пятница, 24 апреля 2015 г.

ახალი გამოგონება ფეხით სიარულისას კუნთის დატვირთვას შეამცირებს


ამერიკელმა ინჟინერებმა შეიმუშავეს  სპეციალური ფეხსაცმელი, რომელიც ამცირებს იმ ენერგიის რაოდენობას, რომელიც ფეხით სიარულისას იხარჯება. ეს არის ამ ტიპის პირველი მოწყობილობა, რომელიც არ საჭიროებს გარე ელექტრომომარაგებას. სისტემა ეყრდნობა ზამბარის მექანიზმს, რომელიც იმეორებს ადამიანის ბიომექანიკას.  

IB Times წერს, რომ მექანიზმი ამცირებს კუნთების დატვირთვას და  განთავსებულია ქუსლის პარალელურად. ახალი მოწყობილობა შეიმუშავეს ინჟინერებმა კარნეგ-მელონის უნივერსიტეტიდან.
სტატია, რომელიც მიეძღვნა ამ მოწყობილობას, გამოიცა ჟურნალში „Nature“.
ეს არის პირველი სამუშაო,  რომელიც ადასტურებს, რომ პასიურ სისტემას შეუძლია შეამციროს ენერგიის რაოდენობა სიარულისას,- განაცხადა მოწყობილობის დეველოპერმა მაიკლ გოლდფარბმა.
მსგავსი საშუალების ძიება ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყეს. ძველი შედეგები მხოლოდ პროთეზის გამოყენების საშუალებას იძლეოდა.
მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა მოწყობილობა, რომელიც ამცირებდა ენერგიას, რომელიც იხარჯებოდა ფეხით სიარულისას. ეს იყო პირველი მექანიზირებული მოწყობილობა. ისინი ნაწილობრივ ხსნიდნენ დატვირთვას ფეხის კუნთებიდან გარე ხელოვნური ენერგიის წყაროს გამოყენებით. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეგო შესაძლებელია თუ არა ენერგიის შემცირება არამექანიზირებული მოწყობილობით. 
ცნობილია, რომ ასეთი მოწყობილობის ფეხსაცმელი სასარგებლო იქნება არა მარტო ჯანმრთელი ადამიანებისთვის არამედ იმათთვის ვისაც რაიმე პრობლემა აქვს ცალ ფეხზე.  მოწყობილობა ჯერ კიდევ პროტოტიპის ეტაპზეა, მაგრამ მისი შემქმნელები იმედოვნებენ, რომ იდეა იქნება კომერციული პროდუქტი, რომლის ფასიც იქნება დაახლოებით იმდენი, რამდენიც ღირს წყვილი სათხილამურო ფეხსაცმელი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი "დოქტრინა"





Комментариев нет:

Отправить комментарий