суббота, 18 апреля 2015 г.

ადრეული შუა საუკუნეების მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში


ვახტანგ ჯობაძე (გერმ. Wachtang Djobadze; დ. 1917 — გ. 10 თებერვალი, 2007, კარლსბადი) — ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1966).

1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩავარდა ტყვედ და დარჩა გერმანიაში. სწავლობდა გიოტინგენისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. 1950 წლიდან ამერიკაშია და მუშაობდა იუტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში. ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში, განაგებდა ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს. ჯობაძე იყო ერთადერთი იმდროინდელი ქართველი მკვლევარი, რომელსაც, ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, საშუალება ჰქონდა ემოგზაურა და შეესწავლა ტაო-კლარჯეთის და ანტიოქიის ძეგლები. ავტორია მრავალი მონოგრაფიისა ქართული არქიტექტურის შესახებ, რომლებიც იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ ენებზე. მასვე ეკუთვნის კვიპროსზე ღალიის ქართული მონასტრის ნანგრევების აღმოჩენა (1981). შეისწავლა ანტიოქიაში ქართველ მონაზონთა ცხოვრება, აგრეთვე შავ მთაზე ძელიცხოვლის მონასტერი.
ვახტანგ ჯობაძე გარდაიცვალა კარლსბადში; დაკრძალულია თბილისში.




წიგნის წაკითხვა PDF ფორმატში   რესურსი 2


The National Library of Georgia



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий