თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში მოქალაქეები ირჩევნებ ხელისუფლებას (ცალკეულ ადამიანებსა და პარტიებს), რომლებიც მათი ინტერესების განმახორციელებლად უნდა მოგვევლინონ. მაგრამ არჩეული ხელისუფლება ვიწრო ჯგუფებისაგან შედგება და როგორი რეპრეზენტაციულიც არ უნდა იყოს მთელი ქვეყნისა და საზოგადოებისა, იგი თანდათან მაინც შორდება მათ ძირითად, მიმდინარე პრობლემებს. თუ თავდაპირველად დღის წესრიგში დგას კონკრეტული პრობლემის დაძლევა, მისი მოგვარების შემდგომ სხვა რამ იჩენს თავს, მაგრამ ხელისუფლება რაც დრო გადის მისი არჩევიდან, მით უფრო ნაკლებად ახერხებს პირდაპირ თუ ირიბ კავშირს უშუალო ამომრჩეველთან, შესაბამისად იგი იწყებს არა საზოგადოებრივ პრობლემებსა და საჭიროებებზე ორიენტირებას, არამედ იმაზე, რასაც თავად მიიჩნევს საჭიროდ.
ძალაუფლებაში მოსული ხელისუფლება არჩევიდან მცირე დროის განმავლობაში თავის მახსოვრობაში ატარებს იდეას, რომ მის უკან ამომრჩეველი და მათსავე მიერ დღის წესრიგში დაყენებული პრობლემებია, თუმცაღა თანდათან ხელისუფლება კარგავს მიმდინარე პრობლემებზე ორიენტირების უნარს და თავის ყურადღებას მიმართავს იქითკენ რაც მისთვისაა მნიშვნელოვანი. ეს საშუალოდ არჩევიდან 1-2 წლის შემდგომ იწყება ხოლმე, თუმცაღა გავითარებად სახელმწიფოებში უფრო მალეც. ხელისუფლებას საზოგადოების შესახებ არასწორი ინფორმაცია მისდის, მათ ჰგონიათ რომ ქვემოთ ყველაფერი კარგადაა, რაც ხანდახან მათლაც ასე ჩანს ხოლმე. მმართველები აღარ ატარებენ ყრილობებს, აღარ ხვდებიან ამომრჩევლებს, არსამთავრობო სექტორის ჩივილს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ და აღიქვამენ, როგორც ვიწრო ჯგუფების ინტერესებს და თანდათან იწყება პოლიტიკური კრიზისი და გაუცხოება.
თვითდარწმუნებული პოლიტიკური ელიტა ინფორმაციული კავშირების გარეშე საზოგადოების საშუალო ფენასთან კონტაქტს კარგავს, შესაბამისად მისი რეპრეზენტატულობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სწორედ ამიტომ დემოკრატიულ საზოგადოებებში ხშირია არჩევნები, როგორც შუალედური, ისე მერიის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მთლიანად საპარლამეტნო, რასაც თან სდევს სამოქალაქო სექტორთან ხშირი შეხვედრები და კონტაქტები, გადაწყვეტილების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს არასამთავრობო ორგაიზაციებთან და შესაძლოა ლობისტურ ჯგუფებთანაც კი, ხოლო მედია, კრიტინულად აშუქებს საზოგადოებაში არსებულ მიმდინარე მოვლენებსა და კონფლიქტებს. ამასთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გადიან მოსახლეობასთან შესახვედრად, ეწყობა შეხვედრები რეგიონების მასშტაბებით, მიმდინარეობს ინდივიდუალური შეკრებებიც კი უშუალო ამომრჩეველსა და მანდატის მქონე წარმომადგენელს შორის და სხვა. სწორედ ამ გზებით მიიღწევა ეტაპობრივი დემოკრატია, სხვა შემთხვევაში კი სახელისუფლებო ტკბობა გარდაუვალია და ეს არა იმიტომ, რომ რომელიმე ხელისუფლება კარგი ან ცუდია, არამედ იმიტომ რომ მათ წარმოდგენები საზოგადოებისა და მათი პრობლემის შესახებ სრულიად უცხო და გაუგონარია.
გიორგი კობერიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий