პროკრასტინაცია (შენელება) არის ტენდენცია (უფრო შემეცნებითი, ვიდრე პათოლოგიური), სისტემატურად გადადო საქმეები მეორე დღისათვის. მაგრამ, როგორც ჟურნალისტი დავიდ მაკრანეი (David McRaney) შეგვახსენებს თავის ბლოგზე, პროკრასტინაცია შეესაბამება მიღებულ აზრს, რომელიც ადასტურებს, რომ ხარ ზარმაცი და რომ ცუდად წარმართავ საკუთარ დროს მაშინ, როცა სინამდვილეში, ის გამოწვეულია ჩვენი სისუსტით, ვმართოთ ჩვენივე იმპულსები.
თუ თვალს გადაავლებთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომლის ნახვასაც (მაგალითად VOD სერვისზე, ან Netflix-ის DVD-ზე) აპირებთ, დარწმუნდებით, რომ ის ძირითადად საინტერესო დოკუმენტური და მხატვრული ფილმებისაგან შედგება და არა, ვთქვათ, უკანასკნელი ბლოკბასტერებისაგან (რომლებიც მეტად გაქირავებადია, როგორც ამას Netflix-ის გაქირავების გასაოცარი კარტოგრაფია გვიჩვენებს). 1999 წელს დანიელ რეადის, ჟორჟ ლოევენშტეინის და შობან კალიანარამანის (Daniel Read, George Loewenstein, Shoban Kalyanaraman) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ეხებოდა ზუსტად ჩვენს უნარს, ამოვარჩიოთ ფილმები - დასამახსოვრებელნი და მოთხოვნადი, ან სახალისო და დავიწყებადი, - ჩვენ მასიურად გვაქვს მიდრეკილება იმისკენ, რომ ამოვარჩიოთ მეორე ტიპის ფილმები პირველის საზიანოდ. უკანასკნელი გამოკვლევები კი ცხადყოფს ჩვენს შეუსაბამობას ამ საკითხის მიმართ. ყველანი ვამბობთ, რომ ხილს ვამჯობინებთ, მაგრამ როგორც კი ვაშლის გვერდით ერთი ნაჭერი ნამცხვარი გამოჩნდება, სტატისტიკურად, ამ ნაჭრისაკენ გაგვირბის ხელი. ამიტომაც სანახავი ფილმების ჩამონათვალიც კარგი ფილმებითაა სავსე. ფსიქოლოგები ამგვარად საუბრობენ "biais du présent"- „ამის წყალობით“-ზე, რათა ახსნან ის ფაქტი, რომ ის, რაც ჩვენ გვინდა ხანგრძლივი ვადით და ის, რაც გვინდა ახლა, არ არის ერთი და იგივე. „biais du présent"-ით აიხსნება ისიც, თუ რატომ ვყიდულობთ ბოსტნეულს და ხილს, მათი შეჭმა კი გვავიწყდება... ამგვარად, მაშინ, როცა ვიღებთ კარგ გადაწყვეტილებებს, პროკრასტინაცია გვაიძულებს, სხვაგვარად მოვიქცეთ...ამიტომაც ველოდებით ბოლო წუთს საშობაო საჩუქრების საყიდლად, გვავიწყდება, რომ ჩავეწეროთ ხმის მისაცემად, გვირჩევნია, ცოტა ხანს კიდევ ვითამაშოთ ვიდეო თამაში, დავალება კი ხვალ დილას შევასრულოთ, და ა. შ.
„შეგიძლიათ სცადოთ და შეებრძოლოთ ამ ბუნებრივ გადახვევას, იყიდოთ დღიური, ჩამოწეროთ სია..შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა ის წიგნი, რომლის წაკითხვაც გსურთ და ცუდი ჩვევისაგან გათავისუფლდეთ...შეგიძლიათ ინსტრუმენტებით გარემოცული პროდუქტიულობის ნარკომანიც გახდეთ, რათა ცხოვრება ბევრად ეფექტური გახადოთ, მაგრამ ეს საქმიანობა ვერაფერში წაგადგებათ, რადგანაც პრობლემა დროის მართვაში კი არა, იმ კონფლიქტშია, რომელიც ჩვენს ტვინში მიმდინარეობს“.
ვრცელი ტექსტი ფრანგულად:
|
понедельник, 29 июля 2013 г.
რატომ გადავდებთ ხოლმე საქმეებს მეორე დღისთვის?
ავტორი:
შემეცნებითი ბლოგი
/ გამოქვეყნებულია:
понедельник, июля 29, 2013
Отправить по электронной почтеНаписать об этом в блогеПоделиться в XОпубликовать в FacebookПоделиться в Pinterest
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий