გრიგოლ გეგელია - ეკლესია იმიტომ არის ძლიერი, რომ მის წინაშე ყოველდღიურად მარცხდება საქართველოს სახელმწიფო
საზოგადოების ერთმა ნაწილმა პირდაპირ და გარკვევით უთხრა „არა“ თეოკრატიას, საზოგადოების სხვა წევრებს თეოკრატია, თავისი „კლასიკური ფორმით“, აბსურდად და პრაქტიკულად შეუძლებლად ეჩვენებათ საქართველოში.თუმცა აღიარებენ “მახინჯი თეოკრატიის“ ფაქტობრივ არსებობას. რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო უკვე არის დე ფაქტო "კლერიკალური სახელმწიფო" და ასეთ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია თეოკრატიის რაიმე ახალი მოდელი დამკვიდრდეს საქართველოში?
ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს ლონდონის უნივერსიტეტის ინტელექტუალური ისტორიის მაგისტრი გრიგოლ გეგელია.
- დავიწყოთ იმით, რომ საქართველო არის მახინჯი დემოკრატია. თეოკრატიას რაც შეეხება, აქ მეტი სიფრთხილე გვმართებს. მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ აქცია, იდეა და რეალობა. აუცილებელია გავიხსენოთ, რომ აქცია "არა თეოკრატიას" გაიმართა 17 მაისის ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ამ დროს სახელმწიფოს არავითარი კონკრეტული ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ფორმით გრძელდებოდა ძალადობა განსხვავებული ჩაცმულობისა თუ შესახედაობის ადამიანებზე, ადგილზე იყო სრულიად ლეგიტიმური პანიკა. აქცია"არა თეოკრატიას" სწორედ ამ კონტექსტში შედგა. ეს იყო სამოქალაქო შეკრება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის იმის შეხსენებას,რომ თავისუფალი საქართველოს შენარჩუნება საქართველოს ბევრი მოქალაქის პრიორიტეტია, ხოლო სახელმწიფოსათვის ქმედებისკენ მოწოდებას.
რაც შეეხება უშუალოდ თეოკრატიას, ის წარმოადგენს მმართველობის კონკრეტულ ფორმას, რომელიც სიტყვასიტყვით, ღმერთის მმართველობას ნიშნავს. თეოკრატიის ფარგლებში, პოლიტიკურ ერთეულს ღმერთის სახელით მართავს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. თეოკრატიულ წყობას ახასიათებს რწმენა, რომ ლიდერი პირდაპირ კავშირშია ღმერთთან, რომ ის პირდაპირ აღასრულებს ღვთაებრივ ნებას, კანონი კი ეფუძნება კონკრეტულ რელიგიას. მაგრამ, არ დაივიწყოთ, რომ თეოკრატია სასულიერო პირების მიერ ქვეყნის მართვას ნიშნავს, რისი გონებრივი შესაძლებლობაც ქართველ სასულიერო პირებს სინამდვილეში არ გააჩნიათ. ისინი უფრო მარტივ ოპერაციებზე არიან კონცენტრირებული, როგორიცაა ადამიანების დაშინება, წარმოსახვით მტრებთან ბრძოლა და საკუთარი, ამქვეყნიური კეთილდღეობისა და პრივილეგიების განვრცობა. ეს ბევრ მათგანს წარმატებით გამოსდის, მაგრამ ქვეყნის მართვა რთული ხელოვნებაა,რომელიც ცოდნასა და კონკრეტულ უნარ-ჩვევებს საჭიროებს. ეს არა თუ სამღვდელოებას, ქართველ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილსაც კი არ გააჩნია.
დღეს საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული, საერო ხელისუფლება მართავს. ვფიქრობ, საქართველო ყოველთვის შეინარჩუნებს მმართველობის ამ ფორმას. მაგრამ, საქართველო არის დასნეულებული დემოკრატია. სიმართლე გითხრათ, დღეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია არსებული დემოკრატიის დეფექტურ ხასიათზე საუბარი, ვიდრე მსჯელობა პოტენციური თეოკრატის შესახებ. ის, რაც 17 მაისს მოხდა, მოხდა არა თეოკრატიულ, არამედ დემოკრატიულ საქართველოში. სწორედ 17 მაისს ვიხილეთ, რომ სულაც არ არის საჭირო თეოკრატიული მმართველობის დამყარება იმისათვის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი განაგებდეს საქმის კურსს, ილაშქრებდეს საქართველოსკონსტიტუციის წინააღმდეგ, არ ემორჩილებოდეს პოლიციას, იმუქრებოდეს ჯარის გამოწვევით, ხულიგნობდეს, აქეზებდეს და მიუძღოდეს მოძალადე ბრბოს. 17 მაისი არის იმის ბრწყინვალე მაგალითი, რომ ეს ყველაფერი თეოკრატიის დამყარების გარეშეც შესაძლებელია, იქ სადაც სახელმწიფო არის სუსტი და ვერ იცავს დემოკრატიულ წესწყობილებას. თანამედროვე ქართული სახელმწიფო კი ძალიან სუსტია. ჩემთვის აქ მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის.
ქართველ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი არის არაპრინციპული და პოპულისტი. ზოგად გონებრივ მოუმზადებლობასთან ერთად, მათ უმრავლესობას სახელმწიფოებრიობის არავითარი კონკრეტული ხედვა არ გააჩნია. მაგალითად, ისინი მუდმივად საუბრობენ სამართლის აღდგენისა და დემოკრატიულობის განვრცობის შესახებ, თუმცა მათივე გამოსვლებიდან ცხადი ხდება, რომ მათ უმრავლესობას არასდროს უფიქრია იმის შესახებ, რომ მხოლოდ დემოკრატია დიდი ვერაფერი მიღწევა ვერ არის, თუ მას არ ახლავს დემოკრატიის მისივე თანმდევი ასოციალური ეგოიზმისგან დამცავი ბერკეტები. ასევე, ძალიან რთულია ჩვენს პოლიტიკოსებს მოსთხოვო დაფიქრდნენ იმაზე თუ რამოხდა 17 მაისს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოს პოლიტიკურობის განსაზღვრის უფლება ჩამოართვა, კონსტიტუციის წინააღმდეგ გაილაშქრა და ამით პირდაპირ დაესხა თავს საქართველოს სახელმწიფოს.
ასეთი პოლიტიკოსებისა და ლამის ცხვრის ფარად ქცეული საზოგადოების არსებობის პირობებში, ეგზომ გავლენიან ეკლესიას თეოკრატიის დამყარება საერთოდ არ ჭირდება საქმის ვითარების განკარგვისათვის. ქვეყანაში, სადაც თავად იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ დამნაშავეობის მიუხედავად, სასულიერო პირებს ანგარიში უნდა გაეწიოს, თეოკრატია ეკლესიისათვის არაფერი იქნებოდა თუ არა ხელოვნურად შექმნილი თავის ტკივილი. არაფერი ახლის დამკვიდრება სინამდვილეში საქართველოში ეკლესიას არ ჭირდება. ქართველი პოლიტიკოსების არაპრინციპულობის, უუნარობისა და პატარა ამბიციების წყალობით, რაც საბოლოოდ სახელმწიფოებრივ სისუსტედ გადაითარგმნება, მართლმადიდებელ ეკლესიას ახლაც ბრწყინვალედ აქვს აწყობილი საქმე.
- საპატრიარქომ თავის დროზე სახელმწიფოსთან გააფორმა კონსტიტუციური შეთანხმება, ანუ დააკანონა თავისი კონსტიტუცია, შესაბამისად საპატრიარქოს ყავს თავისი სინოდი–პარლამენტი, ყავს მეთაური, რომელიც ხელშეუხებელია, აღნიშნული ორგანიზაცია არ იხდის გადასახადებს საეკლესიო ნაწარმზე, პირიქით – სახელმწიფო უხდის ყოველწლიურად მილიონებს. მას გააჩნია უზარმაზარი გავლენა და ა.შ. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ საპატრიარქო ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში?

- ეკლესია ნამდვილად წარმოადგენს “მინი-სახელმწიფოს”
საქართველოს სახელმწიფოში. თუმცა, ჩემი აზრით, აუცილებელია გამოვყოთ ეკლესიის გავლენის ორი მთავარი ფორმა: ოფიციალური და არაოფიციალური. ოფიციალური გავლენა სათავეს იღებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებიდან, ანუ კონკორდატიდან. ეს დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის შეჯამებას და მართლმადიდებელ ეკლესიას კონკრეტულ გავლენას ანიჭებს. ვფიქრობ, დროა კონკორდატის სამომავლო საჭიროებას დღესვე დავუსვათ კითხვა. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია კონკორდატი გრძნეულ და ყოვლისშემძლე დოკუმენტად არ წარმოვაჩინოთ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეკლესიის რეალური გავლენა უმეტესწილად არაოფიციალურია. ეს არის არა რომელიღაც შეთანხმების წყალობით არსებული გავლენა, არამედ დაუწერელი და დაუკანონებელი გავლენა, დროისა და რიგი ფაქტორების თანხვედრის შედეგი. 2013 წლის 17 მაისს ჩვენ ვიხილეთ ეკლესიის არათეორიული, არამედ რეალური ძალა. ეს იყო არა ოფიციალური, არამედ არაოფიციალური გავლენის დამსახურებით მოხვეჭილი ძალაუფლების ბოროტი გამოვლინება.

ეკლესიის ამგვარი სიძლიერე სახელმწიფოს დამარცხების პირდაპირი შედეგი მგონია.საბჭოთა სისტემის ნგრევამ, რომელიც მისი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო და მოკარნახე იყო, ერთგვარი კულტურული ეროზია გამოიწვია, შექმნა ვაკუუმი, რომელიც უნდა შეევსო ახალ წყაროს.ეს საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ თავზე იტვირთა ჭეშმარიტებათა დიქტატი, ადამიანების მწყემსვა და რეალობის განკარგვა.შესაძლოა, მაშინ, თავისუფლების მოპოვებით გამოწვეული დაბნეულობის დროს, ეს პოზიტიური როლიც ყოფილიყო, მაგრამ ყველასათვის სამწუხაროდ ეს ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა და შეჩერებას არ აპირებს.
თავდაპირველად ეკლესია თავად იყო სუსტი და სუსტ სახელმწიფოსთან ერთად ცდილობდა გადარჩენასა და ფეხის მოკიდებას. წლების განმავლობაში კი იგი თავად იქცა მინი-ლევიათანად საქართველოს სახელმწიფოს შიგნით. დეკადების განმავლობაში არსებულმა გაჭირვებამ, რომელიც დღესაც მძვინვარებს, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და უკეთესი მომავლის მუდმივმა ლოდინმა საქართველო გადაქანცა. სოციალური პრობლემების მიმართ სახელმწიფოს არაეფექტურმა მიდგომამ, სამოქალაქო საზოგადოების სისუსტემ და ჩვენში გავრცელებულმა უვიცობამ გვაქცია მარტივ მსხვერპლად ეკლესიისათვის, რომელმაც ამ ყველაფრის შედეგად სერიოზული პოლიტიკური გავლენა და ფინანსური კეთილდღეობა მოიპოვა. წლების განმავლობაში, მართლმადიდებელი ეკლესია გადაიქცა ყველაზე პრივილეგირებულ და ძლიერ ინსტიტუტად საქართველოში. სხვათა შორის, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია იმის გაგება, თუ როგორ ადანაშაულებენ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული "მუხანათურ ბრძოლისათვის", ღიმილის მომგვრელია, რადგან ბოლო დეკადის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის მხოლოდ გაფართოება და გაძლიერება გვახსოვს.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმიტომ არის ძლიერი, რომ მის წინაშე ყოველდღიურად მარცხდება საქართველოს სახელმწიფო. მარცხდება, როდესაც ის მოქალაქეებს ვერ სთავაზობს პოზიტიურ ალტერნატივას, როდესაც ის არ აჩვენებს პოზიტიურ პოლიტიკურ ნებას თანაბრად აღასრულოს სამართალი მისი ყველა მოქალაქისათვის, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენლები ცდილობენ ეკლესიის გულის მოგებას, კანონისა და საყოველთაო სამართლის ხარჯზე, და ამით საკუთარი პოლიტიკური კარიერის გახანგრძლივებას. ასეთი პოლიტიკის დრო მალე უნდა დასრულდეს. საქართველოს დღეს პრინციპული პოლიტიკა ჭირდება.

- საზოგადოება, რომელიც არის ასეთი კრიტიკული საერო ხელისუფლების მიმართ ასე უპირობოდ რატომ პატიობს ყველაფერს სასულიერო მმართველებს? რა ინდულგენციაა ასეთი ანაფორა და გრძელი წვერი?
- ვშიშობ, სინამდვილეში საზოგადოება არც საერო ხელისუფლების მიმართ არის ჯეროვნად კრიტიკული. ჩვენში გავრცელებული კრიტიკულობა არც თანმიმდევრულია და არც კონკრეტული ბოლოსაკენ, ანუ რაღაც კონკრეტული ცვლილების განხორციელებისაკენ მიმართული. ისიც, რაც გვხვდება, არსებობს არა რაიმე რეგულარული ფორმით, არამედ მხოლოდ დროდადრო. აი, დააკვირდით, პროტესტი თუ რიგითი ჩოჩქოლი ნებისმიერ ერთ თემაზე მოკლე-ვადიან, ემოციურ მინი-ამბოხებებად,უფრო გადაითარგმნება ხოლმე, ვიდრე გრძელ-ვადიანი ცვლილების ხილვაზე ორიენტირებულ სერიოზულ პროტესტად. სწორედ ამიტომ არ მგონია, რომ თანამედროვე ქართული საზოგადოება ე.წ. "პოლიტიზირებული" საზოგადოებაა, რადგან"პოლიტიზირებულობა" აუცილებლად მოითხოვს კონკრეტული ბოლოების დასახვას, პასუხს კითხვაზე თუ როგორი საქართველოს ხილვა გვსურს, და შემდეგ ამ ბოლოს განხორციელების მიმართ გამოჩენილ თანმიმდევრულ ინტერესს.
ჩვენ კი პატარა, სკანდალურ ნიუსებზე ორიენტირებული საზოგადოება ვართ. საკმარისია ერთი სიახლე გადაფაროს მეორემ, რომ პირველი არავის ახსოვს. მცირე ნიუსებსა თუ სკანდალებზე კონცენტრაცია პოლიტიკურობას თუ კრიტიკულობას სულაც არ ნიშნავს.თქვენს კითხვას სწორედ ამ კონტექსტში უნდა შევხედოთ. საზოგადოება, რომელიც არ სვამს კითხვებს საერო ხელისუფლების მიმართ, რომელიც მათ საკუთარ მსახურებად არა ქცევს, რომელიც არ მოინდომებს დაეუფლოს საკუთარ რეალობას და თავად განკარგოს ის, ასეთი საზოგადოება ცხადია ვერ უძლებს ისეთი ძალაუფლების გავლენას,რომელსაც აქვს პრეტენზია ეფუძნებოდეს ღვთაებრივ ავტორიტეტს.
- რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფო, საზოგადოება ისევ გზაჯვარედინზეა და რამდენად არის იმის საშიშროება, რომ ჩვენი არჩევანი შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს ევროპა და დასავლური ღირებულებები?
- ამის თქმა სრულიად გამართლებულია. პირველ რიგში, დასავლეთის იდეა დისკრედიტირებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს არსებული კანონდარღვევებისა და, რაც მთავარია, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. მეორე რიგში, დღეს ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს სრულიად უღირსი დიზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთის იდეის დისკრედიტაციას. ეს საკმაოდ სერიოზული ანტი-დასავლური პროპაგანდაა, რომელიც დასავლეთს წარმოადგენს მორალის, ღირებულებებისა თუ განსხვავებული იდეალებისაგან დაწურულ, ერთგვარ უნიფორმულ სივრცედ, რაც სრულიად აბსურდულია. დღეს ჩვენს საზოგადოებაში არის სრულიად სამართლიანი შეგრძნება, რომ საქართველოს მიერ ავღანეთში გაღებული წვლილი ადეკვატურად არ არის დაფასებული NATO-ს მიერ. ამიტომ, აუცილებელია NATO-მ დროულად და უფრო მკაფიოდ უთხრას საქართველოს, რომ მას გააჩნია ახლო მომავალში ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოტენციალი. სხვამხრივ, ვშიშობ, ანტი-დასავლური კამპანია უფრო წარმატებული აღმოჩნდება, ვიდრე ევრო-ინტეგრაციის დაკნინებული იმედები.
უფრო ზოგადად კი, ვფიქრობ, რომ საკითხი ხშირად არასწორად არის დასმული. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ "დასავლეთზე" და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მაგრამ იმავე სიხშირით არ ვკითხულობთ თუ რას ნიშნავს დასავლეთი ჩვენთვის. დასავლეთი ბევრი რამაა, ის არ არის ერთი და ერთნაირი. დასავლეთში ისევე გვხვდება განსხვავებები და განსხვავებული ხედვები თუ მსოფლხედვა, როგორც სხვაგან. ჩემი აზრით,მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დასავლური საზოგადოების წევრად ქცევა ქართულობის არა უარყოფას, არამედ, პირიქით, ისეთი სივრცის წევრობას გულისხმობს,რომელიც ჩვენივე ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისათვის საჭირო სტაბილურობას გვანიჭებს. იცით, ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ დასავლეთი ცდილობს თავს მოგვახვიოს “არაქართული” ცხოვრების წესი და შემდეგ ამის მაგალითად მოჰყავთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც არის სამართლიანი, სადაც ადამიანები არიან თანასწორი სახელმწიფოს წინაშე, სადაც მათ აქვთ განვითარებისა დაწინსვლის თანაბარი უფლება, სადაც სახელმწიფო ვალდებულია მოქალაქეების წინაშე.
საინტერესოა, ერთი შეხედვით ეს ადამიანები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი“არაქართულია”. ამ პროცესში ისინი უნებლიედ იმასაც ამბობენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი იდეალური საქართველო სრულიად ველური, ასოციალური, უსამართლო და დახშული სივრცეა. ეს კი ასე არ არის და ჩვენი ვალია, რომ ასე არც არასდროს იყოს.საქართველოს დღეს აქვს არჩევანი ერთი მხრივ ცივილურობას, სტაბილურობასა და განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ უკანონობას, მერყეობასა და უკუსვლას შორის. დასავლური არჩევანი არა ქართულობისა და ქართველობის უარყოფას, არამედ მისი განვითარებისათვის უფრო მეტად სტაბილურ ვითარებას გვპირდება. ამიტომ, ვფიქრობ დროა ჩვენ, საქართველოს ხალხმა, ვიპოვოთ საკუთარი თავი და შემდეგ საკუთარ იადგილი დასავლურ სივრცეში, რომელსაც საქართველო ეკუთვნის.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий