მაკგილის უნივერსიტეტის ფიზიკოსთა გუნდმა General Motors-ის მკვლევარებთან ერთად გამოავლინა მოულოდნელი ეფექტი: მიკროჯაჭვში ელექტრული დენის ძალა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, თუ სადენი ორი სხვადასხვა ლიტონისაგან არის დამზადებული. ეს აღმოჩენა ნანოელექტრონიკის მთავარი პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.
ელექტრონული სქემების ზომა ყოველწლიურად მცირდება. ეს მდგრადი პროგრესი ძალიან თვალსაჩინოა: დღეს შეიძლება ჯიბით ატარო კომპიუტერი ისეთი გამოთვლითი შესაძლებლობებით, რომელიც 20 წლის წინ რამდენიმე სათავსში განლაგებულ მოწყობილობას საჭიროებდა. მაგრამ ელექტრონიკის შემდგომი განვითარების გზაზე სერიოზული პრობლემა დადგა: რაც უფრო უახლოვდება მიკროსქემის ელემენტი ატომის ზომას, მით მეტია მასზე კვანტური ეფექტის გავლენა, რაც ელექტრობის მიმდინარეობის ხასიას ცვლის. აქ შეიძლება ბაღის სარწყავი შლანგთან ანალოგიის გამოყენება: დიდი დიამეტრის შლანგში წყლის წნევა მუდმივია, მაგრამ რამდენიმე ატომამდე მისი დიამეტრის შემცირებისას წყალი „წამორძიკებას" იწყებს და მისი სიჩქარე შლანგის განივი კვეთის ფართის პროპორციულად აღარ მცირდება. კომპიუტერული ჩიპის შესაქმნელად მომავალ ინჟინრებს მოუწევთ ისეთი ხერხის მოძიება, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონების პროგნოზირებად ქცევას რამდენიმე ატომის დიამეტრის მქონე ლითონის სადენში. ამ ამოცანის გადასაწყვეტად ამერიკელმა მეცნიერებმა მაქსიმალური სიზუსტით შექმნეს გამტარი ორი ლითონისაგან – ვოლფრამისა და ოქროსაგან. ამ ორი ლითონის განსხვავებულმა ელექტრონულმა სტრუქტურამ გამოიწვია დენის ძალის ოთხჯერადი შემცირება. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ორი ლითონის მექანიკური შეერთებით გამოწვეული წუნი იძლევა გამტარის დიამეტრისა და დენის შემცირების საშუალებას, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვება ელექტრონულ კომპონენტთა მინიატიურიზაცია და გადახურვის რისკის შემცირება.
Комментариев нет:
Отправить комментарий