пятница, 20 декабря 2013 г.

სუპერ-კომპიუტერის მიერ შექმნილი დიზაინი / Supercomputer-Driven Materials Design



როგორ იყენებენ მეცნიერები კომპიუტერის შესაძლებლობებს ახალი მასალის შესაქმნელად?!



მასალათა მკვლევარების სამუშაო – ნივთიერების ახალ, საჭირო ფორმად გარდაქმნა – ისტორიის მანძილზე მოიცავდა მთელ რიგ ვარაუდულ მიგნებებსა და მიხვედრილობებს. ეს განპირობებულია იმით, რომ კვანტურ-მექანიკური განტოლებები, რომლებიც განსაზღვრავენ ნივთიერების თვისებებს, უაღრესად რთული გამოსათვლელია. თუმცა, თანამედროვე სუპერკომპიუტერების სიმძლავრე ყველაფერს ცვლის. მეცნიერებს ამჟამად, უკვე შეუძლიათ კომპიუტერის დაპროგრამება ისე, რომ იგი ეკრანზე აჩვენებს ათობით ათასობით ქიმიურ ნაერთს, ამავე დროს მოიძიებს იმ ნივთიერებებს, რომლებსაც მისთვის საჭირო თვისებები აქვს. ტექნიკა, რომელსაც სუპერ-წარმადი გამოთვლა ეწოდება (high-throughput computing), ისეთ ახალ ქიმიურ ნაერთებს პოულობს, რომელიც ბუნებაში არავის უნახავს.

სურათზე: როდესაც კომპიუტერები ქიმიას ეუფლებიან: ღია ფერები მიუთითს იმაზე, რომ ორი ელემენტი ერთმანეთს ადვილად ენაცვლება.


ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN

Комментариев нет:

Отправить комментарий