რა კავშირია ვერცლისწყალს, IQ-ს (ინტელექტის კოეფიციენტი) და ქვეყნის პროდუქტიულობას შორის? ევროპელ მკვლევართა გუნდი ჟურნალ Environmental Health-ში გამოქვეყნებულ ორიგინალურ კვლევაში ირწმუნება, რომ მოსახლეობაზე ვერცხლისწყლის მოქმედების შემცირება, განსაკუთრებით, წინა-დაბადების პერიოდში, ქვეყანას 8-დან 9 მილიარდამდე ევროს მოგებას მოუტანდა წელიწადში, მის მოსახლეობას კი ინტელექტის კოეფიციენტის შემცირებას ააცილებდა თავიდან, რაც ნევროლოგიურ დეფიციტებთან არის კავშირში და, ამგვარად - ხელფასის დაკარგვასაც.
ეს შედეგები წარმოდგენილი უნდა იყოს 13-18 იანვარს ჟენევაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რათა მიღებულ იქნეს ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს, შეუტიოს ვერცხლისწყლის არასასურველ შედეგებს. მოლაპარაკებების მეხუთე და უკანასკნელი ციკლმა უნდა დახუროს ოთხწლიანი საუბრების ეპოქა, რომელიც გაეროს ეგიდით მიმდინარეობდა ამ ყველაზე სათუთი უსაფრთხოების საკითხის გარშემო.
Комментариев нет:
Отправить комментарий