ქრისტიანული ეკლესიის არსებობა აგერ უკვე ორ ათასწლეულს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი საინტერესო პროცესი განვითარდა თავად ეკლესიაში. ჩატადა რამდენიმე მსოფლიო საეკლესიო კრება, მოხდა რამდენიმე სქიზმა, ჩამოყალიბდა არაერთი მწვალებლობა და სხვა. მიუხედავად უამრვაი ბრძოლებისა და წინააღმდეგობებისა, უფლის წყალობით, დღეს მსოფლიოში მართლმადიდებელი ეკლესიები კვლავ აღავლენენ ლოცვას უფლის სახელზე.
ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთ საინტერესო ეპიზოდს წარმოადგენს V-VI საუკუნეების პერიოდი, როდესაც მძვინვარებდა მონოფიზიტური ერესი, რომელიც წალეკვით ემუქრებოდა ქრისტიანულ სამყაროს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეკლესიის მამებმა მაინც მოახერხეს და გადაარჩინეს ეკლესია წარმართებისაგან.
კამათი, რომელც ეკლესიაში ნესტორის ცრუ მოძღვრებამ წარმოშვა, ეფესოს კრების1 შემდეგაც გაგრძელდა. ნესტორს მრავალი მომხრე ჰყავდა, რომელნიც თვლიდნენ, რომ იგი ეკლესიიდან უსამართლოდ იყო განდევნილი. ნესტორის სიმართლის დასამტკიცებლად ისინი ცდილობდნენ გამოეყენებინათ თხზულებები იმ პირებისა, რომელთაც ეკლესია დიდ პატივს სცემდა. ასეთები იყვნენ ცოტა ხნის წინათ გარდაცვლილი ეპისკოპოსი მოფსუესტისა თეოდორე, მისი მოწაფე თეოდორიტე კვირელი და ედესის ეპისკოპოსი იბა. მათ ნაწერებში მართლაც შეიძლებოდა ისეთი გამონათქვამების პოვნა, რომელნიც ახლოს იდგნენ ნესტორის შეხედულებებთან. თეოდორიტეს, სირიაში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ეპისკოპოსს, ნესტორის მხარე დიდხანს ეჭირა და წმ. კირილეს ანათემატიზმებს წერილობით ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ შემდეგში, ისევე როგორც იბა ედესელი, მიხვდა, რომ ცდებოდა. ნესტორის მომხრენი ამ მღვდელმთავართა თხზულებებიდან იწერდნენ ყველაფერს, რასაც კი შეიძლებოდა რაიმე საერთო ჰქონოდა მათ შეხედულებებთან, ამონაწერებს ავრცელებდნენ, სხვადასხვა ენაზე თარგმნიდნენ და ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებად ასაღებდნენ.
მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, მათ შორის პროკლე კონსტანტინეპოლელი2, იძულებულნი გახდნენ ეს მცდარი შეხედულებანი ემხილებინათ, ოღონდ ავტორთადაუსახელებლად, ოღონდ ავტორთა დაუსახელებლად, რათა ეკლესიაში მშვიდობა არ დარღვეულიყო. მაგრამ სირიაში მღელვარება მაინც არ ცხრებოდა, რის გამოც შფოთის ამტეხთა მიმართ შედარებიღ მკაცრი ზომების მიღება გახდა საჭირო. ნესტორის ზოგიერთი მიმდევარი კანონსაწინააღმდეგო საქციელის გამო ქვეყნიდან გააძევეს. გძევებულებმა თავშესაფარი სპარსეთში ჰპოვეს. იქ მათ მეფის კეთილგანწყობილების მოპოვება შეძლეს და მისი მფარველობით ედესაშისასწავლებელი დააარსეს, სადაც თავიანთი სწავლების გასავრცელებლად მქადაგებელთა მომზადება დაიწყეს. მათ მართლაც შეძლეს გაევრცელებინათ ნესტორის მოძღვრება ეგვიპტეში, სირიაში, ინდოეთში და თვით ჩინეთშიც კი. ნესტორის ერთმა ყველაზე თაგამოდებულმა მიმდევარმა ბარსუმამ სპარსეთში მართლმადიდებელი ქრისტინების სასტიკი დევნით გამოიჩინა თავი. ნესტორის მიმდევრები ისე გაძლიერდნენ, რომ კტესიფონში თავიანთი პატრიარქი დაადგინეს, რომელსაც კათოლიკოსი უწოდეს. ნესტორის მიმდევრები სპარსეთში ქალდეველ3 ქრისტიანთა სახელწოდებით ბოლო დრომდე არსებობდნენ. ეს სახელწოდება მათ ნაწილობრივ იმიტომ მიიღეს, რომ ძველი ქალდეის ადგილებში ცხოვრობდნენ, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ქალდეურ ენას იყენებდნენ. ოსტ-ინდოეთში ისინი ქრისტიანი თომისტების სახელით არიან ცნობილნი, რომელიც თომა-ბარსუმას სახელისაგან წარმოსდგება. ზოგიერთი ისტორიოსის აზრით კი, ამ სახელს მოციქული თომას4 ხსოვნის პატივსაცემად ატარებდნენ, რომელმაც ინდოეთში ქრისტიანობა პირველმა იქადაგა.
მალე კონსტანტინეპოლში ახალი შფოთი წარმოიშვა. ღვთისმოსავი ეპისკოპოსები, რომელთათვისაც მთავარი ეკლესიის კეთილდღეობა და მშვიდობა იყო, საღვთისმეტყველო კამათების წამოწყებას, რაც ასე საშიშია ქრისტიანული სიყვარულისთვის, ერიდებოდნენ. მათ იცოდნენ, როგორ აღვივებს ამგვარი კამათები ურთიერთმტრობას, როგორ ხშირად ემსახურებიან ისინი ცალკეულ პირთა ანგარებიან მიზნებს და როგორ ხდებიან იარაღი სიძულვილისა და პატივმოყვარეობისა. მაგრამ, სამწუხაროდ ასეთი ეპისკოპოსებიც აღმოჩნდნენ, რომელნიც თავიანთი პირადი მიზნებისთვის მღევარებას ხალისით იწვევდნენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება წმ. კირილეს5 მემკვიდრე ალექსანდრიის კათედრაზე6, დიოსკორე7. ქედმაღალი და უფლებისმოყვარე დიოსკორესათვის კონსტანტინეპოლის კათედრის პირველობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველობა არავითარ ძალაუფლებას არ იძლეოდა, უსიამოვნო ფაქტს წარმოადგენდა. მოჰქონდა რა თავი ჭეშმარიტების მოშურნე დამცველად, დიოსკორე ყველგან ერესის კვალს ეძებდა, განუწყვეტლივ აყენებდა ახალ-ახალ ბრალდებებს და ხან ერთსა და ხან მეორე ეპისკოპოსს კიცხავდა, რაც, ბუნებრივია, შფოთის მიზეზი ხდებოდა. მისი დევნის პირველი ობიექტი თეოდორიტე კვირელი გახდა, რომელსაც მეფის წინაშე ცილი დასწამა და ანათემას გადასცა. მალე ქრისტიანული სამყაროს აღშფოთება დიოსკორეს სხვა საქმეებიც გამოიწვევს.
კონსტანტინეპოლის ერთ-ერთი მონასტრის, არქიმანდრიტი8 ევტიქი, რომელმაც თავი როგორც ნესტორის შეურიგებელმა მოწინააღმდეგემ, ისე გამოიჩინა, მეორე უკიდურესობაში ჩავარდა და ახლა ერესის ერთ-ერთი მამამთავარი გახდა. მისი მტკიცებით, რამდენადაც უფალი იესო ქრისტეში ღმრთეებრივმა ბუნებამ კაცობრივი ბუნებამ მთლიანად შთანთქა, განხორციელების შემდეგ მისი მხოლოდ ერთი ბუნება, - ღმრთეებრივი უნდა ვაღიაროთ. ზოგიერთმა ეპისკოპოსმა ევტიქი მონოფიზიტური ერეტიკული შეხედულებებისათვის დედაქალაქის პატრიარქის ფლაბიანეს9 წინაშე ამხილა, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმაამ შეხედულებათა კონსტანტინეპოლის ადგილობრივ კრებაზე განხილვა მოითხოვა, რომელიც სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა. სათნოსა და მშვდობისმოყვარე ფლაბიანეს არავითარი სურვილი არ ჰქონდა კამათის წამოწყებისა, რადგან კარგად იცოდა, რომ ამგვარ განყენებულ საკითხზე მსჯელობისას ყოველგვარ დაუფიქრებელ გამოთქმას, ადვილი შესაძლებელი იყო, ერესის მნიშვნელობა მისცემოდა. ეშინოდა რა ეკლესიაში სულ ცოტა ხნის წინათ დამყარებული მშვიდობი დარღვევისა, იგი შეეცადა, ევტიქი გონს მოიყვანა და მის შეხედულებათა სიმცდარეში დაერწმუნებინა, მაგრამ ამაოდ. მაშინ კრება იძულებული გახდა მიეღო საჩივარი და ევტიქი პასუხისათვის გამოიძახა, მაგრამ მან გამოცხადებაზე უარი თქვა. მაშინ ფლაბიანემ შეუთვალა, რომ არაფრის შიში არ უნდა ჰქონოდა, რადგან ცდომილებისაგან არავინაა დაზღვეული. მთავარია, მისი აღიარებისა არ შერცხვენოდა. მესამედ მოწვევის შემდეგ ევტიქი კრებაზე შეიარაღებული მცველის (!) თანხლებით მივიდა. ეპისკოპოსების კითხვებზე იგი ორაზროვან პასუხებს იძლეოდა, ხოლო ფლაბიანეს მეტად აგდებულად ექცეოდა.
კრებამ ევტიქი ერესში ამხილა და მისთვის საეკლესიო ხარისხის ჩამორთმევის დადგენილება გამოიტანა. ევტიქი ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და საქმის ხელახლა გადახედვა მოითხოვა. ამ მიზნით, მან წერილები მისწერა ეპისკოპოსებს და მათ შორის რომის პაპს, ლეონ დიდსაც10. იგი ფლაბიანეს ნესტორის ერესის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა, მაგრამ პაპმა საქმის ნამდვილი ვითარება თვითონ ფლაბიანესაგან გაიგო და თავის წერილში გადმოსცა ეკლესიის სწავლება ქრისტეში ორი ბუნების შეერთების შესახებ: ღმრთეებრივისა და კაცობრივისა. როგორც ვხედავთ, ეს სწავლება ევტიქის შეხედულებათა საპირისპირო იყო, მაგრამ მას ძლიერი მფარველების იმედით ფარ-ხმალი არ დაუყრია. ესენი იყვნენ დედოფალი ევდოქსია და იმპერატორი თეოდოსის საყვარელი კარისკაცი ქრისანთე. ქრისანთეს ფლაბიანე სძულდა, რადგან მან ხელთდასხმისას ფული არ მისცა, ხოლო როცა სთხოვდა, პასუხობდა, რომ ეკლესიის ფული მის საჭიროებასა და ღატაკებს უნდა მოხმარებოდა. ევტიქიმ ერთგული მოკავშირე იპოვა, აგრეთვე, დიოსკორეს სახით, რომელსაც უხაროდა, რომ საშუალება მიეცა კონსტანტინეპოლის პატრიარქის წინააღმდეგ გამოსულიყო. ამ უღირსმა მოკავშირეებმა ფლაბიანეს ერესში დასდეს ბრალი და მეფე დაარწმუნეს, რომ კრება მოეწვია ეფესოში (449 წ.).
კრებას დიოსკორე თავმჯდომარეობდა. ფლაბიანეს ბედი გადაწყვეტილი იყო. დიოსკორეს, გარდა იმისა, რომ კრებაზე ათასამდე ერთგული ბერი მოიყვანა, შეიარაღებული მეომრების რაზმიც ემორჩილებოდა. ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად კი ცბიერმა ერეტიკოსმა ხმა გაავრცელა, რომ ფლაბიანე და მისი მომხრეები ერთ უფალს - იესო ქრისტეს ორად ყოფდნენ. როცა დიოსკორემ ევტიქის სწავლება სწორად აღიარა, ზოგიერთმა ეპისკოპოსმა კრეპაზე პაპის წერილის წაკითხვა მოითხოვა, მაგრამ თავმჯდომარემ უარი თქვა და ფლაბიანე გადაყენებულად გამოაცხადა, ხოლო თეოდორიტე ვირელი და დომნე ანტიოქიელი - ერეტიკოსებად. დიოსკორეს ყოველ სიტყვას მისი მომხრეები მხარს ხმამაღლა შეძახილებით უჭერდნენ და, როგორც კრების დადგენილებანი, აქტებში შეჰქონდათ, ხოლო იმათ გამოსვლებს, რომელთაც საპირისპიროს თქმა სურდათ, ყვირილითა და ხმაურით ახშობდნენ. დააპირა თუ არა ფლაბიანემ ამ უკანონო ქმედებათა წინააღმდეგ ხმა ამოეღო, დიოსკორემ მეომრებიგამოიძახა. ისინი ბერებთან ერთად თავს დაესხნენ წმინდა პატრიარქს შეძახილებით, რომ ერეტიკოსები, რომელნიც ქრისტეს ორად გაყოფას ბედავდნენ, ცეცხლში უნდა დამწვარიტვნენ და ორად განკვეთილიყვნენ. თავდამსხმელებმა ფლაბიანეს იმდენი მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რომ იგი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. დიოსკორემ ეკლესიიდან პაპის განკვეთაც გამოაცხადა და ეს უკანონი კრება, რომელსაც ავაზაკთა კრება სამართლიანად ეწოდა, ხმაურითა და შფოთით დამთავრდა.
იმპერატორი, რომელსაც კრების მსვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, მოტყუვდა და მისი უკანონო დადგენილებანი დაამტკიცა. მაგრამ ერეტიკოსებმა სიმართლის მიჩქმალვა მაინც ვერ შეძლეს, ეპისკოპოსები კრების მესვეურთა მხრიდან ძალადობასა და შევიწროვებას ხმამაღლა უჩიოდნენ, რის გამოც პაპმა ლეონმა აღმოსავლეთის რამდენიმე ეპისკოპოსთან ერთად თეოდოსი დაარწმუნა, რომ მსოფლიო კრება მოეწვია. 450 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა თეოდოსი II11 და ტახტზე ავიდა მისი უფროსი და პულქერია12, რომელმაც სამეფო ხელისუფლება თავის მეუღლეს, მარკიანეს13 გაუყო. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ანატოლიმ14 კორონაცია - გვირგვინის კურთხევა საეკლესიო წესით შეასრულა, რაც შემდეგ ევროპულ ქვეყნებში ტრადიციად იქცა. გაცხოველებული მიწერ-მოწერა მომავალი კრების თაობაზე ახლა რომის პაპს ლეონსა და პულქერიასა და მარკიანეს შორის გაიმართა. 451 წლის 17 მაისის ბრძანებით მარკიანემ კრების გახსნა ნიკეაში პირველ სექტემბერს გამოაცხადა, მაგრამ შემდეგ იგი საზოგადოების მოთხოვნით ქალკედონში15 გადაიტანეს.
კრების სხდომები, რომელთაც 630 ეპისკოპოსთან ერთად იმპერატორიცა და დედოფალიც ესწრებოდნენ, წმ. მოწამე ეფვიმიას სახელობის ტაძარში ტარდებოდა, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ანატოლის თავმჯდომარეობით. მამებმა გაკიცხეს ევტიქის ერეტიკული მოძღვრება და იგი დიოსკორესთან16 ერთად განკვეთეს. კრებაზე კიდევ ერთხელ იქნა მხილებული და დაგმობილი ნესტორის ერესიც. სხდომებზე დიდი დრო დაეთმო ეკლესიის ცნობილი მოძღვრების - ბასილი დიდის17, გრიგოლ ღვთისმეტყველის18, იოანე ოქროპირის19, კირილე ალექსანდრიელისა20 და სხვათა თხზულებებიდან იმ ადგილების წაკითხვას, რომლებშიც იესო ქრისტეში ღმრთეებრივ და კაცობრივ ბუნებათა შეერთების საკითხი იყო განხილული. ეკლესიის მნათობთა ნააზრევის საფუძველზე კრებაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა დოგმატური სწავლება სამების მეორე ჰიპოსტასზე - სიტყვა ღმერთსა და მის განკაცებაზე. მის მიხედვით, იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცია, ერთარსი მამისა ღმრეთეებით და ერთარსი ჩვენი კაცებით (ადამიანურობით), ჩვენივე მსგავსი გარდა ცოდვისა. ღმრთეებით მამისგან შობილი უწინარეს ყოვლისა საუკუნეთა, ხოლო კაცობრივად ჩვენთვის და ჩვენივე ხსნისთვის შობილი ქალწულისაგან მარიამისა. განხორციელების შემდეგ ერთი პირია, მაგრამ ორი ბუნების მქონე, რომელიც მასში შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად და განუყრელადაა შეერთებული.
როგორც კი სარწმუნოებრივი განსაზღვრება ხმამაღლა იქნა წაკითხული, იგი კრებამ ერთსულოვნად მიიღო. ქალკედონის კრებამ დაამტკიცა, აგრეთვე, წინა სამი მსოფლიო კრების21 განსაზღვრებანი. სულ მის მიერ გამოცემული იყო 30 კანონი, მათგან განსაკუთრებით საინტერესოა 28-ე კანონი, რომლის მიხედვითაც კონსტანტინეპოლის კათედრა რომის შემდეგ რიგით მეორედ, მაგრამ ღირსებით მის თანაბრად ცხადდება. ამ კანონში ნათქვამი იყო, რომ „ქალაქი, რომელიც ღირსი გახდა პატივისა ჰქონდეს მეფობა და სენატი და სარგებლობს იმავე უპირატესობით, რითაც რომი - უძველესი დედაქალაქი, საეკლესიო მიმართებითაც იმ სიმაღლეზე უნდა ამაღლდეს, როგორზეც რომია და და იყოს მეორე მის შემდეგ. ამიტომ ვადგენთ, რომ: ზემოთ დასახელებული კონსტანტინეპოლის უწმინდესი ეკლესიის უწმინდეს ტახტს ჰქონდეს უფლება პონტოს, აზიის და თრაკიის მიტროპოლიტებისთვის ხელდასხმისა, ხოლო ამ ეპარქიების იმ ოლქებში, რომლებიც ბარბაროსებს უპყრიათ, - ეპისკოპოსებისთვისაც. დასახელებული დიოცეზების მიტროპოლიტები, ღმრთეებრივი კანონის თანახმად, ეპარქიის ეპისკოპოსებს, ამ ეპარქიის ეპისკოპოსთა თანამონაწილეობით, თვითონ აკურთხებენ, ხოლო რაც ზემოთ დასახელებული დიოცეზების მიტროპოლიტებს შეეხება, ისინი ქიროტონიას კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსისაგან მიიღებენ, მას შემდეგ, რაც კანონიერად იქნებიან არჩეულნი და ამის თაობაზე უწყებაც იქნება წარდგენილი“.
ამ კანონმა ბიზანტიის ისტორიაში ეპოქა შექმნა. მთავარი კონსტანტინეპოლის ძველ რომთან სამართლებრივი გათანასწორება კი არ იყო, არამედ პატივის ამაღლება და რომის შემდეგ მეორე ადგილის დამკვიდრება. ამ კანონის საბოლოო რედაქციის შემდგენელი თითქოს წინასწარ ხედავდა, რომ ჩქარა დადგებოდა დრო, როცა ძველი რომი ადრინდელი პოლიტიკური უპირატესობით ვეღარ ისარგებლებდადა მაშინ უკვე ახალ რომს - კონსტანტინეპოლს ექნებოდაყველა საფუძველი მისი მემკვიდრე ყოფილიყო ქრისტიანულ სამყაროში. ცნობილია, რომ მეცხრე საუკუნეში რომთან კამათის დროს კონსტანტინეპოლმა სწორედ ეს კანონი გამოიყენა.
462 წლის 7 თებერვალს ედიქტით იმპერატორმა კრების დადგენილებანი დაამტკიცა. ედიქტში აღნიშნული იყო, რომ: „აღსრულდა საყოველთაო მოლოდინი, ბრძოლა მართლმორწმუნეობის გამო შეწყდა და მისი ერთობა ხელახლა აღდგა. ახლა უკვე აღარ ექნება ადგილი მტრობას, რადგან მხოლოდ უღმრთოს შეუძლია იფიქროს, რომ ამდენი ეპისკოპოსის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, მისი ჭკუისთვის გადასაწყვეტი რაღაც მაინც დარჩა“.
მიუხედავად ამისა, შფოთი და მღელვარება ეკლესიაში მაინც არ ჩაწყნარებულა. ეგვიპტემ, სირიამ, პალესტინამ და სომხეთმა ქალკედონის კრების დადგენილება არ მიიღეს და ეკლესიის მთლიანობას ჩამოშორდნენ. ეგვიპტისა და სირიის ეკლესიები, რომლებსაც I-IV საუკუნეებში მსოფლიო ეკლესიაში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა, V ცაუკუნის II ნახევარში მეორე პლამზე გადავიდნენ.
ევტიქის მონოფიზიტური ერესის მიმდევარნი (ქრისტეს ერთი ბუნების აღმსარებელნი) ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს ქალკედონის კრებამ ნესტორის ცრუ სწავლება აღიარა. დიოსკორეს მრავალრიცხოვანმა მომხრეებმა ალექსანდრიის ახალი პატრიარქი პროტეროსი22 დრტვინვით მიიღეს და რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევაც მოკლეს. ეგვიპტური წარმოშობის ბერმა თეოდოსიმ, რომელიც კრებას ესწრებოდა, პალესტინაში სახალხო ამბოხება მოაწყო. მან ადვილად შეძლო გაუნათლებელი ბერების დარწმუნება, რომ თითქოს ქალკედონის კრებამ მამების მიერ რწმენის დამტკიცებული სიმბოლოსაგან განსხვავებული სარწმუნოებრივი განსაზღვრებანი მიიღო. ბერები, რომელთა რიცხვმაც ათი ათასს მიაღწია, თეოდოსის წინამძღოლობით დამნაშავეთა ბრბოდ იქცნენ, თავიანთი მონასტრები და უდაბნოს კელიები მიატოვეს და იერუსალიმში შეიჭრნენ. ისინი არც ხანძრის გაჩენასა და არც მკვლელობებს არ ერიდებოდნენ, ბოლოს საპყრობილეებში შეამტვრიეს და ქალაქში ჩაიკეტნენ. იერუსალიმის მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსი იუბენალი23 ჩამოაგდეს და გააძევეს, ხოლო მის მაგივრად თეოდოსი აირჩიეს. როცა ამ გაუგონარი ამბების შესახებ იმპერატორმა მარკიანემ შეიტყო, მეამბოხეთა წინააღმდეგ ჯარი გააგზავნა. თეოდოსი და მისი მომხრეები იერუსალიმიდან გაიქცნენ და სინას მთას მიაშურეს, სადაც, სამწუხაროდ, ახალი მომხრეები გაიჩინეს. იმპერატორმა იერუსალიმის კათედრაზე იუბენალი დააბრუნა, მაგრამ შფოთსა და მღელვარებას ბოლო მაინც არ უჩანდა. იმპერიის ხელისუფლებამ ამბოხება პოლიტიკურად კი ჩააწყნარა, მაგრამ რელიგიურად ვერა. შეიძლება ითქვას, რომ ქალკედონის კრების შედეგები შინაურმა თუ გარეშე მტრებმა ბიზანტიის იმპერიის დასასუსტებლად გამოიყენეს, რადგან მონოფიზიტობის სირიელებისა და ეგვიპტელების ეროვნულ გრძნობებთან გაიგივება შეძლეს, რის შედეგადაც პროვინციების დაპირისპირება ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომელიც დიოფიზიტობას იცავდა, გამძაფრდა და შეურიგებელი ხასიათი მიიღო.
ქალკედონის კრების დადგენილებებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია ეგვიპტემაც და ეს გასაგებიცაა, - ავაზაკების კრების მოთავე დიოსკორე იქიდან იყო. არეულობა იქ ალექსანდრიელმა ხუცესმა ტიმოთე ელურმა24 წამოიწყო, რომელსაც „ცოფიანი“ უმიზეზოდ როდი ეწოდა. მას შემდეგ, რაც ალექსანდრიის მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსი პროტერიოსი ღდგომის დღეს სანათლავში მოკლეს და მისი აკაფული გვამის ნაწილები ქალაქში ათრიეს, ხოლო ქალაქის დამცველი გარნიზონი ვერაგულად გაანადგურეს, ბარბაროსმა მწვალებლებმა ტიმოთე არქიეპისკოპოსად გამოაცხადეს. მან სინოდის პირველივე სხდომაზე არა მხოლოდ ქალკედონის კრების მომხრე ეპისკოპოსები, არამედ მეფეცა და პატრიარქიც განკვეთილად გამოაცხადა, საეკლესიო დიპტიქებიდან მთავარეპისკოპოსი პროტერიოსის სახელი ამოშალა და მის ნაცვლად დიოსკორე შეიტანა.
457 წელს, იმპერატორი მარკიანეს გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტზე სამხედრო პირი, წარმოშობით თრაკიელი ლეონი25 ავიდა, რომელიც ისტორიაში ლეონ I დიდის სახელითაა ცნობილი. ამ დროისათვის ერესის მძვინვარების გამო ქვეყანაში მეტისმეტად მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა შეიქმნა. მონოფიზიტურმა ერესმა სწრაფად მოიკიდა ფეხი სირიაშიც. იქ მღვდელმა პეტრე ფულონმა (მკაწვრელმა) ანტიოქიის მართლმადიდებელი ეპისკოპოსის მარტიროსის(461—465) წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი პარტია ჩამოაყალიბა, ტახტიდან ჩამოაგდო და მისი კათედრა თვითონ დაიკავა. მწვალებელი ეპისკოპოსის მიერ მოწვეულმა კრებამ ქალკედონიტი დიოფიზიტები ანათემას გადასცა.
იმპერატორ ლეონს დიდი გონიერების გამოძჩენა მოუხდა იმპერიის პროვინციაში ერეტიკოსთა ამბოხების ჩასაწყნარებლად. ტიმოთე ელურზე გამოგზავნილი საჩივრები მან ყველა ეპისკოპოსს დაუგზავნა და ალექსანდრიაში შექმნილ ვითარებაზე აზრი ჰკითხა. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ ტიმოთე ელურის ქრისტიანისათვის სრულიად შეუფერებელი საქმეები დაგმო, გადაწყვეტილება უცბად მაინც არ მიუღია. იმპერატორმა ტიმოთე კონსტანტინეპოლში გამოიძახა და მხოლოდ რომის პაპის ლეონის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ იგი ხერსონესზე გადაასახლა. თუმცა, ძნელად, მაგრამ შფოთის ჩაცხრომა შემდეგში ანტიოქიაშიც მოხერხდა, ერეტიკოსი ეპისკოპოსი პეტრე(465—466, 474—475 და 475) განდევნილ იქნა და ქალკედონის კრების მომხრეებმა თავიანთი ადგილი დაიბრუნეს.
474 წელს ლეონ I, რომელსაც ეკლესიასთან მიმართებაში სწორად გატარებული პოლიტიკის გამო დიდი ეწოდა, გარდაიცვალა. რადგანაც მემკვიდრედ გამოცხადებული მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი ლეონი მოულოდნელად მოკვდა, ტახტზე ლეონ I-ის სიძე, მისი ქალიშვილის, არიადნეს, მეუღლე ზენონი26 ავიდა, რომელიც წარმოშობით ისავრიელი იყო.
ქალკედონის კრებიდან ოცდაათი წელი იყო გასული, მაგრამ სარწმუნოებრივ საკითხებთან დაკავშირებულ მტრობასა და შუღლსბოლო არ უჩანდა. ამიტომ, საეკლესიო პარტიების შესარიგებლად 482 წელს ზენონმა კონსტანტინეპოლის პატრიარქის აკაკის შთაგონებით ე.წ. გაერთიანების აქტი - ჰენოტიკონი27 გამოსცა, რომელშიც, მართალია, ოთხი მსოფლიო კრების დადგენილებებს ამტკიცებდა, მაგრამ სამაგიეროდ, საკითხს ქრისტეს ორი ბუნების შესახებ გვერდს დუმილით უვლიდა. ზენონის მიერ შედგენილი აქტი, ერთი მხრივ, ამტკიცებდა ქრისტეს ჭეშმარიტ კაცობრიობას და ჭეშმარიტ ღმრთეებრიობას, როგორც ეს პირველ სამ მსოფლიო კრებაზე იყო დადგენილი, გმობდა ნესტორისა და ევტიქის28 ერესებს, მაგრამ მეორე მხრივ, გაურბოდა გამოთქმებს - ერთი და ორი ბუნება. ჰენოტიკონი სასულიერო წრეებს - ეპისკოპოსებსა და ბერებს დაურიგეს, რათა დიოფიზიტებისა და მონოფიზიტების დაახლოება მომხდარიყო, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია. ამ აქტის წარუმატებლობის მიზეზი მისი ორმხრივობა და გაურკვევლობა იყო. მონოფიზიტები უკმაყოფილონი დარჩნენ იმიტომ, რომ მასში საწინააღმდეგო თვალსაზრისი ქალკედონის კრებისა ცხადად არ იყო გამოთქმული, ხოლო დიოფიზიტები იმიტომ, რომ ქალკედონის კრების მიერ მიღებული განსაზღვრება ქრისტეს ორი ბუნების შესახებ უგულვებელყოფილი იყო. ამასთან ზენონს არ ჰქონდა უფლება საეკლესიო კრების გარეშე ამგვარი დადგენილების მიღებისა. ფაქტობრივად მან თავის თავზე საეკლესიო კრების ფუნქცია აიღო.
აქვე შევნიშნავთ, რომ იმპერატორის მიერ მშვიდობის დასამტარებლად არჩეული გზა მსოფლმხედველობრივადაც მცდარი იყო, რადგან ჭეშმარტიტ სარწმუნოებასთან ერესის შერიგება ისევე შეუძლებელია, როგორც ცეცხლისა და წყლის ერთმანეთთან შენივთება. კამათი გრძელდებოდა. მონოფიზიტები სექტებად დაიყვნენ29 და როგორც მართლმადიდებლებთან, ასევე ერთმანეთთან განუწყვეტლივ შუღლსა და მტრობაში იყვნენ. სამწუხაროდ, ერესით ანტიოქიის ზოგიერთი პატრიარქიც დაავადდა. მაგალითად, პეტრე ფულონი ამტკიცებდა, რომ ჯვარს სამების არა ერთი პირი ეცვა და ივნო, არამედ მთელი სამება. ამიტომ სამწმიდას გალობას - წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, მიუმატა სიტყვები - ჩვენთვის ჯვარცმულო. მისმა მიმდევრებმა განსაკუთრებული სექტა შექმნეს. პეტრეს სწავლება სომეხთა ეკლესიამაც გაიზიარა, რომელმაც თავის დროზე ქალკედონის კრების სარწმუნოებრივი განსაზღვრება არ სცნო. სამწუხაროდ, ქალკედონის კრებას არც ზენონის მომდევნო იმპერატორი ანასტასი30 სცნობდა და თავისი მრწმანსის გავრცელებას მართლმადიდებლების შევიწროვებითა და დევნით ცდილობდა. უთანხმოება ჩამოვარდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორისაც. ჰენოტიკონის შედგენაში მონაწილეობის მიღებისათვის რომის პაპმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი აკაკი31 გაკიცხა და მისი ხსენება დიპტიქიდან ამოიღო. ეს უთანხმოება 35 წლის განმავლობაში გაგრძელდა და მისი მოგვარება მხოლოდ იმპერატორ იუსტინე I32-ის დროს გახდა შესაძლებელი. ამ ფაქტში თვითონ იმპერატორს მიუძღოდა დიდი წვლილი. ქალკედონიტი იუსტინე ეკლესიაში ერთიანობის აღსადგენად არც მკაცრი ზომების მიღებაზე ამბობდა უარს. მან 50 (?!) სირიელი მონოფიზიტი ეპისკოპოსი გადააყენა და განდევნა.
ამით დამთავრდა ერთი დიდი ეპოქა ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში, რომელიც დაკავშირებულია უამრავ ინტრიგასთან და შიდა განხეთქილებასთან, გავლენისათვის ბრძოლებთან სამეფო კარზე და ეკლესიაში... და იწყება ახალი ეპოქა, რომელსაც სათავეს უდებს ისეთი დიდი იმპერატორი და მოღვაწე, როგორიცაა იუსტინიანე I. ისევ გრძელდება შიდა ბრძოლები, დაპირისპირებები და ინტრიგები...
სქოლიოები
1. მსოფლიო მესამე საეკლესიო კრება ჩატარდა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულო იქნა კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ნესტორის (428-431) ცრუ სწავლებათა განსასჯელად. კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, მაგრამ სამგზის მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა. მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი ერეტიკული სწავლების განხილვა. კრების სხდომები გრძელდებოდა 22 ივნისიდან 31 აგვისტომდე. ეფესოს კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: კირილე ალექსანდრიელი, იუბენალ იერუსალიმელი, მემნონ ეფესელი (რომის პაპი ცელესტინე, ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)... შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა (ნესტორიანელობა) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის „თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“.
2.პროკლე (ბერძნ. Πρόκλος) - კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი 434-447 წწ. წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 ნოემბერი, ახალი სტილით - 3 დეკემბერი. წმიდა იოანე ოქროპირის (+407; ხს. 26 ნოემბერს) მოწაფე, რომელმაც ნეტარი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი - მღვდლად. წმინდა პრკოლემ საკუთარი თვალებით იხილა, თუ როგორ ეცხადებოდა პავლე მოციქული წმინდა იოანე ოქროპირს მისი ეპისტოლეების თარგმანების წერისას. თავისი წმინდა მოძღვრის დახმარებით პროკლემ საოცრად გაიღრმავა საღვთო წერილის ცოდნა და ნააზრევის სრულყოფილი ფორმით გადმოცემის უნარიც შეიძინა. იოანე ოქროპირის გადასახლებისა და მიცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის წმინდა პატრიარქმა სისინიუსმა (426-427) პროკლეს ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მაგრამ ერეტიკოს ნესტორიანელების გავლენით იგი ეპარქიიდან განდევეს და პროკლე დედაქალაქში დაბრუნდა. წმინდა მწყემსმთავარი კონსტანტინოპოლის ტაძრებში ქადაგებდა, მრევლს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცებდა და უშიშრად ამხელდა უსჯულო მწვალებლობას. პატრიარქ სისინიუსის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პროკლე აღასაყდრეს. ნეტარი მამა თორმეტი წლის მანძილზე (434-447) მესაჭეობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. მისი ძალისხმევით წმინდა მეფის, თეოდოსი II-ის (408-450) ზეობის ჟამს იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები კომანიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. პროკლეს პატრიარქობისას იმპერიას თავს დაატყდა გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ბითვინიაში, ჰელესპონტში, ფრიგიაში მთელი ქალაქები ინგრეოდა, მდინარეები მიწის ქვეშ იკარგებოდა, ოდესღაც უწყლო ადგილებში კი დამღუპველი წყალდიდობები ხდებოდა. კონსტანტინოპოლელები პატრიარქისა და იმპერატორის წინამძღვრობით გადიოდნენ ხოლმე ქალაქიდან, პარაკლისებს აღასრულებდნენ და უფლისგან ამ არნახული უბედურების შეწყვეტას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ასეთი პარაკლისის დროს უჩინარმა ძალამ ერთი ბიჭუნა ჰაერში აიტაცა. შემდგომ ყმაწვილი სრულიად უვნებელი დაბრუნდა მიწაზე და შემოკრებილებს ამცნო, რომ იქ, მაღლა, მან ნახა და გაიგონა ანგელოზებრივი საგალობელი: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო“. სამწმიდას საგალობელი მთელმა ხალხმა აიტაცა, თან დაამატა: „შეგვიწყალენ ჩუენ“ და მიწისძვრაც შეწყდა. აქედან მიეცა დასაბამი ამ ლოცვას, რომელიც ყველა ღვთისმსახურების განუყოფელ ნაწილად იქცა. საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით მოსილი პატრიარქი ღრმად მოხუცებული მიიცვალა 447 წელს.
3. ქალდეველები (ბაბილონურად Kaldu; ებრ. כשדים-ქასდიმ; ძვ.-ბერძნ. Χαλδαίοι) — სემიტ-ბერძნ სამხრეთ ბაბილონის მკვიდრი არამეული მოდგმის ხალხი, ცხოვრობდა ქალდეს ანუ ქალდუს ქვეყანაში, რაც უძველესი ცივილიზიაციის ერთ-ერთი აკვანია სამხრეთში, ტიგროსსა და ევფრატს შორის ძვ. წ, აღ-ით VII საუკუნეში. აქ ჩამოყალიბდა ახალი ბაბილონური დინასტია მესოპოტამია (შუამდინარეთი). ბერძნები და რომაელები დასაბამიდან იცნობდნენ ქალდეველ ასტროლოგებს, ვარსკვლავთმრიცხველებს, მოგვებს, მათი აღმოსავლური სიბრძნის სალაროს. ნეოპლატონიზმი მაღალ შეფასებას აძლევდა ქალდეველთა ორაკულს, მისნობას, მაგიას, მითოლოგიურ სამყაროს. ბერძნები ქალდეველებს ბაბილონელებად მიიჩნევდნენ.
4. წმიდა მოციქული თომა - ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, მარჩბივად წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში. ხსენება - 6 (19) ოქტომბერი.
სახელი "თომა" არამეულია . ბერძნულად გამოითქმის როგორც "დიდიმ". ორივე სახელი ნიშნავს "ტყუპისცალი ანუ მარჩბივი" (იოან.21:2). გადმოცემით თომა მოციქული გალილეას პენეადიდან იყო. თომა მოციქული გამოირჩეოდა სკეპტიციზმით (იოან.14:4-5)ასევე (იოან.20:25-29).

5. კირილე I – ალექსანდრიის პატრიარქი (412-444) , მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 იანვარი და 9 ივნისი, ახალი სტილით - 31 იანვარი და 22 ივნისი.
6. ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია (ბერძნ. Πατριαρχεῖο Ἀλεξανδρείας καὶ πάσης Ἀφρικῆς) – ავტოკეფალური, მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესია, უკავია მე–2 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის დიფტიქში. დაარსებულია მოციქულების მიერ. უკანასკნელ პერიოდში ალექსანდრიის საპატრიარქო ატარებს ინტენსიურ მისიონერულ მოღვაწეობას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ვიქტორიის ტბის სანაპიროზე – კენიაში, ტანზანიაში და უგანდაში. მაგალითად უგანდის 20 მლნ. მოსახლეობიდან 1,5 მლნ მართლმადიდებელია. კენიაში, კონგოში და კამერუნში ეს ციფრი 1 მილიონს აღწევს. ტანზანიაში და სარ–ში – 40 000, მადაგასკარში – 15 000, განაში – 10 000, ბენინში – 2 000 და სხვა. ამჟამად აფრიკის კონტინენტზე არის 6 მლნ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება. აფრიკელი მართლმადიდებლები აქტიურად მონაწილეობენ საეკლესიო ცხოვრებაში, ცდილობენ აწარმოონ ჰუმანიტარული სამუშაოები, მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა. გადმოცემის მიხედვით ალექსანდრიის ეკლესია დაარსებულია მახარებელ მარკოზის (გ. 63 წელს) მიერ ალექსანდრიაში (ელინისტური ეგვიპტე). კონსტანტინოპოლისაღზევებამდე ალექსანდრია იყო მთავარი ქრისტიანული ცენტრი აღმოსავლეთში, მისი ეპისკოპოსები ატარებდნენ (და დღესაც ატარებენ) "პაპის" ტიტულს (ალექსანდრიის პატრიარქის სრული წოდებაა: სრულიადაფრიკისადადიდისაქალაქისალექსანდრიისპაპიდაპატრიარქი). V– VI საუკუნეების მიჯნაზე ეკლესია ძალზედ დაასუსტა მონოფიზიტურმა ერესმა. ზოგიერთი ისტორიკოსის შეფასებით VII საუკუნის დასაწყისისათვის 6 მილიონიანი ეგვიპტის მოსახლეობიდან მართლმადიდებელი იყო მხოლოდ 300 000, დანარჩენები კი მისდევდნენ მონოფიზიტობას.
7. დიოსკორ I (444-451), გადაყენებულია ქალკედონის კრების მიერ, მაგრამ არა ქალკედონელების მიერ აღიარებულია პატრიარქად 454 წლამდე. (ბერძნ.Διόσκορος Α΄ Αλεξανδρείας; გარდაიცვალა 4 სექტემბერს 454) — ალექსანდრიის პატრიარქი, წმ. კირილეს მემკვიდრე კათედრაზე, საეკლესიო ისტორიაში შეიძინა სახელი ერეტიკოს ევტიქის დაცვისათვის და მონოფიზიტურ ამბოხში მონაწილეობით. ევტიქიმ, რომელიც გასამართლებული იყო ერესის გამო კონსტანტინეპოლის კრებაზე 448 წელს, კონსტანტინეპოლის პეტრიარქის ფლავიუსის თავმჯდომარეობით, ნახა ძლიერი მფარველი უძლეველი მინისტრის ქრისაფიასა და თავად იმპერატორ ფეოდოსია უმცროსის სახით. მათ შეუერთდა დიოსკორეც. ევტიქიანელობა განვითარდა ალექსანდრიული მსოფლმხედველობის უკიდურესობისაგან, და დიოსკორემ, როგორც ალექსანდრიული ეკლესიისა და საღვთისმეტყველო სკოლის წარმომადგენელმა, მიზანშეწონილად სცნო მიეღო იგი საკუთარი მფარველობის ქვეშ მისი მოწინააღმდეგე ანტიოქიური ქრისტოლოგიის წინაარმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, საღვთისმეტყველო დაპირისპირებაში აღრეული იყო ბრძოლა იუერარქიული პირველობისათვის. კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსები, სარგებლობდნენ რა იმპერატორთან სიახლოვით, მიიღეს პირველობა აღმოსავლეთის სხვა ეპისკოპოსებთან მიმართებაში და შესაბამისად ძალიან დიდი გავლენა მოიხვეჩეს საეკლესიო საკითხების გადაწყვეტის მხრივ. ალექსანდრიული სკოლა, როგორც უძველესი და სამოციქულო წარმომავლობის ეკლესია, შეეძლო ჩაეთვალა თავი მსგავსი აღმატებული ხარისხის ტარებისა, და ამის გამო ზოგიერთი ალექსანდრიელი ეპისკოპოსი უპირისპირდებოდა და ჯიბრში ედგა კონსტანტინეპოლელ ეპისკოპოსებს. მათ რიცხვში იყო დიოსკორეც. მან იცოდა, რომ ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა თეოფილემ გაასამართლა კონსტანტინეპოლელი ეპისკოპოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კირილე ალექსანდრიელმა - ნესტორი. ევტიქის საქმე მისთვის წარმოადგენდა ხელსაყრელ შემთხვევას, გაეტარებინა ინტრიგები კონსტანტინეპოლის პატრიარქის ფლაბიანეს წინააღმდეგ და ყოფილიყო მისი მოსამართლე. იმპერატორმა მოიწვია 449 წელს კრება ეფესოში ევტიქის საქმეთა განსახილველად. კრებაზე თავმჯდომარეობა წილად ხვდა დიოსკორეს, რომელიც აშკარად ბოროტად იყენებდა საკუთარ მდგომარეობას: ევტიქის მოწინააღმდეგეები კრებიდან განკვეთილ იქნენ, მისი მომხრეები და ფლავიანეს მოწინააღმდეგეები მიწვეულ იქნენ კრებაზე, თუმცა ისინი კანონის თანახმად მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. ფლავიანე კრების წინაშე წარდა როგორც განსასჯელი. ის გაასამართლეს ახალი დოგმატების შემოღებისათვის და გადაასახლეს, რის შემდეგაც მალე გარდაიცვალა. მასთან ერთად გაასამართლეს ევსევი დორილეველი, რომელიც ევტიქის ბრალმდებელი იყო კონსტანტინეპოლის კრებაზე, და დომნე, ანტიოქიის პატრიარქი. ევტიქი გამართლებულ იქნა. თუმცა, დიოსკორეს ზეიმი ხანმოკლე აღმოჩნდა. კრების წინააღმდეგ მიმართული სუსტი პროტესტები აღმოსავლეთსი გაძლიერდა პაპ ლეონ I დიდის მეცადინეობით. მან მოიწვია კრება რომში და განსაჯა „ეფესოს ავაზაკთა (ყაჩაღთა) კრება“, დიოსკორე და ევტიქი, რის შესახებაც მისწერა კონსტანტინეპოლის ეკლესიას, სენატსა და ხალხს. ამ დროს, თეოდოსე მოკვდა და ტახტი დაიკავა მარკიანემ, რომელმაც ცოლად პულქერია, თეოდოსის და, შეირთო. ახალი იმპერატორის განკარგულებით 451 წელს ქალკედონში შეიკრიბა საეკლესიო კრება. მსოფლიო მეოთხე საეკლესიო კრების პირველსავე სხდომაზე, მოხდა „ავაზაკთა კრების“ მხილება და განკითხვა. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა უსამართლობა და ძალადობა, რომელსაც მიმართავდა დიოსკორე ეფესოს კრებაზე, და იგი გასამართლებულ იქნა ძალადობისათვის და იმ ერესისათვის, რომელშიც იგი იმყოფებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ კრტებამ გაასმარლა დიოსკორე კერძო ბრალდებებით მის წინააღმდეგ. ამ ბრალდებებმა იგი წარმოაჩინეს ყველაზე ცუდი მხრით. დიოსკორე გადასახლებულ იქნა პათლაგინში, სადაც გარდაიცვალა 454 წლის 4 სექტემბერს.
8. ევტიქი (ბერძნ.Ευτυχης. დაახლოებით 380-456 წწ) - კონსტანტინეპოლელი პრესვიტერი და არქიმანდრიტი, ევტიქიანელობის ერესის დამაარსებელი. მისი სახელი პირველად იხსენიება ეფესოს 431 წლის კრებაზე, სადაც იგი გამოდიოდა ნესტორის ოპონენტად. შემდეგში, აგრძელებდა რა ბრძოლას ნესტორიანელობის წინააღმდეგ, ევტიქი გადაიხარა სხვა უკიდურესობაში და გახდა მონოფიზიტობის დამფუძნებელი. არქიმანსრიტ დავლატეს სიკვდილის შემდეგ, ევტიქი გახდა კონსტანტინეპოლის ბერთა დასის ხელმძღვანელი. იგი აგრეთვე იყო კამერგერ ქრისანფიას (იმპერატორ თეოდოსი II-ის ფავორიტის) სულიერი მოძღვარი, შედეგად იგი გადაიქცა საკმაოდ გავლენიან გიგურად საიმპერატორო კარზე. ევტიქის გავლენით, იმპერატორი იწყებს ნესტორის მიმდევრების დევნას. 448 წლის 16 თებერვალს გამოიცა იმპერატორის დეკრეტი სარწმუნოების შესახებ. განკითხულ იქნა ნესტორიანელობა და ე.წ. „წმინდა კირილეს 12 ანათემა“. ნესტორის მიმდევრები ექვემდებარებოდნენ განკვეთას. 433 წლის რწმენის შესახებ კანონები ანულირებულ იქნა. 12 ანათემა გაუთანაბრთა მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს. მსგავსი თავხედური ქმედებანი რწმენის საკითხში ჯერ გაუბედავს არც ერთ წინა იმპერატორს. ევტიქის სწავლება, როგორც ერესი, განკითხულ იქნა კონსტანტინეპოლის ადგილობრივ კრებაზე 448 წლის 8 ნოემბერს. აღნიშნული კრება მოწვეულ იქნა პატრიარქ ფლაბიანეს მიერ. კრებამ აღიარა, რომევტიქის სწავლება ენატესავება აპოლინარიელობას, კრებამ იგი ერესად შერაცხა და განიკითხა. აკრძალულ იქნა მათთან საუბარიც კი. ევტიქის გავლენა სამეფო კარზე შენარჩუნებულ იქნა. ის ელოდა მსოფლიო კრებას, და 449 წლის 30 მარტს იმპერატორმა ხელი მოაწერა ბრძანებას კრების მოწვევის შესახებ. კრების მიზანი იყო ნესტორიანელობასთან ბრძოლა, რაც ევტიქის პირდაპირ ინტერესებში შედიოდა, რამეთუ ყურადღება გადაჰქონდა მონოფიზიტობის გავრცელებისაგან. თუმცა მომავალ წელს წვტიქი გაამართლა ე.წ. „ავაზაკთა მეორე ეფესოს კრებამ“, რომელიც უკანონოდ იქნა მოწვეული ალექსანდრიელი პატრიარქის დიოსკორეს მიერ. საბოლოოდ ევტიქის სწავლება განსჯილ იქნა 451 წელს ქალკედონის კრების მიერ.
9. წმინდა ფლავიანე აღმსარებელი – კონსტანტინოპოლის პატრიარქი 447-449 წწ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 თებერვალი, ახალი სტილით - 2 მარტი. იგი წმინდა მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) და მისი დის, კეთილმსახური დედოფლის პულხერიას (ხს. 23 სექტემბერს) ზეობისას განაგებდა ეკლესიას. ამ დროს ქრისტეს სამწყსოს ერთობას მომწამლველმა ერეტიკულმა სწავლებებმა საფრთხე შეუქმნა. 448 წელს, მღვდელმთავარ ფლავიანეს ძალისხმევით, კონსტანტინეპოლში მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც განიხილა და დაგმო ევტიქის ერესი, თავის ცდომაზე ჯიუტად მდგარი მღვდელმსახური კი ეკლესიიდან განკვეთა და ხარისხი აჰყარა. მწვალებელს ძლიერი მფარველი ჰყავდა იმპერატორთან დაახლოებული საჭურისის, ქრისანთის სახით. ამ უკანასკნელმა ინტრიგების მეშვეობით ევტიქის მხარეს გადმოიბირა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი დიოსკორე და იმპერატორისგან გამოითხოვა ნებართვა ეფესოში კრების მოწვევისა, რომელიც შემდგომ „ავაზაკთა კრების“ სახელით გახდა ცნობილი. ავაზაკთა კრებას დიოსკორე თავმჯდომარეობდა. მან მუქარის და ძალის გამოყენებით მიაღწია ევტიქის გამართლებას და ფლავიანეს დაგმობას. წმინდა მღვდელმთავარი დაუნდობლად გვემეს უტიფარმა ბერებმა ვინმე ვარსუმის მეთაურობით. თვით უსჯულო დიოსკორეც არ დარჩენილა განზე. ამის შემდეგ ფლაბიანეს მძიმე ბორკილები დაადეს და ეფესოდან გაძევება მიუსაჯეს, მაგრამ უფალმა აარიდა თავის რჩეულს შემდგომი სატანჯველები და შეივედრა მისი სული. კეთილმსახურმა პულხერიამ სასახლე დატოვა, მაგრამ მალე ქრისანთის ინტრიგები გამოაშკარავდა, რის შემდგომაც მეფემ გადააყენა იგი, თავისი და კი ისევ დაიახლოვა. პულხერიას ძალისხმევით წმინდა პატრიარქ ფლავიანეს უხრწნელი ნაწილები პატივით გადასვენდა ეფესოდან კონსტანტინეპოლში.
10. განმანათლებელი ლეონ I დიდი (ლათ.Leo PP. I), (390 – 461) - რომის პაპი 440 წლის 29 სექტემბრიდან 461 წლის 10 ნოემბრამდე. ახალგაზრდობაში მიიღო იმ დროისათვის ბრწყინვალე განათლება და ჰქონდა საშუალება შეექმნა საკმაოდ სერიოზული სამოქალქო კარიერა, მაგრამ იღწვოდა რა სულიერი აღმავლობისაკენ, მან აირჩია ცხოვრების სხვა გზა და გახდა არქიდიაკონი წმინდა პაპის სიქსტე III-ის (432-440) დროს, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ 440 წლის 19 აგვისტოს, არჩეულ იქნა პაპად. არჩევნები მიმდინარეობდა ლეონის დაუსწრებლად. იგი იმპერატორის ვალენტინ მესამის დავალებით იმყოფებოდა გალეთში. პაპად არჩევის რიდან მან დაიწყო ბრძოლა მანიქეველობის ერესისა და შემორჩენილი წარმართული რელიგიების წინააღმდეგ. აფრიკიდან ლტოლვილთა შთამომავლები (კართაგენი და ნუმიდია დაპყრობილ იქნა ვანდალების მიერ) მოედვნენ რომს. პაპმა ლტოლვილებს უფლება მისცა რომში დასახლებულიყვნენ იმ პირობით, თუ სრულად იტყოდნენ უარს საკუთარ წარმართულო წარსულზე. სახლახოდ დაწვეს მათი ნაწერები და ლიტერატურა. ლეონმა წამოაყენა იდეა რომის ეპისკოპოსის სხვებთან შედარებით აღმატებულობის შესახებ. ეს საბუთდებოდა იმით, რომ ქრისტეს მირდაპირი მემკვიდრე იყო პეტრე, რომელმაც თავის მხრივ დააარსა რომის ეკლესია. დასავლეთოვროპელი ქრისტიანები აღიარებდნენ ამ უფლებას ლეონ დიდისადმი, ხოლო აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქრისტიანები ეწინააღმდეგებოდნენ აღნიშნულ იდეას. 452 წელს შეხვდა ატილას, მისცა მას ზედმეტსახელი „უფლის მათრახი“ და დაარწმუნა იმაში, რომ რომი არ დაანგრიოს. ამ გამარჯვების აღსანიშნავად ლეონმა გასცა განკარგულება - იუპიტერის ქანდაკება გადაეკეთებინათ მოციქულ პეტრეს ქანდაკებად, რომელიც დადგმულ იქნა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ვატიკანში. წმ. პეტრეს ბაზილიკის გვერდით ლეონმა გახსნა ორი მონასტერი - წმ. იოანესა და წმ. პავლესი. 455 წელს შეხვდა ვანდალ გეიზერიხს, თუმცა ვერ შეძლო შეეცვალა მისი განზრახულობანი, რომ საეპყეო ქალაქი რომი. თუმცა, როდესაც გეიზერიხი შეიჭრა რომში, პაპმა შეძლო დაერწმუნებინა იგი, არ დაენგრია ქალაქი, არ დაეწვა შენობები და არ დაეღვარა უდანაშაულოთა სისხლი. ევტიქისთან მიმოწერა ჰქონდა წმინდა ფლაბიანე კონსტანტინეპოლელსაც, მიმართვაში მეოთხე მსოფლიო კრებისადმი, დაიჭირა ამ უკანასკნელის მხარე. ლეონი იყო პირველი პაპი, რომელიც დაკრძალულია წმ. პეტრეს ბაზილიკაში ვატიკანში. ოდითგანვე თაყვან იცემოდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ პაპი ლეონ დიდი. 1754 წელს პაპმა ბენედიქტე XIV მიანიჭა ლეონ დიდს ეკლესიის დოქტორის ხარისხი (doctor ecclesiae). რომაული კათოლიკური ეკლესია 1971 წლამდეთაყვანს სცემდა მას 11 აპრილს. მას შემდეგ აღინიშნება 10 ნოემბერი. ლიონის შემდეგ დარჩა მისი დიდი რაოდენობით შრომები (96 ქადაგება და 120 ეპისტოლე).
11. თეოდოსი II (10.04.401 – 28.07.450) - აღმოსავლეთ რომის იმპერის იმპერატორი 48 წლის განმავლობაში 402 წლიდან, როდესაც იგი გახდა მამის არკადიას თანამმართველი, ხოლო 408 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ, ერთპიროვნულად დაიკავა სამეფო ტახტი. მიუხედავად იმპერიის მართვის რეკორდული პერიოდისა, თეოდოსი არასოდეს არ მართავდა ქვეყანას მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებებით. იგი ამას აკეთებდა მუდამ თანაშემწეებისა და ნათესავების საშუალებით. ექვსი წლის განმავლობაში მამის სიკვდილის შემდეგ მმართველობა თავის ხელში აიღო პრეტორიის პრეფექტმა ანთიმოზმა, რომელმაც დაიწყო კონსტანტინეპოლის შემოღობვა მაღალი კედლებით, რომელთა ნაწილი დღემდე გადარჩენილია და შემონახულია ისტორიისათვის. 414 წელს მცირეწლოვანი მონარქის რეგენტად გამოცხადებულ იქნა მისი და პლუტარქია. 428 წლიდან 441 წლამდე სახელმწიფო მმართველობის საქმეებში დიდ გავლენას ახდენდა მისი მეუღლე ევდოკია, მოგვიანებით - საჭურისი ქრისაფი. თეოდოსის და მისი მინისტრების ძირითად საზრუნავს შეადგენდა ვარვარების თავდასხმების მოგერიება ჩრდილოეთის მხრიდან (გუნები), დასავლეთის მხრიდან (ვანდალები) და აღმოსავლეთის მხრიდან (სპარსელები). 422 და 447 წლებში იმპერიამ შეძლო სასანიდების შემოტევების მოგერიება, თუმცა 429 წელს ვანდალებმა დაიკავეს რომის ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიები, ხოლო გუნების ბელადმა ატილამ, მიუხედავად თეოდოსის შემრიგებლური პოლიტიკისა, 441-43 და 447 წლებში დააცარიელა და გაძარცვა იმპერიის დუნაისპირეთის პროვინციები. დასავლეთის იმპერატორთან ვალენტინ მესამესთან თეოდოსი ცდილობდა დაემყარებინა მეგობრული ურთიერთობანი და ცოლად გაატანა შვილი ლიცინია ევდოკსია. 450 წელს თეოდოსიამ ნადირობისას გადააგდო მისი ცხენი, და იგი გარდაიცვალა ხერხემლის დაზიანების გამო. ამით დამთავრდა მისი პაპის - თეოდოსი დიდის, დინასტიის მმართველობის ეპოქა. ერთადერთი, რასაც დიდი სითბოთი და ინტერესით ეკიდებოდა თეოდოსი, იყო ხელოვბენა. მის დროს 425 წელს გაიხსნა კონსტანტინეპოლის უნივერსიტეტი. 420-422 წლებში მან სომეხ სწავლულს მესროპ მაშტოცს მისცა უფლება, გაეხსნა სკოლა დასავლეთ სომხეთში. საბოლოოდ, 438 წელს გამოცემულ იქნა თეოდისიის კოდექსი, რომელმაც თავი მოუყარა იმპერატორთა დადგენილებებს, დაწყებული 312 წლიდან. ქრისტიანული ეკლსია თეოდოსი მეორის ეპოქაში შეძრა შიდა დაპირისპირებებმა. ცეცხლში ნავთის ჩასხმის ტოლფასი ყო იმპერატორის მიერ 428 წელს ნესტორის დაწინაურება. მონოფიზიტური სწავლების გავრცელებამ აუცილებელი გახადა ქალკედონის საეკლესიო კრების მოწვევა, რომელიც უკვე იმპერატორის სიკვდილის მერე ჩატარდა.
12. კეთილმორწმუნე დედოფალი პულხერია (ბერძნ.:Πουλχερία) (19 იანვარი 399 - 453) — ბიზანტიის იმპერიის რეგენტი, თავისი უმცროსი ძმის თეოდოსიუს II-ის მცირეწლოვანებისას 414 - 421 წლები, ხოლო მისი სიკვდილის შემდგომ 450-453 წლებში მმართველი დედოფალი, როგორც იმპერატორ მარკიანეს მეუღლე. პულხერია იყო ღრმადმოერმუნე პიროვნება და ასეთი სულისკვეთებით აღზრდა საკუთარი და-ძმები. როგორც ამბობენ სასახლე მონასტერს დაამსგავსა. რაც ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის იყო ინიციატორი 431 წელს მე-3 მსოფლიო საეკლესიო კრებისმოწვევისა. სადაც დაგმობილი იქნა ნესტორიანული ერესი. მისივე ძალისხმევით მოიწვიეს 451 წლის ქალკედონის მე-4 მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს პულხერიამ მთელი ქონება გლახაკებს და ეკლესიას გადასცა, თვითონ კი მშვიდობით მიიცვალა 453 წელს. ეკლსიისადმი გაწეული ღვაწლისათვის იგი კანონიზებული იქნა წმინდანად.
13. მარკიანე კონსტანტინეპოლელი (471 წ.) დაიბადა მდიდარ ოჯახში, ხოლო მშობლების სიკვდილის შემდეგ, მემკვიდრეობა გამოიყენა ტაძრების მშენებლობაში - მოწამე ანასტასისა და ირინას სახელზე ააგო ეკლესიები კონსტანტინეპოლში. მას ყურადღება მიაპყრო პატრიარქმა, რომელმაც მღვდლად ხელდასხმა გაუკეთა მარკიანეს და დანიშნა საკათედრო ტაძრის ეკონომოსად. გადმოცემა ხაზს უსვავ მარკიანეს საქმიანობას, რომელიც საკუთარ თავს ბევრ რამეზე ეუბნებოდა უარს, თუნდაც იმაში, რომ მცნების თანახმად ორი ხელი ტანსაცმელიც კი არ გააჩნდა. სხვათა შორის, ეს ნიშნავდა, რომ წვიმის შემდეგ მას არ ჰქონდა გამოსაცვლელი მშრალი ტანსაცმელი. სველი ტანსაცმლით სიარული - საშინელებაა; ფიქრობდა თუ არა ამაზე მაცხოვარი? მან ეს ალბათ კარგად იცოდა, რამეთუ თავად იესო ცხოვრობდა ერთი ხელი ტანსაცმლით და თანაც უსახლკაროდ. თუმცა ყოველმა ჩვენგანმა იცის, რომ კიდევ უფრო საშინელებაა ქონების მომხვეჭელი ქრისტიანი, რომელსაც ისე უნდა თევზის დაჭერა, რომ არ დასველდეს. გადმოცემა არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ მარკიანეს მომჭირნეობამ რაიმე სახის ზიანი მიაყენა ტაძარს მისი იქ მუშაობის დროს. ეს არ იყო მომჭირნეობა ფულის გაფლანგვის შიშით, არამედ ფულისადმი გონიერი დამოკიდებულების გამო. მისი ხსენების დღეა 10/23 იანვარი.
14. ანატოლი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 ივლისი, ახალი სტილით - 16 ივლისი. წმინდა ანატოლი ალექსანდრიაში დაიბადა IV საუკუნის მეორე ნახევარში. მან ფილოსოფიური განათლება მიიღო, შემდეგ კი ქრისტეს სამსახურში ჩადგა. 431 წელს ეფესოში გამართულ III მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმინდანი დიაკვნის ხარისხში ახლდა ღირს კირილე ალექსანდრიელს (ხს. 31 იანვარს). კრების მამებმა დაგმეს ნესტორის ცრუსწავლება. 444 წელს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ტახტი მწვალებელმა დიოსკორემ დაიკავა. დიოსკორე იყო ევტიქის ერესის მიმდევარი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს განხორციელების შემდეგ მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ კაცობრივი მთლიანად შთანთქა. ეს ცრუსწავლება არყევდა თვით საძირკველს ეკლესიის სწავლებისა კაცობრიობის გამოხსნისა და გამოსყიდვის შესახებ. 449 წელს ეფესოში დიოსკორემ მოიწვია ერეტიკული კრება, რომელიც ისტორიაში „ავაზაკთა კრების“ სახელით შევიდა. მწვალებელთა ამ თავყრილობამ, რომელსაც თვით იმპერატორმაც დაუჭირა მხარი, ტახტიდან ჩამოაგდო და ხარისხი აჰყარა მართლმადიდებლობის ერთგულ დამცველს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფლავიანეს. დაქვრივებული კათედრა წმინდა ანატოლიმ დაიჭირა და გაბედულად შეუდგა ბრძოლას მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის დასაცავად. უკვე 450 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე ნეტარმა მღვდელმთავარმა დაგმო ევტიქისა და დიოსკორეს ერეტიკული სწავლებანი. დევნილობაში აღსრულებული აღმსარებელი პატრიარქი - ფლავიანე წმინდანად შეირაცხა, მისი ნეშტი კი დედაქალაქში გადაასვენეს. მომდევნო, 451 წელს პატრიარქ ანატოლის მონაწილეობით ქალაქ ქალკედონში შედგა IV მსოფლიო კრება, რომელმაც ქრისტოლოგიური დოგმატის ამომწურავი სარწმუნოებრივი განსაზღვრება დაადგინა.
15. ქალკედონი (ბერძნ: Χαλκηδών) — ანტიკური ხანის ქალაქი. მდებარეობდა მცირე აზიის ნახევარკუნძულის დასავლეთით, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. დღეს წარმოადგენს სტამბოლის აზიური ნაწილის ერთ-ერთ რაიონს სახელწოდებით — კადიკეი. ქალკედონი დაარსებულია ძველი ბერძნების (მეგარელთა)მიერ ძვ. წ. 685 წელს. ბიზანტიონის დაარსებამდე რამდენიმე წლით ადრე. ის მდებარეობდა ბოსფორის სრუტის დასაწყისში, ბიზანტიონის მოპირდაპირე სანაპიროზე. ქალკედონი ანტიკური ხანაში და ადრეულ შუა საუკუნეებში წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო და პოლიტიკურ ცენტრს და აყვავებული ქალაქი იყო. ქალკედონში 451 წელს გაიმართა მე-4 მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც საბოლოოდ დაამტკიცა მრწამსი დღევანდელი ფორმით და დაგმო მონოფიზიტობა. ბიზანტიის იმპერიის დასუსტებამ გამოიწვია, 1353 წელს, მისი მიტაცება ოსმალეთის იმპერიის მიერ, რომლის დედაქალაქ სტამბოლის ზრდის გამო ქალკედონი მოექცა მის შემადგენლობაში და დღეს წარმოადგენს მის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს სახელწოდებით - კადიკეი.
16. პატრიარქი დიოსკორე (ბერძნ. Διόσκορος Α΄ Αλεξανδρείας; გარდაიცვალა 454 წლის 4 სექტემბერს) — ალექსანდრიის პატრიარქი, წმინდა კირილეს მემკვიდრე ალექსანდრიის კათედრაზე, საეკლესიო ისტორიაში ცნობილი გახდა ერეტიკოს ევტიქის დაცვითა და მონოფიზიტურ დავაში. ევტიქი გადამართლებულ იქნა ერესისათვის კონსტანტინეპოლის ადგილობრივ კრებაზე 448 წელს, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ფლაბიანეს თავმჯდომარეობით, მან მონახა ძლიერი მფარველები მინისტრის ქრისაფიასა და მისი გარემოცვის წყალობით თავად იმპერატორ ფეოდოსი უმცროსთან. მას მიემხრო დიოსკორეც. ევტიქიანელობა განვითარდა ალექსანდრიული მსოფლმხედველობის უკიდურესობებისაგან. და დიოსკორე, როგორც ალექსანდრიული ეკლესიისა და ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლის წარმომადგენელი, საჭიროდ ჩათვალა მიეღო იგი მის მფარველობაში ანტიოქიის საპირისპირო მიმართულებასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, საღვთისმეტყველო დაპირისპირებაში ჩაერთო იერარქიული უთანასწორობა. კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსები, სარგებლობდნენ რა იმპერატორთან სიახლოვით, მიაღწიეს, რომ ყოფილიყვნენ პირველნი აღმოსავლეთის ეპისკოპოსებს შორის და ჰქონდათ დიდი გავლენა საეკლესიო საკითხების გადაწყვეტისას. ალექსანდრიული ეკლესიას, როგორც უძველესსა და ამასთანავე სამოციქულო წარმომავლობისას, შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა ასევე პირველობაზე და ამის გამო დაუპირისპირდა კონსტანტინეპოლის ეკლესიას ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ რიცხვში იყო თავად დიოსკორეც. მან იცოდა, რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსი თეფილე ასამართლებდა კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს წმ. იოანე ოქროპირს, ხოლო წმ. კირილე ალექსანდრიელი - ნესტორს. ევტიქის საქმე მისთვის წარმოადგენდა ხელსაყრელს საშუალებასგაეტარებინა ინტრიგები კონსანტინეპოლის პატრიარქის ფლაბიანეს წინააღმდეგ და იყო მისი მოსამართლე. იმპერატორმა 449 წელს მოიწვია ეფესოში ევტიქის საქმის განსახილველად. თავმჯდომარეობა კრებაზე წილად ხვდა დიოსკორეს, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები. ევტიქის მოწინააღმდეგეები კრებიდან ჩამოცილებულ იქნენ, მისი აშკარა მომხრეები და ფლაბიანეს მოწინააღმდეგეები მოწვეულ იქნენ კრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის კანონიკური უფლება არ გააჩნდათ. ფლაბიანე კრების წინაშე წარდგა როგორც განსასჯელი. იგი გაასამართლეს ახალი დოგმატების შემოღების ბრალდებით და გადაასახლეს, რის შემდეგაც იგი მალევე გარდაიცვალა. მასთან ერთად გაასამართლეს ევსევი დორილიელი, რომელიც ევტიქის ბრალს სდებდა კონსტანტინეპოლის კრებაზე, და დომნე, პატრიარქი ანტიოქიისა. ევტიქი გამართლებულ იქნა.სუსუტი პროტესტები კრების წინააღმდეგ გაძლიერებულ იქნა პაპ ლეონ პირველის დიდის მიერ. მან მოიწვია კრება რომში და განსაჯა „ეფესოს ავაზაკთა კრება“, დიოსკორე და ევტიქი, რის შესახებაც მისწერა კონსტანტინეპოლს, სენატს და ერს. ამავე დროს კვდება თეოდოსი და ტახტი დაიკავა მარკიანემ, რომელმაც ცოლად მოიყვანა პულქერია, თეოდოსის და. ახალი იმპერატორის განკარგულებით, შეიკრიბა კრება ქალკედონში 451 წელს. პირველსავე სხდომაზე, წარმოებდა სასამართლო „ავაზაკთა კრების“ წინააღმდეგ. მოწმის ჩვენებებით დამტკიცებულ იქნა ტყუილები და ძალადობანი, რასაც აკეთებდა დიოსკორე ეფესოს კრებაზე, და იგი გასამართლებულ იქნა ძალადობისათვის და ერესისათვის. რამდენიმე დღის შემდეგ კრებამ გაასამართლა დიოსკორე კერძო ბრალდებებით მის წინააღმდეგ, რამაც იგი ყველაზე ცუდი მხრით წარმოადგინა. იგი გადასახლებულ იქნა პაფლაგონში, განგრში, სადაც გარდაიცვალა 454 წლის 4 სექტემბერს.
17. ბასილი დიდი, ბასილიკესარიელი (დ. დაახლოებით 330, კესარეა კაპადოკიისა ― გ. 1 იანვარი, 379, იქვე), ქრიატიანული ეკლესიის მოღვაწე, ეკლესიის მამათაგანი, თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი. გრიგოლ ნაზიანზელის მეგობარი. სწავლობდა კესარიაში, შემდეგ კონსტანტინოპოლისა და ათენის ფილოსოფიურ სკოლებში. ათენიდან დაბრუნების შემდეგ ერთხანს იყო რიტორიკის მასწავლებლად. დაახლოებით 30 წლისამ მიიღო ქრისტიანობა და იმოგზაურა ცნობილი განდეგილების მოსანახულებლად სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში. პონტოში დაბრუნებულმა დააარსა მონასტერი. 370 წელს გახდა კესარეის ეპისკოპოსი, ამასთანავე კაპადოკიის მიტროპოლიტი და პონტოს ეგზარქოსი. ცდილობდა მოეხდინა აღმოსავლეთის ეკლესიის ძალთა კონსოლიდაცია არიანელობის წინააღმდეგ. ქადაგებდა ასკეტიზმს, მხარს უჭერდა მონაზვნობას. ცდილობდა შეერიგებინა აღმოსავლეთის ეპისკოპოსები დასავლეთ ეკლესიასთან. ბასილი დიდი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოღვაწედ ითვლება ძველ ქართულ მწერლობაში. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია "ევქუსთა დღეთაჲ", რომელშიც განმარტებულია ბიბლიური კოსმოგონია. აღწერილია სამყაროს შექმნის ექვსი დღე; განხილულია ანტიკური მეცნიერთა შეხედულებები "საგანთა პირველსაწყისუს შესახებ". ბასილი დიდის უმთავრესი თხზულებანი ქართულად უთარგმნიათ ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლებს, ეფრემ მცირეს და სხვებს. არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნებით იგი კაპადოკელი ქართველი უნდა ყოფილიყო (მისი ძმაა გრიგოლ ნოსელი). ბასილი დიდის ცხოვრება აღწერეს გრიგოლ ნაზიანელმა და ამფილოქე იკონიელმა.
18. გრიგოლი ღვთისმეტყველი, იგივე გრიგოლნაზიანზელი (უმცროსი) - მამამისი, სახელად ასევე გრიგოლი კაპადოკიის ქალაქ ნაზიანზის ეპისკოპოსი იყო . გრიგოლი ღვთისმეტყველი ერთერთი გამოჩენილი კაბადოკიელ მამათაგანია. წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში. მამას გრიგოლი ერქვა, დედას - ნონა. ისინი მრავალი წლის მანძილზე უშვილონი იყვნენ. მშობლებმა უფალს შესთხოვეს შვილი და აღუთქვეს, რომ მასვე შესწირავდნენ. მართლაც ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგა და სახელიც ემცნო. როცა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის თავსა და მშობლებზე მოგვითხრობს, წერს: „თუ მე შესაფერისი ვარ აღთქმისა, ეს წყალობაა, ღვთისგან ბოძებული, ხოლო თუ აღთქმას არ შევეფერები - ეს უკვე ჩემი ცოდვაა“.
19. იოანე ოქროპირი (დ. 344 და 354 წლებს შორის, ანტიოქია – გ. 14 სექტემბერი, 407, კომანში(კამანი), სოხუმი), ქრიატიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი“, მწერალი, ბრწყინვალე ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი.
407წ. გარდაიცვალა კამანში (აფხაზეთში). დაკრძალულია კამანის(კომანი) ეკლესიაში, 438 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქის წმინდა პროკლეს დაგაწყვეტილებით გადასვენებულ იქნა დედაქალაქში, მოგვიანებით კი გადაასვენეს რომში. 2004 წლის 26 ნოემბერს რომის პაპის იოანე პავლე II ის გადაწყვეტილებით წმინდა იოანე ოქროპირის ნაწილები გადასვენებულ იქნა სტამბულში წმინდა გიორგის ტაძარში.
20. კირილე I (გ. 444) – ალექსანდრიის პატრიარქი (412-444) , მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 იანვარი და 9 ივნისი, ახალი სტილით - 31 იანვარი და 22 ივნისი. წმინდა კირილე ალექსანდრიელი წარჩინებული და კეთილმსახური ოჯახის შვილი იყო. მან კარგი საერო განათლება მიიღო, ღრმად განისწავლა ფილოსოფიაშიც, მაგრამ მეტად წმინდა წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტებების შეცნობას ესწრაფვოდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კირილე ნიტრიის მთებში მდებარე წმინდა მაკარის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც ექვსი წელი დაჰყო. ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ (385-412) დიაკვნად აკურთხა წმინდანი და, როცა მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმინდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად. იგი სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარი ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება. კირილე დიდხანს ებრძოდაიუდეველებსაც, რომლებიც ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებებს ქრისტიანთა მკვლელობების თანხლებით.(სოკრ. VII:13) მის ერთ-ერთ ქმედებას ებრაელთა წინააღმდეგ ისტორიკოსი ედვარდ გიბონი ასე აღწერს: "ყველანაირი ლეგალური განცხადების, საიმპერატორო მანდატის გარეშე, პატრიარქმა, გარიჟრაჟზე წაიყვანა ბრბო რომ შეეტიათ სინაგოგებისთვის. უიარაღოებმა და მოუმზადებლებმა, ებრაელებმა ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა; მათი სალოცავი სახლები მიწასთან გაასწორეს, ხოლო ეპისკოპოსმა, მას შემდეგ რაც დააჯილდოვა თავისი მეომრები, გაყარა ებრაელთა დარჩენილი ნაწილი ქალაქიდან." - ("რომის დაცემა", თავი 47). მან ასევე ძველი საკერპოს ადგილას ტაძარი ააგო და მასში უვეცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა. წმინდა კირილეს დროს მოხდა ცნობილი ფილოსოფოსი და მეცნიერი ქალის ჰიპატიას მკვლელობა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ალექსანდრიის პრეფექტმა ორესტემ გააკრიტიკა(ვესელი, გვ. 34) პატრიარქი ებრაელთა დარბევაზე და ზოგადად ამგვარ საქციელებზე; რაც შემდგომ კინაღამ სიკვდილის ფასად დაუჯდა. 500-მდე ნიტრიელი ბერი ჩამოვიდა უდაბნოდან და ორესტეს წინააღმდეგ აჯანყება გააღვივეს. შემდეგ ისინი ორესტეს წინ დაუხვდნენ და ბრალი დასდეს წარმართობაში, რაზეც ორესტემ უარი განაცხადა და უთხრა, რომ იყო მონათლული ეპისკოპოს ატიკის მიერ. რის მერეც ერთ-ერთმა ბერმა ამონიუსმა მას თავში ქვა ესროლა, შემდეგ ხალხი მოვარდა და ორესტე ჩაქოლვას გადაარჩინეს. საპასუხოდ მან ამონიუსი მოკლა, რასაც მოჰყვა წმინდა კირილეს მიერ ამ ბერის მარტვილთა სიაში შეტანა, თუმცა ქრისტიანმა მოსახლეობამ იცოდა, რომ ამონიუსი მოიკლა არა რწმენის, არამედ პრეფექტზე თავდასხმის გამო და კირილეც იძულებული გახდა გაჩუმებულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით.(სოკრ. VII:14). ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალი ჰიპატია, ფილოსოფოს თეონის შვილი, რომელმაც იმხელა ცოდნა დააგროვა ლიტერატურასა და მეცნიერებაში რომ თავის დროის ყველაზე განათლებულ ადამიანად ითვლებოდა ამ სფეროებში. მიუხედავად წარმართობისა, მისი სათნოების გამო ქრისტიანებიც დიდ პატივს სცემდნენ. სამწუხაროდ იგი პოლიტიკური მაქინაციების მსხვერპლი გახდა. რადგან ხალხი მას პრეფექტ ორესტესთან ერთად ხშირად ხედავდა, იფიქრეს რომ მისი ბრალი იყო წმ. კირილესთან ორესტეს ოპოზიცია, ამიტომ თავს დაესხნენ და სასტიკი წამებით მოკლეს. (სოკრ. VII:15) ისტორიკოსთა უმეტესობა გამორიცხავს წმინდა კირილეს უშუალო მითითებას ჰიპატიას მკვლელობაზე. ასეთი დაძაბული სიტუაცია იყო ამ დროს ალექსანდრიაში როცა წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი – ნესტორიანობა. ნესტორი, ანტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა და თავისი მოძღვრების გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა. მისი სწავლება მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს უწოდებდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი. კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი ცდომა, მაგრამ ნესტორმა არ უარყო თავისი სწავლება. მაშინ პატრიარქმა კონსტანტინოპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, იმპერატორ თეოდოსი უმცროსს კი ( 408-450) – ორი ტრაქტატი ერესის სამხილებლად. კირილემ სხვა ეკლესიებშიც დაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ერესის აღმოცენების შესახებ. ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა ბრძოლა გამოუცხადა. მისმა მიმდევარმა ეპისკოპოსმა, დოროთემ, თვით ნესტორის თანდასწრებით, საეკლესიო კათედრიდან ანათემას გადასცა ყველა, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს ღვთისმშობელს უწოდებდა. ნესტორს სძულდა მღვდელმთავარი კირილე, მასზე ათასგვარ ჭორს და ცილისწამებას ავრცელებდა და ერეტიკოსად ნათლავდა. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქმნა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. კრება ეფესოში გაიხსნა 431 წელს. მას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი ყველა ეკლესიიდან. ნესტორი, იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე, კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა უმისოდ დაიწყო. მათ, წმინდა კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით, განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს. თავად ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესოში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, უკანონო კრება, რომელზეც ერეტიკოსად კირილე გამოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებოდა. მაშინ იმპერატორის ბრძანებით მღვდელმთავრები – კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს. მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორმაც. მალე კირილე და მემნონი გაანთავისუფლეს და სხდომები გაგრძელდა. ნესტორი, რომელიც არ ემორჩილებოდა კრების გადაწყვეტილებებს, მღვდელმსახურებიდან განიკვეთა და, იმპერატორის ბრძანებით, შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც აღესრულა. საბოლოოდ, ეფესოს კრების დადგენილებას დამორჩილდნენ იოანე ანტიოქიელი და სხვა სირიელი მამებიც. მღვდელმთავარი კირილე 32 წლის განმავლობაში მართავდა სამწყსოს. მისი მოღვაწეობის დასასრულისთვის ალექსანდრიის ეკლესია მთლიანად განიწმიდა ერეტიკოსთაგან.
21. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამდე ჩატარდა სამი საეკლესიო კრება, მათ შორის: I საეკლესიო კრება ნიკეაში 325 წელს; II საეკლესიო კრება კონსტანტინეპოლში 381 წელს და III საეკლესიო კრება ეფესოში 431 წელს.
22. პატრიატქი პროტერიოსი (ბერძნ.Πατριάρχης Προτέριος Αλεξανδρείας) - ალექსანდრიის პატრიარქი (451-457 წწ). კანონიზირებულია წმინდამოწამედ. ხსენების დღე 28 ტებერვალი. არის ალექსანდრიელ პრესვიტერებს შორის, იყო კირილე ალექსანდრიელის მოწაფე.
23. იუბენალი (ბერძნ. Ιουβενάλιος) – იერუსალიმის პირველი პატრიარქი (422-458); მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 ივლისი, ახალი სტილით - 15 ივლისი. წმინდა იუბენალი 422-458 წლებში განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. იგი ექვთიმე დიდის მეგობარი და თანამოსაგრე იყო. ამ ხანებში მრავალი ერესი აშფოთებდა აღმოსავლეთის ეკლესიურ ცხოვრებას. ღირსი მამაც გაბედულად იბრძოდა მათ წინააღმდეგ. 431 წელს ქალაქ ეფესოში შედგა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორისერესი. კრებას წმინდა კირილე ალექსანდრიელი ( ხს. 22 ივნისს) თავმჯდომარეობდა. მის თანამოაზრეებს შორის იყო პატრიარქი იუბენალიც; 451 წელს ქალაქ ქალკედონში მოეწყო IV მსოფლიო კრება ევტიქის ახალი, მონოფიზიტური ცრუსწავლების სამხილებლად, რომელიც ამტკიცებდა, რომ განხორციელების შემდეგ ქრისტეს ერთმა - ღვთაებრივმა ბუნებამ მეორე - კაცობრივი - მთლიანად შთანთქა. წმინდა მამებმა, რომელთა შორის ღირსი იუბენალიც იყო, უარყვეს ევტიქის ერესი და დაამტკიცეს მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეურწყმელობისა და განუყოფელობის შესახებ. ერეტიკოსები მაინც განაგრძობდნენ ბობოქრობას. მათ სათავეში ედგა თეოდოსი, რომელიც მოითხოვდა, რომ პატრიარქ იუბენალს საჯაროდ დაეგმო ქალკედონის კრების დადგენილება. წმინდა მწყემსმთავარმა უარი განაცხადა მწვალებელთა თავხედური მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ უსჯულოებმა ტახტიდან ჩამოაგდეს ნეტარი. წმინდა საყდარი თავად თეოდოსიმ დაიკავა. განდევნილი აღმსარებელი კონსტანტინოპოლში ჩავიდა წმინდა პატრიარქ ანატოლისა (ხს. 16 ივლისს) და იმპერატორ მარკიანესთან. წმინდანის ღრმად პატივისმცემელმა თვითმპყრობელმა მოახერხა ორ თვეში პატრიარქის ღირსებებში აღედგინა იგი. ნეტარი მამა იერუსალიმს დაუბრუნდა. ღირსმა იუბენალმა დიდი ღვაწლი გასწია ეკლესიაში გაჩენილი განხეთქილების ბზარის გასამთელებლად. ერეტიკოსთა დამარცხებისა და ეკლესიური მთლიანობის აღდგენის შემდეგ 458 წელს წმინდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა.
24. ტიმოთე მეორე ელური (ბერძნ. Τιμόθεος Β΄ Αίλυρος) — მონოფიზიტი, ალექსანდრიის პატრიარქი 457 წლის მარტიდან 460 წლის იანვრამდე და მეორედ 475 წლის ბოლოდან 457 წლის 31 ივლისამდე. იმპერატორ მარკიანეს სიკვდილის შემდეგ (457 წელი), ეგვიპტელი მონოფიზიტები, ისარგებლეს მთავარსარდალ დიონისეს არყოფნით, დაიკავეს ალექსანდრიის მთავარი ტაძარი და საკუთარ პატრიარქად დაისვეს ტიმოთე, რომელსაც მისი სიცბიერის გამო შეარქვეს ელური (Αίλυρος — კუდი, კატა). იგი ხელდასმულ იქნა ორი ეპისკოპოსის მიერ ქალკედონის კრებაზე. ახალმა იმპერატორმა მიმართა მიტროპოლიტებს და გავლენიან ეპისკოპოსებს ცირკულარით, სადაც 3 კითხვა იყო დასმული და პირველი ამათგან იყო ტიმოთე ელურზე. ტიმოთეს წინააღმდეგ თითქმის ყველა ეპისკოპოსმა უარყოფითად გასცა პასუხი. და მხოლოდ კრიტელი ეპისკოპოსებმა განაცხადეს მასზე განსახვავებული აზრი. 460 წელს იმპერატორმა განდევნა ელური ალექსანდრიიდან. პატრიარქად არჩეულ იქნა ტიმოთე მესამე. კონსტანტინეპოლის პატრიარქი 471 წლიდან იყო აკაკი, ადამიანი ცბიერი, მოქნილი და ეჭვიანი საკუთარი ტახტის და გავლენის შენარჩუნების საქმეში. იმპერატორმი ზინონი იყო ააკის გავლენის ქვეშ და ეჭიდებოდა ქალკედონის კრებას. მაგრამ ვასილისკის გარემოცვაში იყვნენ ტიმოთე ელურის მიმდევრებიც. ვასილისკმა გადასახლებიდან დააბრუნა ტიმოთე და გადაწყვიტა ბოლო მოეღო ეგვიპტისა და სხვათა მონოფიზიტური ერესებისათვის. მან გამოსცა ენკიკლიონი ტიმოთე ელურის პროგრამის მიხედვით, რომლითაც აღიარა ეფესოს ორი კრება და აურყო ევტიქი ისევე, როგორც ქალკედონის კრების გადაწყვეტილებები. ეპისკოპოსების უმრავლესობამ (500) მხარი დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მათ ვინც უარი თქვა ხელმოწერაზე, ან გადაასახლეს, ან ქონება ჩამოართვეს, ან დააქვეითეს. ტიმოთეს აპარტამენტები მოუწყვეს სასახლეში. იგი მოითხოვდა მისთვის საზეიმო დახვედრების ორგანიზებას და პატივს. მაგრამ კონსტანტინეპოლელმა ბერებმა მას კარი მიუხურეს დედაქალაქის ყველა ტაძარში. აკაკიმ არ მოაწერა ხელი ენკიკლიონს. ტიმოთე ეურმა დატოვა კონსტანტინეპოლი. იგი ეფესოში სათავეში ჩაუდგა ასის ეპისკოპოსთა კრებას. ამ კრებამ აღიარა ეფესოს ავტონომია, რომელიც თითქოსდა ხელყოფილ იქნა ქალკედონის კრების მიერ. ეფესოს ამ კრებამ გამოაცხდა თავად აკაკი უკანონოდ და გაუგზავნა იმპერატორს წერილი საკუთარი გეგმებისა და საქმეების შესახებ, რის შემდეგაც ტიმოთე ტრიუმფით ჩავიდა ალექსანდრიაში. ზენონის გამარჯვების შემდეგ ვასილისკის წინააღმდეგ, ენკიკლიონი გაუქმებულ იქნა, ხოლო სამთავრობო ნაწილები მიიწევდნენ წინ, რათა დაეპატიმრებინათ ტიმოთე ელური და გადაესახლებინათ რაც შეიძლება შორს. თუმცა ეს ვერ მოასწრეს. ელური ავად გახდა და გარდაიცვალა 447 წელს.
25, ლეონ I თრაკიელი (ფლავიუსვალერიუსლეო) (401- 18 იანვარი 474) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 457-474 წლებში. გადმოცემით ახალგაზრდობაში ყასაბი იყო. შემდეგ გახდა მეომარი და მართავდა სილიმბრიას. მარკიანეს გარდაცვალების შემდგომ მხედართმთავრებმა ასპაროსმა და არდავურუსმა აქციეს იმპერატორად, რათა ფაქტობრივად თვითონ ემართათ იმპერია. რაც არ გამართლდა. 463 წელს მათ შორის მოხდა განხეთქილება. რაც საბოლოოდ ასპაროსის სიკვდილით დასჯით დამთავრდა. ლეონი გამოდგა უნარიანი მმართველი. თუმცა 468 წელს აფრიკული კამპანიავანდალების წინააღმდეგ, მისი ცოლისძმის ბასილისკოსის დაუდევრობის გამო კატასტროფით დამთავრდა. დანაკარგები შეადგენდა დაახლოებით 100000 კაცს და 600 ხომალდს. ყოველივე ამის შემდეგ, მან თავისთან უხმო ისავრიელი ფედერატების წინამძღოლს ტარასიკოდისს და მას ზენონი დაარქვა, ცოლად კი თავისი ქალიშვილი არიადნე მიათხოვა. გარდაიცვალა ლეონი 474 წელს, როგორც ამბობენ — დიზენტერიისაგან. გარდაცვალების წინ მემკვიდრედ დაასახელა თავისი შვილიშვილი ლეონ II, ზენონის ვაჟი.
