ნაშრომი ეძღვნება ქართულ ასომთავრულ ანუ მრგვლოვან ანბანს. მასში მოცემული ჰიპოთეზის ( ვარაუდის ) თანახმად ასომთავრული არის ის ანბანი-სიტყვა, რომელიც დასაბამიდან იყო ღმერთთან და, რომელიც თავად იყო ღმერთი. ჰიპოთეზა გამომდინარეობს “აპოკალიფსი”-ს მუხლიდან: “მე ვარ ანი და ომეგა, დასაბამი და დასასრული, პირველი და უკანასკნელი”. ეს მუხლი არის უნივერსალური მატრიცა – გასაღები, რომელიც აღებს ჭეშმარიტი ანბანის "კარებს" და გვაძლევს საშუალებას ჩავწვდეთ მასში დაშიფრულ სიბრძნეს.
ნაშრომში მოყვანილია ანბანის ცხრილები, რომლებიც დაფუძნებულია პროპორციაზე 1 = 10, 10 = 1 ანუ ა = ი, ი = ა. ეს პროპორცია უგულებელყოფს ლოგარითმული ფუნქციის საჭიროებას.
მოცემულია ჰიპოთეზა, რომ ბერძნული ანბანი მომდინარეობს არა ფინიკიური ანბანიდან არამედ ორივე მომდინარეობს ასომთავრული ანბანიდან.
ნაშრომში გაანალიზებულია ქრისტეს მონოგრამის -ⅠⅩ, კააბას, ბეთლემის, შამბალას და სხვ. სიმბოლიზმი.
ასევე, გაანალიზებულია სახელების - გაია/კიბელე/ნანა, დაქტილები, კაბირები, კავკასია, მტკვარი, არაქსი, გოლგოთა და სხვ. - წარმოშობა.
ასევე ფესტოსის დისკოს ალგორითმის პრინციპი, რომელსაც მიაკვლია გია კვაშილავამ, სათავეს იღებს
ასომთავრული ანბანის პროპორციებიდან - 10 = 01 / აჳ = ჳა.
ნაშრომში, ასევე, განხილულია "ქებაი და დიდებაი ..." და სხვა მრავალი საინტერესო დეტალები.
დააწკაპუნეთ PDF ბმულზე
|
Комментариев нет:
Отправить комментарий