ვიკიპედია ვიდეო სერვისს აამოქმედებს, აცხადებს ბლოგი ვიკიპედია. ინტერნეტენციკლოპედია ნელ-ნელა განათავსებს მკითხველებისათვის ვიდეოებს, რაც გვერდების მულტიმედიას შინაარსით გამდიდრების საშუალებას მისცემს მათ. ეს ადაპტორი, რომელიც HTML5 სტანდარტთან თავსებადია, Kaltura-სა (http://kaltura.org/) და Google-თან პარტნიორობით შეიქმნა. ვიკიპედიას მიერ შემოთავაზებული მომსახურება ხელმძღვანელობს WebM სტანდარტით, სპეციალურად ინტერნეტზე ადაპტირებულ ფორმატით. თუ ვიდეოების შინაარსი უფრო სტატიკური იქნება, ვიდრე ვებ გვერდი, ენციკლოპედიის მონაწილეობაზე მოქმედი ასპექტები შენარჩუნებული იქნება, ირწმუნება ვიკიპედია. შესაძლებელი იქნება ინტერნეტში განთავსებული ვიდეოების თარგმნაც, რათა გაიზარდოს მსმენელთა რიცხვი. „ახალი ადაპტორი უფასო მედიას წესებზეა მისადაგებული და ავტორთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვიდეოს ქვემოთ აჩენს“, აღნიშნავს ბლოგი ვიკიმედია.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: Wikipédia mise sur la vidéo
Комментариев нет:
Отправить комментарий