26. ზენონი (დ. დაახლ. 435 — გ. 491) — ბიზანტიის იმპერატორი 474—475 და 476—491 წლებში. იყო ისავრიელი მხედართმთავარი, რომელიც იმპერატორმა ლეონ I-მა დაიახლოვა, დაარქვა სახელად ზენონი და მიათხოვა თავისი ქალიშვილი არიადნე. რომაული საზომით ის იყო ბარბაროსი, რაც იწვევდა უკმაყოფილებას ხალხში. ამით ისარგებლა ლეონ I-ის მიერ აფრიკული კატასტროფისათვის შერისხულმა ბასილისკოსმა. რომელიც იყო იმავე ლეონის ცოლისძმა და არიადნეს ბიძა და აუჯანყდა ზენონს, რომელიც იძულებული გახდა გაქცეულიყო კონსტანტინოპოლიდან, თუმცა ხელს გააყოლა ხაზინაც. ბასილისკოსმა ვერ მოიპოვა პოპულარობა ხალხში და ზენონმა ინტრიგების საშუალებით, უბრძოლველად 20 თვის შემდეგ დაიბრუნა ტახტი. ხოლო თავის მოქიშპეებზე სასტიკად იძია შური. თავისი მმართველობის პერიოდში ზენონს მოუხდა კიდევ რამდენიმე, მის წინააღმდეგ მიმართული, აჯანყების ჩახშობა. ყველაზე სახიფათო მათ შორის იყო 479 წელს დასავლეთ რომის იმპერატორ ანტემიუსის ვაჟის მარკიანეს აჯანყება. მარკიანე, ამავე დროს, იყო ბიზანტიის იმპერატორ მარკიანეს შვილიშვილი. რომელიც, ასევე, დაამარცხა და გადაასახლა კილიკიაში. ზენონის მმართველობას დაემთხვა დასავლეთ რომის იმპერიის საბოლოო დაცემა. თუმცა, თვითონ ბევრი იღვაწა აღმოსავლეთის იმპერიის სტაბილურობისათვის. გადმოცემის მიხედვით ეპილეფსიის შეტევის შედეგად უგონოდ მყოფი იმპერატორი მისი ცოლის არიადნეს ბრძანებით გამოაცხადეს გარდაცვლილად და ცოცხლად დამარხეს.
27. "ჰენოტიკონი" ანუ "შეერთების წერილი" გამოსცა იმპერატორმა ზენონმა იმ იმედით, რომ შეართებდა დიოფიზიტებსა და მონოფიზიტებს, მაგრამ საბოლოოდ ვერც ერთი მხარე ვერ დაკმაყოფილდა. მხოლოდ ზოგიერთმა მოაწერა ხელი, ისიც იმპერატორის მოთხოვნით, დანარჩენებმა კი იმპერატორს დასდეს ბრალი საეკლესიო მრწამსის თავხედურ კარნახში. ჰენოტიკონში მოცემული სამი პუნქტი ასე გამოიყურება:
სრული დაგმობა ნესტორისა და ევტიქისი.
სრული აღიარება წმინდა კირილეს "თორმეტი ანათემისა ნესტორის წინააღმდეგ".
ხმარებიდან ამოღება სიტყვისა "ბუნება" და წინადადებებისა, სადაც აღნიშნულია რომ ქრისტეს აქვს ერთი ან ორი ბუნება.
28. ნესტორიანელობა – ქრისტიანული ერესი. ნესტორიანული დოქტრინით, ქრისტე მხოლოდ კაცია, რომელშიც სულიწმიდის საშუალებით ჩასახლდა სიტყვა – ღმერთი (ლოგოსი). 431 წელს ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო ნესტორიანელობა და განკვეთა ამ სწავლების მამამთავარი ნესტორ კონსტანტინოპოლელი ეკლესიიდან.
ევტიქი(ბერძ. Ευτυχης, დაახ. 380 — 456) — კონსტანტინოპოლელი პრესვიტერი და არქიმანდრიტი, ევტიქიანელთა ერესის დამაარსებელი. მისი სახელი პირველად მოიხსენიება ეფესოს საეკლესიო კრებაზე 431 წელს, სადაც ის ოპონირებას უწევდა ნესტორის. აგრძელებდა რა ნესტორიანელობასთან ბრძოლას, ევტიქი გადავარდა მეორე უკიდურესობაში და მონოფიზიტობის დამაარსებელი გახდა.
29. მონოფიზიტები იმდენად „გადავარდნენ რწმენაში“, რომ უკვე დაიწყეს ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული „სწავლებების“ დამკვიდრება და გავრცელება. ამის შედეგად ისინი სხვადასხვა რაოდენობის (ზოგი მონაცემით 12, ზოგით - 16 და მეტ) პარტიებად დაიყვნენ.ძიტითადად შემდეგი მიმართულებები გაჩნდა:
ევტიქიანელობა, რომელიც ეჭვობდა ქრისტეს სხეულის ჩვენს სხეულთან ერთარსობას;
მონოფიზიტობა მთლიანად, რომელიც ამ საერთო არსს აღიარებდა;
შემდეგი იყო მონოფიზიტობისაგან გადახრა ევტიქიანელობისაკენ და მას პანთეისტური ელფერი ჰქონდა და ერქვა ბარ სუდაილი (მთელი ბუნება ერთარსია ღვთისა - მათი აზრით) და მათ მიმდევრები ძალიან ცოტა ჰყავდათ;
მონოფიზიტებისაგან გამოსიდ ორი ძირითადი მიმდინარეობა: სევერიანელობა და იულიანელობა, რაც წარმოიქმნა იმის გამო, რომ ვერ გაერკვიათ ერთმანეთში ქრისტეს სხეულის უხრწნელობა-ხრწნილება. ამას თავის მხრივ საფუძვლად ედო დავა ქრისტეში ბუნებათა შეერთების შემდგომ იყო თუ არა ბუნებათა განსხვავებულობა;
სევერიანელობისაგან იულიანეს მხარეს გადახრას ეწოდა სტეფანე ნიობის სახელი. აღნიშნული „მოძღვრება“ უარყოფდა ბუნებათა შეერთების შემდგომ მათ განსხვავებულობას;
არსებობდა ასევე პირიქით - იულიანელებისაგან სევერიანელების მხარეს გადახრა. მათ აღიარეს ქრისტეს სხეულის პოტენციური ხრწნადობა. მათი სახელწოდება უცნობია;
არსებობდა ასევე სევერიანული მიმდევრობის ერთი მიმართულებათაგანი, რომელსაც სათავეში ედგა ალექსანდრიელი დიაკონი თემისტიოსი და მისი მიმდევარი აგნიოტები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქრისტემ ადამიანური ბუნებით არ იცოდა ის, რისი უცოდნელობაც ჩვეულებრივი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი;
იულიანური მონოფიზიტობიდან გამოვლინდა კიდევ ერთი მიმდინარეობა - აკტისტელები. მათი აზრით, ქრისტეს სხეული უნდა ყოფილიყო უხრწნელი, მაგრამ არა შეუქმნელი;
აგრეთვე მოხდა ორთოდოქსალური სევერიანელებიდან გამოყოფა თეოდოსიანელებისა (თავად სევეროსი) და კანონიელებისა ანუ ტრითიელებისა, სამების საკითხთან დაკავშირებით;
მიცვალებულთა აღდგომასთან დაკავშირებით წარმოიქმნა ტრითეისტთა „ქვეგანყოფილება“: კონონიელები და ფილოპონელები;
ტრითეისტებთან კამათისას თეოდოსიანეელებს გამოეყო კიდევ ერთი უკიდურესად ორთოდოქსალური ჯგუფი - კინდოვავდელები;
აგრეთვე ჩამოყალიბდა პეტრიტებისა და დამიანელების მწვალებლობები.
30. ანასტასი I (დაახლოებით 430 წელი) - ბიზანტიის იმპერატორი 491 წლის 11 აპრილიდან. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მიაღწია სამხედრო-მემამულეთა დამორჩილებას, რომლებიც დიდი გავლენით სარგებლობდნენ წინამორბედი იმერატორების კარზე. ანასტასი ეყრდნობოდა ვაჭართა წრეს.ცდილობდა დაერეგულირებინა სახელმწიფო-საფინანსო საკითხები. 498 წელსგაატარა ფულადი რეფორმა, შემოიტანა ბრუნვაში სპილენძის მონეტები, რომლებმაც რომაული ფულის ეკვიბალენტს მიაღწიეს. ეს რეფორმა ითვლება ბიზანტიური მონეტარული სისტემის დასაბამად. მან გააუქმა გადასახადები იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ეწეოდნენ ვაჭრობასა და ხელოსნობას. აღნიშნული გადასახადი შემოღებულ იქნა 314 წელს. მან შემოიღო მიწის გადასახადი - არმიის მომარაგების მიზნით. 500 წელს გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც არენდატორს საკუთრებაში გადასდიოდა მიწის ნაკვეთი, თუ იგი 30 წლის განმავლობაში გადაიხდიდა მის გადასახადს. ანასტასი მხარს უჭერდა მონოფიზიტებს. მან ჩააქრო ამბოხება, რომელსაც სათავეში ედგა არმიის სარდალი ვიტალი (513-515). მან გაამაგრა კონსტანტინეპოლი და დაამთავრა სასაზღვრო კედლების მშენებლობა. 501-505 წლებში აწარმოებდა ომს ირანთან.
31. პატრიარქი აკაკი (ბერძნ.Ακάκιος; გარდაიცვალა 489 წლის 26 (ან 28) ნოემბერს) - კონსტანტინეპოლის პატრიარქი(472 წლის მარტი - 489 წლის ნოემბერი). მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ ინფორმაცია არ შემონახულა. 458 წელს იგი ხელმძღვანელობდა უპატრონოთა სახლს კონსტანტინეპოლში, პატრიარქის ადგილის დასაკავებლად ითვლებოდა ერთ-ერთ კანდიდატად, მაგრამ არჩევნების შედეგების შესაბამისად გამარჯვება დაუთმო გენადის და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ იქნა არჩეულად პატრიარქად 472 წელს. არჩევის შემდეგ მან უარი თქვა ხელი მოეწერა იმპერატორ ვასილისკის „ენკიკლიონზე“. უკმაყოფილო იმპერატორმა სინკლიტს აუკრძალა პატრიარქთან ურთიერთობა. როდესაც იმპერატორ ზენონის ჯარები შევიდნენ კონსტანტინეპოლში, აკაკიმ გასცა (დააბეზღა) ეკლესიაში დამალული ამბოხებული და იმპერატორის მოღალატე ვასილისკი და იგი ზენონს დააჭერინა. გამარჯვებულმა ზენონმა დაადასტურა აკაკის პრივილეგიები და უფლება მისცა ჩარეულიყო სხვა აღმოსავლელი პატრიარქების საშინაო საქმეებში. მონოფიზიტებთან მებრძოლი აკაკიმ არ დაუშვა ალექსანდრიულ კათედრაზე პეტრე მონგის არჩევა და მიაღწია იმას, რომ ანტიოქიის კათედრა ჩააბარა სტეფანეს. 482 წელს აკაკის წარმოეშვა კონფლიქტი ალიექსანდრიის ახალ პატრიარქთან იოანე I-თან, რომელიც იძულებული იყო გაქცეულიყო რომში, ეძებდა რა რომის პაპ ფელიქს III-სგან მხარდაჭერასა და უსაფრთხოებას. აკაკის უშუალო მხარდაჭერით ალექსანდრიულ ეკლესიას სათავეში ჩაუდგა მონოფიზიტი პეტრე მონგი, რომელმაც ხელი მოაწერა იმპერატორ ზენონის „ენოტიკონს“, რომელიც აკაკის მონაწილეობით იქნა შექმნილი. რომში ეს შერიგება მიღებულ იქნა როგორც ქალკედონიური სწავლების ღალატი. პაპმა ფელიქსმა 484 წლის 22 ივლისს რომში მოიწვია საეკლესიო კრება 77 ეპისკოპოსის მონაწილეობით და გადააყენა პატრიარქი აკაკი.
32. იუსტინე I (ლათ: Flavius Justinus; ბერძნ: Ἰουστίνος; დაახლ. 450 – 1 აგვისტო 527) — ბიზანტიის იმპერატორი 518-527 წლებში, იუსტინიანიდების დინასტიის დამაარსებელი. წარმოშობით ილირიელი გლეხი იყო და ღორებს მწყემსავდა. შემდეგ თავის ძმებთან ერთად კონსტანტინოპოლში ჩავიდა. გამორჩეული იყო ათლეტური აღნაგობით, რის გამოც ადვილად ჩაეწერა იმპერატორის სასახლის დაცვაში. შემდეგ თანდათანობით გაერკვა ჯარისა და სასახლის ინტრიგებში და მოახერხა საიმპერატორო ტახტის დაპატრონება. აღმოსავლეთ რომის იმპერატორი ანასტასიოს I ისე გარდაიცვალა რომ მემკვიდრე არ დაუსახელებია. ახალი იმპერატორის არჩევას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და სრულიად მოულოდნელად არჩეული იქნა იმპერატორის სასახლის დაცვის უფროსი იუსტინე. იუსტინე მკაცრად იცავდა მართლმადიდებლობას, სდევნიდა ერეტიკოსებს, მრავალი სირიელი ეპისკოპოსი — მონოფიზიტი დაითხოვა. ერთ-ერთ ანტიოქიელ მღვდელმთავარს ენის მოჭრასაც უპირებდა ქალკედონის კრების ძაგების გამო. ამასთან იუსტინე სრულიად გაუნათლებელი იყო, მან წერა-კითხვაც არ იცოდა. თუმცა შესანიშნავი განათლება მიაღებინა თავის ძმისშვილსა და მემკვიდრეს იუსტინიანეს, შემდგომში ბიზანტიის ყველაზე წარმატებულ იმპერატორს იუსტინიანე I-ს.

Комментариев нет:
Отправить комментарий