ეს არის ფლორიდაში (აშშ) რეგისტრირებული კომპანიის პროექტი, რომელიც ამტკიცებს, რომ შეუძლია ააშენოს «Freedom Ship» („თავისუფლების ხომალდი“), რომელიც მიიღებს 40000 მაცხოვრებელს, საავადმყოფოებს, სკოლებს, მაღაზიებს, პარკებს და პატარა აეროპორტსაც კი, ეს კი მთლიანობაში 10 მილიარდი დოლარი (7 მილიარდ ევროზე მეტი) დაჯდება, იუწყება The Telegraph-ი.
ხომალდი, რომლის ზომებიც უდიდესია (25 სართული, 1,6 კილომეტრი სიგრძე და 2,7 მილიონი ტონა წონა), იმდენად დიდი იქნება, რომ მსოფლიოს ვერცერთ პორტში ვერ შევა. ამგვარად, ის პლანეტას მთლიანად დაარტყამს წრეს ორ წელიწადში ერთხელ, დიდი ქალაქების სიახლოვეს კი შეჩერდება ხოლმე, რათა თავის მაცხოვრებლებს საშუალება მიეცეთ, ისარგებლონ მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებებით.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: http://www.slate.fr/life/80609/ville-flottante-freedom
Комментариев нет:
Отправить комментарий