понедельник, 29 июля 2013 г.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი საშუალება პანკრეატის სიმსივნის ადრეულ სტადიაში სამკურნალოდ


ოკლაჰომას (აშშ) "პეგი და ჩარლზ სტივენსონების სახელობის სიმსივნის ცენტრის" მკვლევარებმა კვლევითი მოდელის საფუძველზე აღმოაჩინეს პანკრეასის სიმსივნის ადრეულ სტადიაში შეჩერების საშუალება –– შედეგები ცხადყოფს, რომ სამომავლოდ თავიდან იქნება აცილებული ქიმიო-პრევენციული ჩარევა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისთვის.
კლინიკური კვლევა უკვე ჩატარდა კალიფორნიაში (აშშ), რის შედეგადაც საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრირების სააგენტოს მიერ დამტკიცებული მედიკამენტი – გეფიტინიბი დაახლოებით ერთ წელიწადში გაივლის კლინიკურ ტესტებს ოკლაჰომას (აშშ) სიმსივნის ცენტრსა და მთელს ქვეყანაში. კვლევები გამოქვეყნდა ამერიკის სიმსივნის კვლევის ასოციაციის ჟურნალის – Cancer Prevention Research (სიმსივნის პრევენციის კვლევა. იხ. ქვემოთ) – ბოლო გამოშვებაში.
დოქტორმა ვ. რაომ და მისმა მკვლევართა ჯგუფმა შეძლო პირველად ეჩენებინა, რომ ამ წამლის წინასწარი გამოყენება პანკრეატის სიმსივნის მოგვიანებითი სტადიების ქიმიო–თერაპიის დროს იქონიებდა საბედისწერო შედეგებს.
გეფიტინიბის მცირე დოზის გამოყენებით, რომელსაც ამ ეტაპზე უკუჩვენებები არ გააჩნია, მეცნიერებმა შეძლეს პანკრეასის სიმსივნის ზრდის შეჩერება, ხოლო 41–კვირიანი მკურნალობის შემდეგ, სიმსივნე გაქრა.
ვრცლად (ინგლ.): Science Daily - Science News

 A. Mohammed, N. B. Janakiram, Q. Li, V. Madka, M. Ely, S. Lightfoot, H. Crawford, V. E. Steele, C. V. Rao. The Epidermal Growth Factor Receptor Inhibitor Gefitinib Prevents the Progression of Pancreatic Lesions to Carcinoma in a Conditional LSL-KrasG12D/ Transgenic Mouse ModelCancer Prevention Research, 2010; 3 (11): 1417 DOI: 10.1158/1940-6207.CAPR-10-0038
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий