე გვაყენებს: ფინანსური გამოწვევა; ემოციური გამოწვევა; ფიზიკური გამოწვევა. ბევრ მათგანს ტკივილი, ტანჯვა და იმედგაცრუება მოაქვს. შეიძლება ბედს დაემდურო, უიღბლო ადამიანად მიიჩნიო თავი და ცხოვრების დინებას პასიურად გაჰყვე. მაგრამ არსებობს მეორე გზაც: თავად შეიცვალო.
ნაკლი და მავნე ჩვევები ყველას გვაქვს. ეს შეცდომა არ არის. შეცდომაა არ შეეცადო ამის შეცვლა. ლიდერობა პოზიტიური ცვლილების გარეშე წარმოუდგენელია:
• გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას. ასე გსურდათ ცხოვრება? ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი ბედით? მიაღწიეთ თუ არა იმას, რისკენაც მიისწრაფოდით? როგორ ადამიანთა წრეში ხართ?
• ხართ თუ არა მზად საკუთარ ცხოვრებაში რაიმე სიახლის შეტანისათვის?
დაფიქრდით იმაზე, როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრების იმ ასპექტების შეცვლა, რომელსაც სასურველი შედეგი არ მოჰყვება. ხართ თუ არა მზად იმისათვის, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაიმე სიახლე შეიტანოთ?
6. ლიდერი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია. თუ ცვლილების მიღწევა გვსურს, უნდა გვჯეროდეს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. მაგრამ დღეს არასტაბილურ დროში ვცხოვრობთ და ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ჩვენ ყველას გულდაჯერებულობა გვაკლია. ბევრს თავკაცობის, საკუთარი აზრებისა და იდეების ღაად გამოთქმას ერიდება. ამიტომ საჭიროა გულდაჯერებულობის განმტკიცება.
7. ლიდერს ენერგიის უშრეტი მარაგი გააჩნია. ლიდერთა უმრავლესობას ენერგიის უშრეტი მარაგი აქვს. ამ ენერგიის წყაროა აზრები და გრძნობები. თუ გჯერა, რომ დადებითი ცვლილებები და უკეთესი მომავალი გარდაუვალია, ენერგიაც ბევრი გაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ბრუნდებით შინ მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ. ძალიან დაღლილი ხართ – იმდენად, რომ ჭამის თავის კი არ გაქვთ. ამ დროს გირეკავთ დიდი ხნის უნახავი ახლო მეგობარი. რა მოხდება? – დიახ, ეს ზარი მყისიერად „გამოგაცოცხლებთ". საიდან გაჩნდა ენერგია?
გახსოვდეთ, რომ ენერგიულობა გადამდებია. უფროსის ურთიერთობის სტილი თანამშრომლებთან განსაზღვრავს ამ უკანასკნელთა ურთიერთობის სტილს კოლეგებთან, კლიენტებთან. სწორედ ასე ყალიბდება კომპანიის სულისკვეთება – ან პოზიტიური, ანდა ნეგატიური. იგივე ითქმის ნებისმიერ ურთიერთობაზე: მშობლები – შვილები, ლექტორი – სტუდენტი, ხალხი – პოლიტიკოსები (დაფიქრდით ამაზე).
8. ლიდერი დადებით გამოცდილებას ქმნის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა თვითპატივისცემა; გვსურს ვაკონტროლოთ საკუთარი ცხოვრება, ვიყოთ საკუთარი თავის ბატონ-რატრონი, ვიგრძნოთ თავი ძლიერად და მომავლის იმედი გვქონდეს. გახსოვთ ის განცდა, რომელიც დაგეუფლად, კარგი სამსახური რომ იშოვეთ? ეს იყო ბედნიერების, რაღაც კარგის მოლოდინის განცდა – ძალიან სასიამოვნო, თუმცა ხანმოკლე.
შეიძლება სისულელედაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ გაცდის მობრუნება შესაძლებელია. შეცვალეთ რამე: სამსახურში; ოჯახში; მეგობრებთან ურთიერთო-ბაში. ეს ცვლილება სასიხარულო, სპონტანური უნდა იყოს. გააკეთეთ ის, რაც გიბიძგებთ უფრო მეტის გაკეთებისაკენ. საბოლოო ჯამში თქვენი ასარჩევია: სისხლსავსე ცხოვრება თუ მოწყენილი, პასიურობა, უიმედობა ყოფა.
9. ლიდერობა შედეგების შექმნას ნიშნავს. ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, თუ რისი გაკეთება სურთ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სურთ დეფიციტის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება. ბიზნესმენები ლაპარაკობენ მოგების გაზრდაზე. ბევრი ადამიანი ლატარეიაში მოგებას ლამობს...
მომავლის ხედვას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჭეშმარიტ ლიდერს ამ ხედვის პრაქტიკულ შედეგებად გადაქცევა ძალუძს: ვალების დაფარვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და თანამშრომელთა ცხოვრების გაუმჯობესება, ახალი ბიზნესის გახსნა და ა.შ. მაგრამ ამის გაკეთება ნებისმიერ ფასად დაუშვებელია. მიზნებს უნდა მივაღწიო ისე, რომ მოვიგო არა მარტო შენ, არამედ სხვებმაც. გააკეთეთ ეს პატივისცემითა და გატაცებით. სიყვარულით. ცხოვრებით კმაყოფილება ადამიანს ეუფლება მხოლოდ მაშინ, როცა რეალიზებულია მისი მოთხოვნილებებიც და ღირებულებებიც. სხვა შემთხვევაში სულში მაინც სიცარიელის განცდა დაისადგურებს.
10. ლიდერი ებრძვის შიშს და იმედს განამტკიცებს. ცვლილებების პერიოდში მომავალში ვერავინ იქნება დარწმუნებული. მაგრამ დაურწმუნებლობას მოჰყვება შფოთვა და შიში: სამსახურის, ეკონომიკური სტაბილურობის, კორპორაციული თუ სოციალური შეღავათების, სტატუსის, მეგობრობის და კიდევ ბევრი ღირებული რამის დაკარგვის შიში. ეს შიში მოტივაციას ასუსტებს, ნდობას ამცირებს და წინააღმდეგობას ზრდის.
ცვლილებების მიმართ ადაპტაციასა და სიძნელეების დაძლევაში ადამიანისათვის დახმარების გაწევა უცილობლად გულისხმობს იმედის განმტკიცებას. გახსოვდეთ, რომ სიახლის დანერგვის გზა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მიღებული შედეგი. მიზანი საშუალებას არ ამართლებს.
ლიდერის თვისებები
ქვემოთ ჩამოთვლილია ის ნიშან-თვისებები, ლიდერს რომ უნდა ახასიათებდეს:
• საკუთარი თავის/საკუთარი ღირებულებების გაცნობიერება
• მომავლის ხედვა
• მიზანდასახულობა
• რისკზე წასვლის მზაობა
• პიროვნებათშორისი კომუნიკაციის კარგი უნარი
• შრომისმოყვარეობა
• შეუპოვრობა
• მიზნების დასმის უნარი
• პროფესიული ცოდნა და უნარები
• თავისი ძალ-ღონის მტკიცე რწმენა
• გულდაჯერებულობა
• წარმატების მიღწევის სურვილი
• საჭირო ადამიანების გაცნობის, მათთან ურთიერთობის უნარი
• მუშაობა იმაზე, რაც გსიამოვნებს
• სამუშაოთი კმაყოფილება
• პოზიტიური განწყობა
• კეთილგანწყობა
• ინტუიციის მინდობის უნარი
• სიმამაცე
• დაპირების შესრულების უნარი
• პატიოსნება და გულგახსნილობა
• ინიციატივიანობა
• პასუხისმგებლობა
• სხვა ადამიანების მოტივირების უნარი
• გულისხმიერება
• სხვისი მიღწევის პატივისცემის უნარი
• თავდაჭერილობა, თავშეკავებულობა
• სიმტკიცე
• ზეწოლის პირობებში მუშაობის უნარი.

ზოგიერთი წარმატებას ერთ კონკრეტულ სფეროში აღწევს, ზოგი კი ბევრ სფეროშია ძლიერი. გახსოვდეთ: სულაც არ არის აუცილებელი ყველაფერში პირველი იყო. თუ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები გაგაჩნიათ, წარმატება გარანტირებულია.




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий